Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად და განსაკუთრებული საჩუქრებით
Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად და განსაკუთრებული საჩუქრებით
29.07.2016
მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, “ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან “ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”

Toyota Land Cruiser Prado-ს წარმატების ისტორია ჯერ კიდევ 1990 წლიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ წელს ჩაეშვა წარმოებაში Prado-ს პირველი თაობა - J70 ძარის ბაზაზე. მას შემდეგ 26 წელი გავიდა და დროის ცვალებადობასთან ერთად, იხვეწებოდა Prado-ს როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური მონაცემები.

დღესდღეობით, ”ტოიოტა” მომხმარებელს პრადოს მე-4 თაობას (J150) თავაზობს -მოდელს, რომელიც ყველგანმავალი ავტომობილების კატეგორიაში მსოფლიო ბესტსელერია. ”ტოიოტას” ბრენდისთვის დამახასიათებელი გამძლეობისა და ფასი/ხარისხის საუკეთესო ბალანსის წყალობით, ამ მოდელს არც საქართველოში გაუჭირდა ერთპიროვნული ლიდერის პოზიციის მოპოვება.
Auto Bild
ქართველ ავტომოყვარულებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით დიზელის 3-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი Prado სარგებლობს. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით ”ტოიოტას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, გადაწყვიტა, რომ თავისი მომხმარებლისთვის სპეციალური კამპანია შეეთავაზებინა. კამპანიის ფარგლებში იმოქმედებს განახლებული ფასი Land Cruiser Prado 3.0 Diesel-ის ყველა კომპლექტაციაზე:

► კომპლექტაცია “Business” – 37 400 აშშ დოლარი, 41 100-ის ნაცვლად!
► კომპლექტაცია “Business+” – 45 600 აშშ დოლარი, 48 600-ის ნაცვლად!
► ხოლო “Executive” ვერსია კი, 51 900 აშშ დოლარი, 55 000-ის ნაცვლად!

გარდა ამისა, აღნიშნული მოდელის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს “ტოიოტას” წარმოების უკანა სავარძლების მონიტორებს და განახლებული დიზაინის უკანა ფარებს (აღნიშნულ აქსესუარებზე ვრცელდება ქარხნული გარანტია). შეგახსენებთ რომ, აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ “ტოიოტას” ოფიციალურ დილერებთან: “ტოიოტა ცენტრი თბილისსა” ან “ტოიოტა ცენტრ თეგეტაში”.

Auto Bild

გარდა ამ ადვილად შესამჩნევი სარგებლისა, ოფიციალურ სადილეროში შეძენილი ავტომობილი სხვა უამრავი უპირატესობის მატარებელია. ამ თემასთან დაკავშირებით, დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ დავუკავშირდით “ტოიოტა კავკასიის” გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს, ბატონ იუსუკე ტატებეს.
Auto Bild
იუსუკე ტატებე: “ტოიოტა” ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია, რომელიც ზედიზედ რამდენიმე წელია, არავის უთმობს მოწინავე პოზიციას. მთავარი მახასიათებელი, რომლითაც “ტოიოტამ” ამ ნიშნულს მიაღწია, ამ მარკის ავტომობილების ხარისხი და გამძლეობა გახლავთ. იმისათვის, რომ ავტომობილი იყოს მაქსიმალურად გამძლე და ხარისხიანი, აუცილებელია, რომ იგი შექმნილი იყოს იმ რეგიონალური სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელშიც უნდა მოხდეს მისი ექსპლუატაცია. “ტოიოტას” ქართველი და ევროპელი სპეციალისტების კოორდინირებული მოქმედებით, ჩვენ ვიღებთ საქართველოს ბაზრისთვის მაქსიმალურად მორგებულ ავტომობილებს. აღნიშნული უპირატესობა მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან არსებულ ავტომობილებს გააჩნიათ. იმისათვის, რომ უფრო ნათელი იყოს, თუ რა უპირატესობებზეა საუბარი, მინდა, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ:

► ავტომობილები აღჭურვილია ცივი ქვეყნების პაკეტით, რაც იმას ნიშნავს, რომ -25 გრადუსზეც კი მანქანის ექსპლუატაცია შესაძლებებლია ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.
► ძრავები მორგებულია ადგილობრივი ბენზინის და დიზელის ხარისხზე.
► ავტომობილები შეღებილია სპეციალური, ანტიკოროზიული საღებავით.
► ავტომობილები აღჭურვილია ცუდი გზების პაკეტით: 10 სანტიმეტრით გაზრდილი კლირენსი, გაძლიერებული დისკები (ძლიერი ალუმინის შენადნობი) და ა.შ.
► გარდა ამისა, მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან შეძენილ ავტომობილზე ვრცელდება «ტოიოტას» საერთაშორისო გარანტია.»

სწორედ ამიტომ, თუ გსურთ, რომ შეიგრძნოთ “ტოიოტას” ნამდვილი ხარისხი და შეძლოთ, გამოიყენოთ თქვენი ავტომობილის შესაძლებლობის მაქსიმუმი, აუცილებელია, რომ ავტომობილი შეიძინოთ ოფიციალური დილერისგან: “ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან “ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”.

ასევე იხილეთ:
განახლებული Toyota RAV4 საქართველოშია!
Auto Bild


ამერიკელმა ტოიოტას პიკაპით
1,6 მილიონი კილომეტრი ურემონტოდ გაიარა!

Auto Bild


ტოიოტა ისევ ნომერ პირველი კონცერნია!
Auto Bild


ლენდ კრუიზერი 6-ბორბლიან მონსტრად გადააკეთეს!
Auto Bild


TopGear Top 5: ყველაზე პრაქტიკული ყველგანმავლები
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 ჰიბრიდული სისტემით
Auto Bild


წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild


ლეგენდარული „გზის მეფე“
Auto Bild

article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
19.01.2017
”ყვითელი შუმახერები” - ასეთი სახელწოდება აქვს ამ პატარა დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ასახავს იმას, რაც უამრავ ქართველ მძღოლს აწუხებს.
სრულად
11.01.2017
მეორადი ავტომობილების ბაზარზე უდიდესი არჩევანია. რომელი ავტომობილია ყველაზე გამძლე და ხარისხიანი?
სრულად
11.01.2017
დღეისათვის სუპერავტომობილების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი ჰიტი ”მერსედესის” მომავალი ჰიპერავტომობილია, რომელიც ფორმულა 1-ის ძრავით უნდა აღიჭურვოს.
სრულად
ახალი ნომერი