Audi A3 ახალი ბრწყინვალებით
Audi A3 ახალი ბრწყინვალებით
30.05.2016
”აუდიმ” თავისი ბესტსელერი კომპაქტი შეალამაზა. განახლდა დიზაინი და ტექნიკა - A3-მა Matrix-LED-მაშუქებიც მიიღო

Auto Bild
წინა მხარე დიდი A4-ის სტილში, ახალი მაშუქები უკან და სრულიად ახალი ტექნიკა

რამდენად ახალია ახალი A3 სინამდვილეში? სწორედ ასეთი კითხვა დავსვით 2012 წლის დასაწყისში, როცა ”აუდის” კომპაქტის ახალი და ახლა უკვე აქტუალური თაობის წარმომადგენელი პირველად ვნახეთ. ხსენებულ კითხვას მაშინ ჩვენთვითონვე ვუპასუხეთ, კერძოდ კი, ასე: ტექნიკა სრულყოფილია, ვიზუალი - ისე რა. ეპითეტში ”ისე რა” მაშინ იმას ვგულისხმობდით, რომ ახალი A3 ვიზუალურად არ იყო საკმარისად ახალი იმისათვის, რომ წინამორბედისგან მკვეთრად გამოგვერჩია. სამი წლის შემდეგ ეს ყველაფერი თავად ”აუდიმაც” აღიარა და თავისი კომპაქტი ფეისლიფტის რანგში მნიშვნელოვნად განაახლა.

Auto BildAuto Bild
Auto BildAuto Bild
ეს ”აუდი” Matrix-LED-მაშუქებით იწონებს თავს, თუმცა კომპაქტურ კლასში ახალ Opel Astra-ს ეს ტექნიკა უფრო ადრე ჰქონდა

წინა მხარეს თვალში გვხვდება მისი დიდი ძმის, A4-ის სტილში შესრულებული მაშუქები. თანაც, A3-ს Xenon ახლა უკვე სერიულად მოყვება, ხოლო დამატებითი ოფციის სახით კი Matrix-LED-მაშუქებს გვთავაზობს. ეს არის სრულიად ახალი სისტემა, რომელიც ღამღამობით გზას გაცილებით უკეთ გაგინათებთ - თანაც ისე, რომ შემხვედრი ავტომობილების მძღოლები არ ”დამბრმავდებიან”. თუმცა სიმართლე ითქვას, ეს მხოლოდ Audi A3-ისთვისაა სიახლე, რადგან კომპაქტურ კლასში ეს სისტემა უკვე საკმაო ხანია, აქვს Opel Astra-ს. მაშუქების ახალ დიზაინში კარგად ზის ასევე ახალი, 9 სანტიმეტრით განიერი რადიატორის ცხაურა. ზოგადად კი, 30 მილიმეტრით გაგანიერებული ახალი A3 ახლა აშკარად უფრო ვაჟკაცურად და თავდაჯერებულად დგას.

Auto Bild
ახალი Audi S3 ახლა უკვე 310 ცხენის ძალით და კაბრიოლეტის შემთხვევაში ახალი უკანა მაშუქებით

ინტერიერში ერთი შეხედვით ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა სალონში დიდი ცვლილებები არც იყო საჭირო, რადგან მასალების ხარისხისა და დამუშავების საკითხში Audi A3 თავის კლასში ისედაც ერთ-ერთი საუკეთესოა. მაგრამ სიახლე მაინც არის: ციფრული კოკპიტი - ისეთი, როგორსაც TT-დან და A4-დან ვიცნობთ. ამ სიახლის ფასი ინგოლშტადტელებს ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ციფრული კოკპიტი სადღაც 500 ევრო უნდა ღირდეს (პლუს დიდი ნავიგაცია, ჯამში 2500 ევრო).

Auto Bild
ციფრული კოკპიტის პრემიერა A3-ში. 500 ევრო ღირს (პლუს დიდი ნავიგაცია). ნავიგაციის სისტემა ახლა ინტეგრირებული SIM-ბარათითაც გამოირჩევა. შესაბამისად, A3 მუდმივად ონლაინშია. 2.0 TFSI ძრავასთან ერთად ხემილსაწვდომია ახალი, 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი. თაჩპადი, როგორც მაღალი კლასის ავტომობილში

მინიმუმ ასევე მნიშვნელოვანია ერთი პატარა დეტალიც: ”აუდიმ” A3-ში ჩადი მყარად ინსტალირებული SIM-ბარათი, რომელიც მუდმივად ონლაინში იქნება. არაფერი გვითქვამს ასისტენტ-სისტემების ახალ არჩევანზე - სხვა ავტომობილების ამოცნობიდან ვიდრე საცობის-ასისტენტამდე. განახლებული A3 საცობში 65 კმ/სთ სისწრაფემდე თავისით ივლის.

