კვირას, კახეთი დიდ რბოლას მასპინძლობს!
კვირას, კახეთი დიდ რბოლას მასპინძლობს!
29.07.2016
კვირას, 31 ივლისს, 12:00 საათზე, კახეთის მზიან და მწვანე მიდამოებს მყუდროებას სპორტული ავტომობილების ძრავების ხმაური დაურღვევს. რუსთავის ავტოდრომის ორგანიზებით, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, ქალაქ სიღნაღის მისადგომებთან გაიმართება აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე და კავკასიის თასის გათამაშების მეორე ეტაპები.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის თასის გათამაშების პირველი ეტაპი შედგა სომხეთში, ივლისის დასაწყისში. მეორე ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, ათამდე სპორტული ავტომობილი სომხეთიდან საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ისინი ეცდებიან გამარჯვების მოპოვებას ათ სხვადასხვა კლასში. ხოლო საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ავტომობილები ხუთ კლასადაა დაყოფილი.

Auto Bild

სიღნაღის ეტაპზე სიახლეა: საავტომობილო სპორტის ფედერაციის ინიციატივით, ამიერიდან, ყველა ტრასაზე დადგინდება ტრასის რეკორდი და გამოვლინდება რეკორდსმენი, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ აღიარებულ სპეციალურ სერთიფიკატს მიიღებს. სიღნაღის 5-კილომეტრიანი ტრასა იქნება პირველი, რომლის რეკორდსმენიც უკვე ამ კვირას გამოვლინდება. რეკორდსმენების გამოვლენა მომავალ შეჯიბრებზე ტრადიციულ სახეს მიიღებს.

გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდება იმავე დღეს, 17:30 საათზე. აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი ისევ სიღნაღში, ამჯერად წნორი–სიღნაღის რეკონსტრუირებულ მონაკვეთზე, 18 სექტემბერს გაიმართება.

დავით მჭედლიშვილი, საავტომობილო სპორტის ფედერაციის პირველი ვიცე–პრეზიდენტი: ”აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატი სულ უფრო იხვეწება და ახალ სიმაღლეებს იპრყობს. შიდა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებამ საშუალება მოგვცა, წელს ვყოფილიყავით კავკასიის თასის გათამაშების ინიციატორები, რომელსაც მომავალში რეგიონის სხვა ქვეყნებიც შემოემატებიან. თუ გსურთ კვირა დღე ბუნებაში, პიკნიკზე, სასიამოვნოდ გაატაროთ, აუცილებლად ესტუმრეთ სიღნაღს და ისიამოვნეთ საინტერესო შეჯიბრით.“

ასევე იხილეთ:
ქაჯაია საუკეთესო ათეულში დარჩა
Auto Bild


ღირსეული ქართველი ქალი მძღოლები: სოფი, მაია და ლელე
Auto Bild


საქართველოს მსოფლიო დონის რბოლა უახლოვდება?
Auto Bild


ქალები, რომლებიც ავტომობილებს იდეალურად მართავენ
Auto Bild


ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს...
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild
article image
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
article image
Cat Image
2017-02-15 06:00:46
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს
article image
Cat Image
2017-02-13 06:02:39
AMG-მ ”E-კლასს” 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა
სხვა სიახლეები
24.02.2017
ჟურნალმა ”AUTO BILD საქართველომ” წლის საუკეთესო ავტომობილები და საპატიო ”ოქროს საჭის” მფლობელი წლის ადამიანი გამოავლინა.
სრულად
23.02.2017
დღეს ჟურნალი ”AUTO BILD საქართველო” წლის საუკეთესო ავტომობილებს გამოავლენს. „ოქროს საჭის” დაჯილდოების ცერემონიალს
სრულად
21.02.2017
აპრილის პირველივე შაბათ-კვირას, 1 და 2 აპრილს საქართველო უმაღლესი დონის საერთაშორისო საავტომობილო ღონისძიებას უმასპინძლებს
სრულად
ახალი ნომერი