საქართველოს რეკლამა ზალცბურგრინგზე
საქართველოს რეკლამა ზალცბურგრინგზე
06.06.2016
დათა ქაჯაიამ ავსტრიაში კარგად იბრძოლა, მაგრამ...

იტალიური “იმოლასგან” განსხვავებით, “ზალცბურგრინგზე” გამართული ეტაპი დავით ქაჯაიასთვის უიღბლო გამოდგა. არადა, შსს სპორტული კლუბის Mia Force-ის ქართველმა ავტომრბოლმა ავსტრიაშიც კარგად იარა და მიმდინარე სეზონში პოდიუმზე მეორედ ასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

დათასთვის ავსტრიული უიღბლობა კვალიფიკაციიდან დაიწყო – ერთი შეცდომა დისკვალიფიკაციის ფასად დაუჯდა და იძულებული გახდა, ორივე რბოლა მე-14 პოზიციიდან დაეწყო. მიუხედავად ამისა, გუშინ გამართულ პირველ რბოლაზე ქაჯაიამ მაინც შესანიშნავი შედეგი აჩვენა – სტარტზე მე-14 იყო, ფინიშზე კი მეშვიდე მივიდა.

Auto Bild
პირველი რბოლა: ქაჯაიას ტასი, მოქმედი ჩემპიონი კომინი და თანაგუნდელი იანიტსი მოსდევენ

აღსანიშნავია, რომ ავსტრიული ეტაპის ორივე რბოლაში მას დაუნდობელი დუელი ჰქონდა მოქმედ ჩემპიონ სტეფანო კომინისთან. პირველ რბოლაში დათამ შვეიცარიელს აჯობა - კომინი ფინიშზე დათას შემდეგ მივიდა და მე-8 ადგილი დაიკავა. ამრიგად, ქაჯაიამ პირველ რბოლაში მაქსიმუმი გააკეთა და 6 ქულის აღება შეძლო.

მეორე რბოლა თავსხმა წვიმაში წარიმართა. ქართველ ავტომრბოლს თავიდან გაუმართლა, რადგან კონკურენტებს უპროტექტორო საბურავები ჰქონდათ დაყენებული და იძულებულები გახდნენ, სტარტის წინ საბურავები გამოეცვალათ, რის გამოც ქაჯაიამ რამდენიმე პოზიციით წინ წაიწია – სტარტზე მეხუთე იდგა. თანაც, დათამ შესანიშნავი სტარტი აიღო, სამ მეტოქეს გადაასწრო და ფრანგი ჟან-კარლ ვერნეის შემდეგ, მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

Auto Bild
მეორე რბოლა: დათა ქაჯაია სტეფანო კომინისგან (მოქმედი ჩემპიონი) თავს დიდხანს, ძალიან კარგად იცავდა, მერე კი...

ქაჯაიას კომინი მოსდევდა და უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ურთულესი პირობებისა (კოკისპირული წვიმის გამო ხილვადობა უკიდურესად შეზღუდული იყო), დათა შვეიცარიელისგან თავს შეუდარებლად იცავდა. აღსანიშნავია, რომ წვიმაში თავის დაცვა ორმაგად რთულია და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომინის გუნდის, “ლეოპარდ რეისინგის” ავტომობილები გაცილებით უკეთაა მომზადებული. ქაჯაია ნახევარი რბოლის განმავლობაში უმკლავდებოდა მოქმედ ჩემპიონს, მერე კი მორიგი უიღბლობა შეემთხვა.

“დამუხრუჭების დროს დიდ გუბეზე მოვხვდი, მანქანამ აკვაპლანირება განიცადა და ჩაქრა... სამწუხაროდ, ვეღარაფერი ვუშველე,“ - აღნიშნა ქაჯაიამ რბოლის შემდეგ.

