თბილისის გრანპრი – ისტორიული რბოლა ისტორიულ ადგილზე
თბილისის გრანპრი – ისტორიული რბოლა ისტორიულ ადგილზე
01.07.2016
კვირას, 3 ივლისს, 12 საათიდან თბილისის ცენტრში, ვაკე–საბურთალოს გზაზე გაიმართება ისტორიული საავტომობილო შეჯიბრი, რომელიც სტარტს ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში (1966 წელი) იღებს და წელს მას 50 წელი უსრულდება.

50 წლის შემდეგ, ამ ადგილზე ისევ ახმაურდება სპორტული ავტომობილების ძრავები. გამარჯვებისთვის იბრძოლებს ორმოცამდე ავტომობილი (BMW compact, Honda Civic). პროფესიონალი მრბოლელები საოცარ სანახაობას შემოგვთავაზებენ პრესტიჟული თასის მოსაპოვებლად, რომელიც ტრადიციული გახდება მომავალ წლებში.

Auto Bild
50 წლის წინ გამართული ავტორბოლა ვაკე-საბურთალოს გზაზე

შესვენებების დროს, გულშემატკივარი ნახავს სხვადასხვა ტიპის ავტო–მოტო სანახაობას – დრიფტი, მოტო–სტარტი, ოფროუდ-ავტომობილების გამოფენა).

შეჯიბრი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის, მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.

მევლუდ მელაძე, შეჯიბრის ორგანიზატორი: „მიხარია, რომ ჩვენ ამ თითქოს შეუსრულებელ იდეას, თბილისის მერიაში მხარდამჭერები გამოუჩნდა და რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შეგვიძლია, რომ თბილისის ცენტრში ისტორიული რბოლა აღვადგინოთ. დიდი მადლობა საპატრულო პოლიციას, რომელიც გვეხმარება გზის გადაკეტვაში და უხერხულობისთვის ბოდიშს ვუხდი მოქალაქეებს. გზა დაიკეტება 3 ივლისს 07:00–დან 14:00 საათამდე. მადლობა გვერდში დგომისთვის მეგობარ კომპანიებს, რომლებმაც რეალური გახადეს ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება, უამრავი პრიზი დააწესეს მონაწილეებისთვის და გასართობები მაყურებლებისთვის. გელოდებით, 3 ივლისს, 12 საათიდან.“

ღონისძიების გენერალური სპონსორი: „თეგეტა მოტორსი“
ღონისძიების ოქროს სპონსორი: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“
ღონისძიების პარტნიორები: „creditOn.ge“, „პიტ–სტოპ მოტო“.
საინფორმაციო მხარდამჭერები: რუსთავი 2; რადიო ჯაკო
ორგანიზატორი თბილისის ავტოკლუბი.
დასწრება თავისუფალია!

იხილეთ ვიდეო:
50 წლის წინ გამართული ავტორბოლა ვაკე-საბურთალოს გზაზე
Auto Bild

article image
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
article image
Cat Image
2017-02-15 06:00:46
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს
article image
Cat Image
2017-02-13 06:02:39
AMG-მ ”E-კლასს” 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა
სხვა სიახლეები
24.02.2017
ჟურნალმა ”AUTO BILD საქართველომ” წლის საუკეთესო ავტომობილები და საპატიო ”ოქროს საჭის” მფლობელი წლის ადამიანი გამოავლინა.
სრულად
23.02.2017
დღეს ჟურნალი ”AUTO BILD საქართველო” წლის საუკეთესო ავტომობილებს გამოავლენს. „ოქროს საჭის” დაჯილდოების ცერემონიალს
სრულად
21.02.2017
აპრილის პირველივე შაბათ-კვირას, 1 და 2 აპრილს საქართველო უმაღლესი დონის საერთაშორისო საავტომობილო ღონისძიებას უმასპინძლებს
სრულად
ახალი ნომერი