ქაჯაია საუკეთესო ათეულში დარჩა
ქაჯაია საუკეთესო ათეულში დარჩა
20.06.2016
ძარიანი ავტომობილებით მსოფლიო პირველობა TCR International-ის მეექვსე ეტაპის კვალიფიკაციამ ისე ჩაიარა, ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებით მეორე რბოლის გვეიმედებოდა, რადგან ჩვენი ავტომრბოლი დათა ქაჯაია კვალიფიკაციაზე მეათე გახლდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ პირველ რბოლაზე სტარტს მე-10 პოზიციიდან აიღებდა, მეორე რბოლაზე კი - სტარტზე პირველი იქნებოდა.
Auto Bild
ასეც მოხდა და ქაჯაიამ პირველ რბოლაზევე კარგი შედეგი აჩვენა - სტარტი მე-10 პოზიციიდან აიღო, ფინიშზე კი მე-8 მივიდა. ამრიგად, დათამ პირველი რბოლით 4 ქულის აღება შეძლო, მეორე რბოლას კი მთელი საავტომობილო საქართველო მოუთმენლად ელოდა, რადგან ქაჯაიას ძალიან კარგად ეხერხება თავის დაცვა და რაკი რბოლას პირველი პოზიციიდან იწყებდა, ცხადი იყო, რომ მიმდინარე სეზონში პოდიუმზე მეორედ მოხვედრის შესანიშნავი შანსი ჰქონდა.

დაიწყო მეორე რბოლაც და ქაჯაიამ მშვენიერი სტარტი აიღო: პირველივე წამებზე ლიდერობა შეინარჩუნა. მას ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი პეპე ორიოლა მოსდევდა და ქართველი დიდხანს იცავდა თავს. აშკარად ჩანდა, რომ ორიოლას ”სეატ ლეონი” დათას ”ფოლკსვაგენ გოლფზე” სწრაფია - სწორ გზაზე ორიოლა ქაჯაიას ეწეოდა და მედგრად უტევდა, მოსახვევებში კი ქართველი მისგან თავის დაღწევას ახერხებდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთუთებს დათას ნიჭსა და შესაძლებლობებზე.

თუმცა ავტომობილის შესაძლებლობებმა საბოლოოდ მაინც დააკარგვინა პირველობა - ორიოლამ ქაჯაიას გაასწრო და დათას ახლა დუშან ბორკოვიჩისგან ელოდა საფრთხე (სხვათა შორის, ბორკოვიჩიც ”სეატ ლეონით” ასპარეზობს). ქართველი მისგანაც კარგად ახერხებდა თავის დაცვას, მაგრამ მერე მორიგი უიღბლობის გამო რბოლას გამოეთიშა. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ქაჯაიამ მოსახვევში შესვლამდე დამუხრუჭება დააგვიანა, თუმცა მიზეზი დათას მანქანის საკიდარის ბერკეტი აღმოჩნდა:

”გრაჩოვთან კონტაქტის შემდეგ მანქანაზე აირია პარამეტრები და დაზიანდა ”გიტარა”, რისი გამოცვლაც მეორე რბოლამდე დარჩენილ 15 წუთში შეუძლებელი იყო. იმ საბედისწერეო მოსახვევში კი გაღუნული ”გიტარა” გატყდა, მანქანას ბორბალი მოძვრა და, სამწუხაროდ, რბოლა ვეღარ განვაგრძე,” - წერდა ქაჯაია რბოლის შემდეგ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Auto Bild
მეორე რბოლა: დათა ქაჯაიას და დუშან ბორკოვიჩის ორთაბრძოლა

რაც შეეხება შედეგებს: ოშერსლებენის (გერმანია) პირველი რბოლა სლოვაკმა მატო ჰომოლამ მოიგო, მეორე კი - ესპანელმა ორიოლამ. ექვსი ეტაპის და 12 რბოლის შემდეგ პირველ-მეორე ადგილებს 145-145 ქულით ორიოლა და ჯეიმს ნეში იყოფენ. დათა ქაჯაიას 58 ქულა აქვს და საუკეთესო ათეულში ადგილს ინარჩუნებს. სეზონის დასრულებამდე 5 ეტაპი და 10 რბოლაა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქაჯაიასთვის ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.

Auto Bild
დათა ქაჯაია პეპე ორიოლას წინ

► მიმდინარე სეზონში კიდევ 5 ეტაპი და 10 რბოლაა დარჩენილი.
► TCR International-ის სატურნირო ცხრილი ახლა ასე გამოიყურება:


TCR International - Top 20
1. პეპე ორიოლა (ესპანეთი) 145
2. ჯეიმს ნეში (დიდი ბრიტანეთი) 145
3. მატო ჰომოლა (სლოვაკეთი) 141
4. სტეფანო კომინი (შვეიცარია) 128
5. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი) 115
6. ჯანი მორბიდელი (იტალია) 114
7. სერგეი აფანასიევი (რუსეთი) 111
8. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი) 88
9. აკუ პელინენი (ფინეთი) 63
10. დავით ქაჯაია (საქართველო) 58
11. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი) 58
12. ატილა ტასი (უნგრეთი) 30
13. ანტი ბური (ფინეთი) 28
14. ხორდი ორიოლა (ესპანეთი) 17
15. ხორდი ჟენე (ესპანეთი) 16
16. კევინ გლისონი (აშშ) 12
17. ნიკლას მაკშინი (გერმანია) 6
18. ჰარალდ პროჩიკი (ავსტრია) 5
19. ლუიჯი ფერარა (იტალია) 4
20. ფრანსისკო მორა (პორტუგალია) 3
ბეჭდვა
article image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
article image
Cat Image
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
article image
Cat Image
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სხვა სიახლეები
24.03.2017
ჩინეთში ავტომობილების ინტერნეტით შეძენის უპრეცედენტო სისწრაფე დაფიქსირდა: სულ რაღაც 33 წამში 350 „ალფა რომეო ჯულია“ გაიყიდა!
სრულად
23.03.2017
SUV-კლასის ავტომობილების პოპულარობა წლიდან წლამდე მატულობს.
სრულად
22.03.2017
უკრაინაში „ზაპოროჟეცის“ უნიკალური ვერსია იყიდება. ლაპარაკია „ზაზ 968-ის“ ორადგილიან, დაგრძელებულ ვერსიაზე
სრულად
ახალი ნომერი