გაიცანით სამეფო აუდი
გაიცანით სამეფო აუდი
11.04.2016
ის, რასაც ფოტოებზე ხედავთ, ”აუდის” ინჟინრების ერთწლიანი შრომის შედეგია. ეს არის Audi A8-ს XXL-ვერსია , რომელიც 6-კარიანია და რომლის სრული სახელწოდება Audi A8 L extended გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ A8 L-ზე 1,09 მეტრით გრძელი ბაზა აქვს, ეს ავტომობილი სერიული მოდელის ყველა კრიტერიუმს და სტანდარტს აკმაყოფილებს.

Auto Bild

ყველა მგზავრი იმ მიმართულებით ჯდება, საითაც ავტომობილი მოძრაობს. ტყავის 6 ცალკეული სავარძელი კომფორტის უმაღლეს ხარისხს გვთავაზობს და თითოეული მათგანი ელექტრონულად მოძრაობს. ყველა მგზავრისთვის გათვალისწინებულია მულტიმედია-ეკრანები, მინიბარი და მაცივარი.

Auto Bild

Audi A8-ს ამ განსაკუთრებულ ვერსიას 310 ცხენის ძალის მქონე 3-ლიტრიანი ტურბო-ძრავა უდგას, რომლის მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 440 ნიუტონმეტრია. გადაცემათა კოლოფი 8-საფეხურიანი ავტომატიკა გახლავთ, ამძრაობა კი - სრული. ამრიგად, ეს ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე 7,1 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სისწრაფე კი 250 კმ/სთ-ია. აი, სამუხრუჭე სისტემა კი 520-ცხენისძალიანი Audi S8-დან გადმოიტანეს. რატომ? საქმე იმაშია, რომ 2418-კილოგრამიან ავტომობილს მაქსიმალურად ძლიერი მუხრუჭები სჭირდება.

Auto Bild
Auto BildAuto Bild

A8 L extended კონცეპტია, რომლითაც ”აუდიმ” უკვე ძალიან ბევრი პოტენციური კლიენტი დააინტერესა. ინგოლშტადტელები ფასის შესახებ არაფერს ამბობენ, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სიამოვნება ძალიან ძვირი დაჯდება. ერთი სიტყვით, სულაც არაა აუცილებელი, რომ მეფე ან შეიხი იყოთ - თუ ბევრი ფული გაქვთ და ამ მანქანამ დაგაინტერესათ, შეგიძლიათ, პირდაპირ ”აუდის” დაუკავშირდეთ. შეძენით დაინტერესებულებს ინგოლშტადტელები ფასს აუცილებლად გაუმხელენ...

Auto Bild

ასევე იხილეთ:
ასეთი იქნება მომავალი Audi A8-ს ინტერიერი
Auto Bild


მანქანა, რომელსაც უკან სვლა არ ჭირდება!
Auto Bild


ბევრი BMW ახალ A4-ში!
Auto Bild


გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L
Auto Bild


მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...
Auto Bild


ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე
Auto Bild


ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით
Auto Bild


ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი,
მძაფრი, დიდი და მდიდრულია!

Auto Bild


აუდის ყველაზე დიდი Q
Auto Bild
article image
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
article image
Cat Image
2017-02-15 06:00:46
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს
article image
Cat Image
2017-02-13 06:02:39
AMG-მ ”E-კლასს” 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა
სხვა სიახლეები
22.02.2017
„აუდი“ ჟენევის ავტოშოუზე რამდენიმე სპორტული ქროსოვერის წარდგენას გეგმავს. მათ შორის იქნება არამხოლოდ RS Q5, რომელზეც ინფორმაცია ადრე გავრცელდა, არამედ ასევე უფრო დიდი, კონცეპტუალური RS Q8
სრულად
22.02.2017
„იტალდიზაინმა“ გამოაცხადა, რომ ჩამოაყალიბა ახალი სუბ-ბრენდი, სახელად Italdesign Automobili Speciali, რომლის პრემიერაც მალე, ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება.
სრულად
22.02.2017
„ბუგატის“ უკვე დაწყებული აქვს 1500-ცხენისძალიანი „შირონის“ წარმოება. მალე შეკვეთების შესრულებასაც შეუდგება.
სრულად
ახალი ნომერი