განახლებული Toyota RAV4 საქართველოშია!
განახლებული Toyota RAV4 საქართველოშია!
30.06.2016
ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან, “ტოიოტა ცენტრ თბილისსა” და “ტოიოტა ცენტრ თეგეტაში” სიახლეა - განახლებული RAV4.

თანამედროვე დიზაინი, მაღალი ხარისხი, გამძლეობა, კარგი გამავლობა, ავტომობილის ექსპლუატაციის დაბალი ღირებულება (მომსახურების დაბალი ხარჯები და საწვავის ეფექტიანი მოხმარება), მაღალი მოთხოვნა მეორად ბაზარზე, საიმედოობა და ფასი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებსაც ქროსოვერის შეძენისას ვითვალისწინებთ. სწორედ ამ თვისებების საუკეთესო შეთავსებით გახლავთ შექმნილი განახლებული, 2016 წლის Toyota RAV4.

RAV4 მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ამ პოპულარული ქროსოვერის გაყიდვები წელიწადში საშუალოდ 600 000-ს აღწევს.

Auto Bild

პირველი, რაც ამ მოდელში ყურადღებას იქცევს, არის განახლებული ექსტერიერი. ახალი LED-განათებით აღჭურვილი ცხაურა და ნისლ-საწინააღმდეგო ფარები კიდევ უფრო მკაცრს ხდის ავტომობილის იერსახეს.

ცვლილებები შეეხო მანქანის უკანა ნაწილის დიზაინსაც, სადაც გამოჩნდა LED-ნათურებით აღჭურვილი უკანა მაშუქები, განახლდა საბარგულის კარი და უკანა ბამპერი.

ახალი RAV4-ის ინტერიერი მაქსიმალურად მორგებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს თქვენი კომფორტული მგზავრობა. გარდა იმისა, რომ დაიხვეწა სალონის სხვადასხვა დეტალის ფორმები, ასევე სალონს დაემატა სათვალის შესანახი. წინა მოდელისგან განსხვავებით, მანქანა აღიჭურვა უკანა სავარძლების გათბობით და 6 დინამიკით. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ისეთი სპეციფიკაციებით, როგორებიცაა კრუიზ კონტროლი, Start/Stop სისტემა, კლიმატკონტროლი და ა.შ.

უგზოობის სრული პაკეტი, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა, ავტომობილის სტაბილურობის კონტროლი და ჩართვადი AWD მაქსიმალურად უსაფრთოს ხდის თქვენს გადაადგილებას უგზოობის პირობებშიც კი.

ახალი Toyota RAV4 წარმოდგენილია ბენზინის 2.0 და 2.5 ლიტრი მოცულობის ძრავებით და აგრეთვე 2.2-ლიტრიანი დიზელის ძრავით.

ახალი Toyota RAV4-ის შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ “ტოიოტას” ოფიციალურ დილერებთან - “ტოიოტა ცენტრ თბილისსა” და “ტოიოტა ცენტრ თეგეტაში”.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ დილერებთან შეძენილი ავტომობილები შექმნილია და მორგებულია საქართველოს რეგიონულ სპეციფიკას.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.Toyota.ge

ასევე იხილეთ:
ამერიკელმა ტოიოტას პიკაპით
1,6 მილიონი კილომეტრი ურემონტოდ გაიარა!

Auto Bild


ტოიოტა ისევ ნომერ პირველი კონცერნია!
Auto Bild


ლენდ კრუიზერი 6-ბორბლიან მონსტრად გადააკეთეს!
Auto Bild


TopGear Top 5: ყველაზე პრაქტიკული ყველგანმავლები
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 ჰიბრიდული სისტემით
Auto Bild


წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild


ლეგენდარული „გზის მეფე“
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
article image
Cat Image
2017-04-24 06:59:58
„ჩელენჯერ დემონი“ - ასე ჰქვია „დოჯის“ უჩვეულოდ მძლავრ ”მასქლ ქარს”, რომელიც თავად ფილმ „ფორსაჟის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ვინ დიზელმა წარადგინა.
article image
Cat Image
2017-04-19 09:13:41
განახლების შემდეგ, Mercedes ”S-კლასმა” ახალი ძრავები და ასისტენტ-სისტემები მიიღო. ყველაფერი ფეისლიფტის შესახებ!
სხვა სიახლეები
23.04.2017
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სრულად
15.04.2017
დათა ქაჯაიასთვის TCR-ის საერთაშორისო სერიის მეორე ეტაპის რბოლები უიღბლო გამოდგა.
სრულად
15.04.2017
ბაჰრეინში TCR-ის საერთაშორისო სერიის მეორე ეტაპის პირველი რბოლა მიმდინარეობს.
სრულად
ახალი ნომერი