უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
17.05.2016
სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა უცნაური საგზაო წესები მოქმედებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს წიგნიდან ”ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს”. წიგნის მესამე ნაწილი ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” მაისის ნომერთან ერთად იყიდება (წიგნის სპეციალური ფასი - 2 ლარი, ჟურნალთან ერთად - 5 ლარი).

► ალასკაში აკრძალულია მგზავრობა სახურავზე შემოსმული ძაღლითAuto Bild

► ტენესის შტატში, რომელიც ყველა მხრიდან ხმელეთით არის მოცული, აკრძალულია მოძრავი მანქანიდან ვეშაპისთვის სროლა

► თუ თქვენ ატარებთ მხედველობის მაკორექტირებელ სათვალეს, მაშინ ესპანეთში მგზავრობისას აუცილებლად უნდა იქონიოთ თან სათადარიგო.

► კვიპროსში აკრძალულია საჭესთან საკვების მირთმევა და რაიმეს დალევა. წყლისაც კი!

► თუ ქვეითს ტალახიანი წყალი შეესხა, იაპონიაში მძღოლს აჯარიმებენ

► საუდის არაბეთში ქალებს ეკრძალებათ ავტომანქანის მართვა ( გამონაკლისია კერძო გზები ).

► ბრაზილიაში, საგზაო შემთხვევის ყველა მონაწილე გადის ალკოტესტს ( იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული გარდაიცვალა, მასაც უტარდება ალკოტესტი ).

► იტალიაში სავალდებულოა კატების და ძაღლების ტრანსპორტირებისას მათი ღვედით დამაგრება.

► ავსტრიაში შესაძლოა დაგაჯარიმონ სიჩქარის გადაჭარბებისათვის მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მოეჩვენა პატრული-ინსპექტორს. დიახ, ყოველგვარი რადარის გარეშე.

► ჩინეთში მძღოლებს ეკრძალებათ გააჩერონ მანქანა და გაატარონ ქვეითად მოსიარულე, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია გადაირბინოს გზა მოძრაობის შეუფერხებლად.

► ორეგონის შტატში აკრძალულია ავტომანქანის კარის ღიად დატოვება იმაზე დიდხანს, ,,ვიდრე ეს საჭიროა’’.

► როდ აილენდში კანონი ავალდებულებს მძღოლებს მიესალმონ შემხვედრი ავტომანქანების მძღოლებს.

► ვირჯინიაში ნასვამ მგზავრებს ნასვამი მძღოლების თანაბრად აჯარიმებენ.

► ინდიანაში აკრძალულია ავტომანქანის კვირა დღეს გაყიდვა.

► კანზასში აკრძალულია ავტომანქანის დაძვრისას კვალის დატოვება, სასჯელი საკმაოდ მკაცრია, 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

► ნიუ ჯერსიში აკრძალულია პატრულ-ინსპექტორთან მოღუშული სახით საუბარი.

► შვეიცარიაში აკრძალულია მანქანის კვირას გარეცხვა.

► გერმანიაში, უცენზურო ჟესტის გამოყენება 500 დან 3000 ევრომდე ჯარიმით ისჯება.

► გერმანიაში ავტობანზე საწვავის გარეშე დარჩენა სოლიდურ ჯარიმას ითვალისწინებს.

► დანიაში ავტომანქანის დაძვრამდე სავალდებულოა დაათვალიეროთ, ხომ არ იმალებიან მის ქვეშ ცხოველები ან ბავშვები.

წიგნის ავტორი: გოგა გაგნიძე

► AUTO BILD-ის მაისის ნომერთან ერთად: "ავტომრჩეველი - ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს" (III ნაწილი)

► წიგნის სპეციალური ფასი - 2 ლარი; ჟურნალთან ერთად - 5 ლარი

► იკითხეთ პრესის გამავრცელებლებთან

ასევე იხილეთ:
როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild


article image
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
article image
Cat Image
2017-02-15 06:00:46
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს
article image
Cat Image
2017-02-13 06:02:39
AMG-მ ”E-კლასს” 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა
სხვა სიახლეები
23.02.2017
დღეს ჟურნალი ”AUTO BILD საქართველო” წლის საუკეთესო ავტომობილებს გამოავლენს. „ოქროს საჭის” დაჯილდოების ცერემონიალს
სრულად
21.02.2017
აპრილის პირველივე შაბათ-კვირას, 1 და 2 აპრილს საქართველო უმაღლესი დონის საერთაშორისო საავტომობილო ღონისძიებას უმასპინძლებს
სრულად
21.02.2017
ორიგინალური საგაზაფხულო შემოთავაზება, მხოლოდ „ტოიოტა“-ს ოფიციალურ დილერებთან
სრულად
ახალი ნომერი