Auto Bild

სწორედ ასე გამოეთიშა ქართველი მეორე რბოლას. თუმცა ქაჯაიამ საერთო რეიტინგში მეათე ადგილი შეინარჩუნა. მის წინ კი მისი ყოფილი თანაგუნდელი მიხაილ გრაჩოვია, რომელმაც ცოტა ხნის წინ გუნდი შეიცვალა და ახლა “ჰონდათი” ასპარეზობს. თუკი ქაჯაიას გუნდში ყოფნისას გრაჩოვი მუდმივად აუტსაიდერებში იყო და 6 რბოლაში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა აღებული, გუნდის და ავტომობილის შეცვლის შემდეგ მან 4 რბოლიდან ორი მოიგო და მარაგს 57 ქულა შემატა! შესაბამისად, ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქაჯაია არსებული რესურსით მართლაც მაქსიმუმს აკეთებს.

Auto Bild

ბოლოს კი ყველაზე სასიამოვნო ინფორმაცია: ავსტრიული ეტაპის ორივე რბოლაში ყველა ავტომობილს წინა საქარე მინაზე მიკრული ჰქონდა სტიკერი წარწერით: VISIT GEORGIA (მოინახულე საქართველო). ეს გახლავთ იმ თანამშრომლობის პირველი ნაბიჯი, რომლის ფარგლებშიც, TCR International-ის მომდევნო სეზონის ერთი ეტაპი, შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს. მიმდინარე სეზონში კი კიდევ 6 ეტაპია დარჩენილი – მომდევნო გაჩერება გერმანიაა (19 ივნისი).

Auto Bild
ავსტრიული ეტაპის ორივე რბოლაში ყველა ავტომობილს წინა საქარე მინაზე მიკრული ჰქონდა სტიკერი წარწერით: VISIT GEORGIA (მოინახულე საქართველო)

► მიმდინარე სეზონში კიდევ 6 ეტაპი და 12 რბოლაა დარჩენილი.
► TCR International-ის სატურნირო ცხრილი ახლა ასე გამოიყურება:


1. სტეფანო კომინი (შვეიცარია) - 120 ქულა
2. პეპე ორიოლა (ესპანეთი) - 119
3. ჯეიმს ნეში (დიდი ბრიტანეთი) - 112
4. ჯანი მორბიდელი (იტალია) - 107
5. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი) - 107
6. მატო ჰომოლა (სლოვაკეთი) - 102
7. სერგეი აფანასიევი (რუსეთი) - 86
8. აკუ პელინენი (ფინეთი) - 63
9. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი) - 58
10. დავით ქაჯაია (საქართველო) - 54
11. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი) - 47
12. ატილა ტასი (უნგრეთი) - 24
13. ხორდი ორიოლა (ესპანეთი) - 17
14. ხორდი ჟენე (ესპანეთი) - 16
15. ანტი ბური (ფინეთი) - 16
16. კევინ გლისონი (აშშ) - 12
17. ჰარალდ პროჩიკი (ავსტრია) - 5
18. ლუიჯი ფერარა (იტალია) - 4
19. ფლორიან იანიტსი (ავსტრია) - 3
20. ფრანსისკო მორა (პორტუგალია) - 3
21. სალმან ალ ხალიფა (ბაჰრეინი) - 2
22. ჩარლოტა ფედელი (იტალია) - 2
23. ლორის ჰეზემანსი (ჰოლანდია) - 2
24. პიერ-ივ კორთალსი (ბელგია) - 1
25. მიკაელა ჩერუტი (იტალია) - 1
26. ალესანდრა ნერი (იტალია) - 1
27. ალან მენიუ (შვეიცარია) - 1

ასევე იხილეთ:
საქართველოს მსოფლიო დონის რბოლა უახლოვდება?
Auto Bild


ქაჯაიამ იმოლაზე იფრინა!
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
როცა ქართველ მრბოლელებს საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საშუალება ეძლევათ, თითქმის ყოველთვის ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს!
სრულად
17.05.2017
Land Rover-ის ავტომობილების ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში "ჯი თი მოტორსმა" საზოგადოებას ახალი, შვიდადგილიანი Land Rover დისქავერი წარუდგინა.
სრულად
17.05.2017
დღეს დილიდან, წამყვანი ბრიტანული გამოცემების ვებ-გვერდებზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინეთ!
სრულად
ახალი ნომერი