როგორი იქნება ფორმულა 1 ბაქოში? (+ VIDEO)
როგორი იქნება ფორმულა 1 ბაქოში? (+ VIDEO)
16.06.2016
ამ უქმეებზე ფორმულა 1-ის გრანპრი ჩვენს მეზობლად, ბაქოში გაიმართება - აზერბაიჯანის დედაქალაქი ”დიდ ცირკს” პირველად მასპინძლობს.

კანადის გრანპრისგან განსხვავებით, გუნდებს და პილოტებს ბაქოში სულ სხვა გარემო ელით - ამინდის პროგნოზით, აზერბაიჯანის დედაქალაქში კვირას 30 გრადუსამდე ტემპერატურაა მოსალოდნელი და მსოფლიოს 22 უსწრაფესი პილოტი მათთვის სრულიად ახალ გარემოს და ახალ ტრასას უნდა შეეგუოს.

გრანპრისთვის განკუთვნილი გზა ბაქოს ცენტრში ზუსტად 6-კილომეტრიანია. მოგეხსენებათ, ბაქო ზღვის დონიდან -28 მეტრზე მდებარეობს. ევროპის გრანპრიზე ექსპერტები 340 კმ/სთ მაქსიმალურ სისწრაფეს ელოდებიან. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ვიწრო და ნელი მოსახვევები: ერთ წრეზე პილოტებს მარჯვნივ 8, ხოლო მარცხნივ კი 12 მოსახვევის გავლა მოუწევთ. ჯამში 51 წრეს ვიხილავთ.

იხილეთ ფოტოგალერეა:
როგორ გამოიყურება ბაქო ფორმულა 1-ის გრანპრის წინ

Auto BildAuto Bild


”ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კურსია. ქალაქის კვალობაზე, საკმაოდ სწრაფი მონაკვეთებია და მთელ კურზე ბევრი ისეთი ადგილი, სადაც გასწრება შესაძლებელი იქნება,” - აცხადებს ”რენოს” პილოტი ჯოლიონ პალმერი.

”ჩემთვის ბაქოს ტრასა მონაკოს და სინგაპურის ნაზავია,” - ეს ფელიპე მასას (Williams) სიტყვებია.

ბაქოს სარბოლო ტრასის არქიტექტორი გერმანელი ჰერმან ტილკეა, რომელმაც, აზერბაიჯანის მთავრობის მოთხოვნით, კურსში ბაქოს ბევრი ღირსშესანიშნაობა ჩასვა. აზერბაიჯანელთა მიზანი გასაგებია - ევროპის გრანპრი პირდაპირ ეთერში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემა და უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიზიდონ. უშუალოდ ბაქოში კი, მაყურებლებისთვის მხოლოდ 30 000 ოფიციალური ადგილია, რაც ყველაზე ცოტაა ფორმულა 1-ის აქტუალურ ტრასებს შორის.
ფრედერიკ ჰაკბართი, AUTO BILD Motor Sport

იხილეთ ვიდეო:
ერთი წრე ბაქოს ტრასაზე (Onboard)



იხილეთ ვიდეო:
ბაქოს ტრასის პრომო-ვიდეო ნიკო ჰიულკენბერგთან ერთად
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
18.01.2017
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ”მერსედესი” G-კლასის პიკაპზე მუშაობს, რომელიც G 500 4x4²-ის ბაზაზე შეიქმნება.
სრულად
18.01.2017
ლას ვეგასში გამართულ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES), „ჰიუნდაიმ“ თავისი მომავლის ინტერიერი ორიგინალურად, საცხოვრებელი შენობის ნაწილად წარადგინა.
სრულად
18.01.2017
ლეგენდარული გერმანული ტრეკის აბსოლუტური რეკორდი ამჟამად სწორედ „რადიკალის“ მოდელს ეკუთვნის
სრულად
ახალი ნომერი