როგორ დადის განახლებული Audi A3? (+ VIDEO)
როგორ დადის განახლებული Audi A3? (+ VIDEO)
29.06.2016
უსაფრთხოების ახალი ასისტენტები, ბევრი მულტიმედია, ახალი 3-ცილინდრიანი ძრავა - აუდიმ A3 გაარემონტა

ასაკს ვერ შეატყობ, მაგრამ ფაქტია, რომ აქტუალური Audi A3 2012 წლიდან იწარმოება. ასე რომ, მთლად ახალი მოდელის გამოშვების თუ არა, აქტუალური ვერსიის განახლების, ე.წ. ”ფეისლიფტის” დრო კი უკვე ნაღდად იყო.

Auto Bild
წინა მხარე დიდი A4-ის სტილში, ახალი მაშუქები უკან და სრულიად ახალი ტექნიკა

მოლოდინისამებრ, ”აუდიმ” დიზაინში ბევრი არაფერი შეცვალა - ოდნავ განახლდა წინა და უკანა ბამპერები, მაშუქები ახლა უფრო მძაფრად გამოიყურება და ახალი Matrix-LED განათებაც ხელმისაწვდომია (900 ევრო). უკანა მაშუქებმა ახალი გრაფიკები მიიღეს პრინციპში სულ ესაა.

პროგრესი და განახლება შიგნით უფრო თვალსაჩინოა: ახლა უკვე A3-შიც ხელმისაწვდომია მისი დიდი ძმებიდან ნაცნობი 12,3-დუიმიანი TFT-ეკრანი (ვირტუალური კოკპიტი 310 ევროდან) - ინსტრუმენტებისა და ინფორმაციის ვიზუალის შეცვლის რამდენიმე შესაძლებლობით.

Auto Bild
დიზაინი არ შეცვლილა. ახალია 12,3-დუიმიანი ეკრანი, რომელიც ინსტრუმენტებს ცვლის

ციფრული კოკპიტი მოგვწონს - უბრალოდ, ძალიან ლამაზია. განახლებული და გაუმჯობესებულია მენიუც - ყველაფერს გაცილებით მარტივად მიაგნებ და იოლად გამოიყენებ. აი, ნავიგაციის 7-დუიმიანი ეკრანი კი ისევ ჩაწევ-ამოწევადია. სამაგიეროდ, ”აუდიმ” მულტიმედია განაახლა (Audi connect – 350 ევრო) და ახლა უკვე ინტეგრირებული SIM-ბარათითაა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, A3-მა უსაფრთხოების ახალი ასისტენტ-სისტემები მიიღო - სახელდობრ, საცობისა და SOS-ასისტენტი, ქვეითების დამცავი, გზაჯვარედინის ასისტენტი და ა.შ. ცხადია, ეს ყველაფერი დამატებითი ოფციებია.

Auto Bild
ინსტრუმენტებს ან კლასიკურად, დიდად გვიჩვენებს, მათ შორის კი ნავიგაციას ვხედავთ...

Auto Bild
...ანაც არის მეორე ვარიანტიც, რომელშიც ნავიგაცია უფრო დიდია, მრგვალი ინსტრუმენტები კი პატარა საათებივითაა ნაჩვენები. ნავიგაციის ნაცვლად აქ შესაძლებელია რადიოს ან ბორდკომპიუტერის ჩვენება

რაც შეეხება ძრავებს: განახლებული Audi A3 ხელმისაწვდომია ბენზინის სამი (115-დან 190 ცხენის ძალამდე) და დიზელის სამი (110-დან 150 ცხენის ძალამდე) აგრეგატებით. პროგრამაში ახალი ბენზინის 1-ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი აგრეგატი 115 ცხენის ძალით და ასევე 2-ლიტრიანი TFSI 190 ცხენის ძალით.

იმ ეგზემპლარს, რომლითაც ჩვენ გავისეირნეთ, დიზელის 2-ლიტრიანი TDI (150 ცხ. ძ.) და 6-საფეხურიანი S-Tronic გადაცემათა კოლოფი ჰქონდა. TDI ძრავა ტრადიციულად კარგადაა შესრულებული, უხმაუროდ მუშაობს და საკმაოდ ცოცხალი აგრეგატია. A3 ამ ძრავით ძალიან მოქნილი კომპაქტია, ელექტრომექანიკური მოხვევის სისტემა კი პირდაპირი და სწრაფი რეაქციით გამოირჩევა. შესაბამისად, ავტომობილი სასიამოვნოდ მანევრულია.

Auto Bild
უკანა მაშუქები ახალი გრაფიკით, განახლებული ბამპერი უფრო გამოკვეთილი დიფუზორით

განახლებული A3-ის გაყიდვები ივლისში იწყება და სამკარიანი ვერსიის საწყისი ფასი დაახლოებით 20 000 ევროა. ზოგადად კი, ავტომობილის ფასი 30 000 ევრომდე ადის.
  • Audi A3 Sportback 2.0 TDI
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; ძრავის მოცულობა: 1968 სმ3; სიმძლავრე: 110 კვტ (150 ცხ. ძ)/3500; მაბრუნი მომენტი: 340 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 218 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 8,3 წამში; ამძრაობა: წინა/6-საფ. ავტომატიკა; ავზი: 50 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4313/1785/1425 მმ; საბარგულის მოცულობა: 380-1200 ლ.; წონა: 1320 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix) 4,4 ლ. დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 116 გ/კმ.

დასკვნა
”აუდიმ” თავისი A3 ცხოვრების მეორე ნახევრისთვის კარგად განაახლა. ავტომობილის მულტიმედია-სისტემა და უსაფრთხოების ასისტენტების სია ახლა თანამედროვე დროს უკვე 100 პროცენტით შეესაბამება.
დირკ ბრანკე

იხილეთ ვიდეო: განახლებული Audi A3




ასევე იხილეთ:
Audi A3 ახალი ბრწყინვალებით
Auto Bild


გაიცანით: ახალი Audi Q2 (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით სამეფო აუდი
Auto Bild


ასეთი იქნება მომავალი Audi A8-ს ინტერიერი
Auto Bild


მანქანა, რომელსაც უკან სვლა არ ჭირდება!
Auto Bild


ბევრი BMW ახალ A4-ში!
Auto Bild


გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L
Auto Bild


მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...
Auto Bild


ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე
Auto Bild


ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით
Auto Bild


ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი,
მძაფრი, დიდი და მდიდრულია!

Auto Bild


აუდის ყველაზე დიდი Q
Auto Bild

article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
18.01.2017
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ”მერსედესი” G-კლასის პიკაპზე მუშაობს, რომელიც G 500 4x4²-ის ბაზაზე შეიქმნება.
სრულად
18.01.2017
ლას ვეგასში გამართულ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES), „ჰიუნდაიმ“ თავისი მომავლის ინტერიერი ორიგინალურად, საცხოვრებელი შენობის ნაწილად წარადგინა.
სრულად
18.01.2017
ლეგენდარული გერმანული ტრეკის აბსოლუტური რეკორდი ამჟამად სწორედ „რადიკალის“ მოდელს ეკუთვნის
სრულად
ახალი ნომერი