თუმცაღა A3 მხოლოდ ციფრული თვალსაზრისით როდი განახლდა: Update ძრავების არჩევანსაც შეეხო. საწყისი აგრეგატი ამიერიდან პატარა, 3-ცილინდრიანი ძრავა გახლავთ, რომლის მოცულობა 1 ლიტრია, სიმძლავრე 115 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი - 200 ნმ. ასევე სიახლეა ბენზინის 2-ლიტრიანი ძრავა 190 ცხენის ძალით, რომელიც, ინგოლშტადტელთა მტკიცებით ძალიან ეკონომიური აგრეგატია. ცხადია, A3 ხელმისაწვდომია დიზელის ძრავებითაც - 110-დან 184 ცხენის ძალამდე სიმძლავრით. მოგვიანებით დაიწყება S3-ის (310 ცხენის ძალა, +10 წინამორბედთან შედარებით), გაზზე მომუშავე A3-ისა და Plug-in-ჰიბრიდული ვერსიის გაყიდვებიც.

Auto Bild
ეს კი ფაქტობრივად პატარა A4 გახლავთ: ”აუდიმ” A3-ის სედანიც განაახლა

ძვირია, თუ არა? ჰოც და არაც! A3-ის ფასი დაახლოებით 21 000 ევროდან იწყება. წინამორბედზე 500 ევროთი ძვირია, მაგრამ თუ სერიულ Xenon-ებს გავითვალისწნებთ, გაიაფება გამოდის. ესეც ნაღდად სიახლეა.

დასკვნა
A3-ის ფეისლიფტის დროს ”აუდიმ” ტრადიციას არ უღალატა: გამოცდილი, სანდო ვიზუალი და ახალი ტექნიკა საკმარისია. 3-ცილინდრიანი ძრავების შემთხვევაში ეკონომიურობა გარანტირებულია, გაციფრულებამ კი ახალი A3 ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.
შტეფან ფოსვინკელი

Auto Bild
ახალი, ბენზინის 3-ცილინდრიანი ძრავა 1-ლიტრიანი მოცულობით საინტერესო სიახლეა

ასევე იხილეთ:
გაიცანით: ახალი Audi Q2 (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით სამეფო აუდი
Auto Bild


ასეთი იქნება მომავალი Audi A8-ს ინტერიერი
Auto Bild


მანქანა, რომელსაც უკან სვლა არ ჭირდება!
Auto Bild


ბევრი BMW ახალ A4-ში!
Auto Bild


გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L
Auto Bild


მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...
Auto Bild


ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე
Auto Bild


ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით
Auto Bild


ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი,
მძაფრი, დიდი და მდიდრულია!

Auto Bild


აუდის ყველაზე დიდი Q
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
article image
Cat Image
2017-04-24 06:59:58
„ჩელენჯერ დემონი“ - ასე ჰქვია „დოჯის“ უჩვეულოდ მძლავრ ”მასქლ ქარს”, რომელიც თავად ფილმ „ფორსაჟის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ვინ დიზელმა წარადგინა.
article image
Cat Image
2017-04-19 09:13:41
განახლების შემდეგ, Mercedes ”S-კლასმა” ახალი ძრავები და ასისტენტ-სისტემები მიიღო. ყველაფერი ფეისლიფტის შესახებ!
სხვა სიახლეები
27.04.2017
გადაწყვეტილი და ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია, რომ 2019 წლიდან ”აუდი” Q3-სა და Q5-ს შორის არსებულ სიცარიელეს ახალი მოდელით შეავსებს, რომელსაც, რა თქმა უნდა, Q4 ეწოდება.
სრულად
27.04.2017
ჩინეთი დღეს ყველა საავტომობილო კომპანიისთვის მიმზიდველი ბაზარია. სხვანაირად ვერც იქნება, რადგან იქ მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი იყიდება. მაგრამ ადრე ასე არ იყო
სრულად
27.04.2017
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ „ტოიოტა სუპრას“, რომელზეც იაპონური კომპანია BMW-სთან ერთად მუშაობს, ბავარიელთა მიერ შემუშავებული აგებულება და აღჭურვილობა ექნება.
სრულად
ახალი ნომერი