რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს
რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს
13.06.2016
საქართველოში უამრავი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მოძრაობს - გამომდინარე მათი დაბალი ფასიდან, მისაღები ტექნიკური მდგომარეობიდან და შედარებით ახალგაზრდა ასაკიდან.

► მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების სიჭარბე ჩვენს გზებზე დამატებით ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს მოძრაობის ყველა მონაწილისგან - მიუხედავად მათი ავტომანქანების საჭის მდებარეობისა, ვინაიდან საქართველოში მოძრაობა ხდება მარჯვენა მხარეს, შესაბამისად, გზების მონიშვნა, საგზაო ნიშნები და ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია სწორედ მარჯვენა მხარეს მოძრავი მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის.

► მოერიდეთ ე.წ. “საჭის გადატანის სერვისებს”. ქარხნული პარამეტრების უხეში ცვლილება ერთიორად ზრდის საგზაო შემთხვევის რისკს. ყოფილა შემთხვევები, როცა გადატანილ საჭეს მოძრაობისას უმტყუნია.

► ნუ გაასწრებთ მარჯვნიდან. გასაგებია, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანით მსგავსი მანევრის განხორციელებას იოლად შეძლებთ, მაგრამ ამავდროულად, შექმნით საშიშ ავარიულ სიტუაციას.

Auto Bild

► მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა უბიძგებს მძღოლს (მით უმეტეს, თუ იგი მანამდე მარცხენასაჭიან ავტომანქანას მართავდა), რომ უნებლიედ დაიკავოს მარცხენა მხარე ზოლის მონიშვნის იგნორირებით, რითაც კეტავს სივრცეს და აფერხებს მოძრაობას. ჩვევის გამომუშავებას გარკვეული დრო ჭირდება. ამიტომ, ყურადღება ადევნეთ საგზაო მონიშვნას და ნუ დაკარგავთ თქვენს ზოლს.

► ყურადღებით იყავით მარცხენა ზოლში მოძრაობისას, როცა თქვენს წინ მიმავალი მანქანა გიფარავთ სივრცეს, შესაძლოა ამ დროს შემხვედრი ზოლიდან ცდილობდნენ მოხვევას, ხოლო როცა შენიშნავთ მანქანას, მანძილი უკვე კრიტიკულად მცირე იქნება.

► გასწრებისას რეკომენდირებულია მანევრის შედარებით ადრე დაწყება, ვიდრე ამას მარცხენასაჭიანი ავტომანქანის მართვისას გააკეთებდით. ზოგ შემთხვევაში, მარჯვენასაჭიანი მანქანის მძღოლი სივრცეს მარჯვენა მხრიდან დაზვერავს ხოლმე და ამის შემდეგ ასწრებს მარცხნიდან, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში სიტუაცია გზაზე, შესაძლოა, სრულიად შეიცვალოს.

► გასწრებისას ნუ დაეყრდნობით მარცხნივ მჯდომი მგზავრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, ღირს თუ არა მანევრის განხორციელება. გახსოვდეთ, რომ ავტომანქანას მართავთ თქვენ და მხოლოდ თქვენ უწყით მისი ტექნიკური შესაძლებლობები - მოასწრებთ კი გარანტირებულად მანევრის მშვიდობიანად დასრულებას?

► საუკეთესო გამოსავალი ე.წ. გასწრების კამერის დამონტაჟებაა, რომლის მეშვეობითაც ჯერ ეკრანზე აკონტროლებთ სივრცეს და შემდეგ იწყებთ მანევრს (გახსოვდეთ, რომ კამერა უნდა იყოს ხარისხიანი და ასახავდეს რეალურ მასშტაბებს). არსებობს ასევე ორი სარკის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხედავთ სივრცეს მარცხენა წინა მხარეს. ოღონდ, აუცილებლად შეიძინეთ სპეციალური დაფარვის მქონე სარკე, რათა ღამით შემხვედრი ავტომობილის მაშუქებმა არ დაგაბრმავოთ.

► უმჯობესია თუ სტანდარტულ უკანა ხედვის სარკეზე დაამონტაჟებთ ე.წ. ასიმეტრიულ სარკეს, რომლის მეშვეობითაც დაახლოებით 270 გრადუს სივრცეს გააკონტროლებთ. ნუ დაგავიწყდებათ ასევე ე.წ. “მკვდარი ზონის” სარკეების დამაგრება გარე სარკეებზე.
გოგა გაგნიძე

ასევე იხილეთ:
უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
როცა ქართველ მრბოლელებს საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საშუალება ეძლევათ, თითქმის ყოველთვის ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს!
სრულად
17.05.2017
Land Rover-ის ავტომობილების ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში "ჯი თი მოტორსმა" საზოგადოებას ახალი, შვიდადგილიანი Land Rover დისქავერი წარუდგინა.
სრულად
17.05.2017
დღეს დილიდან, წამყვანი ბრიტანული გამოცემების ვებ-გვერდებზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინეთ!
სრულად
ახალი ნომერი