რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
05.08.2016
აქტიური უსაფრთხოება არის ავტომობილის საექსპლუატაციო თვისებების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს საავარიო სიტუაციებისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებას.

სისტემებს, რომლებსაც ჩვენ, მძღოლები ABS-ის (Anti-lock Brake System) და ESP-ს (Electronic Stability Program) სახელწოდებებით ვიცნობთ, სწორედ აქტიური უსაფრთხოების სისტემებია.

ABS მუხრუჭების განმბლოკველი სისტემაა. იგი თვლებზე დაყენებული სენსორების მეშვეობით ითვლის მათი ბრუნვის რიცხვს. საბურავის სრულად გაჩერების, ანუ დაბლოკვის შემთხვევაში, ელექტრონული ტვინი შეაამცირებს წნევას სამუხრუჭე მაგისტრალებში და განბლოკავს მას. ABS საბურავს ბლოკავს და განბლოკავს საშუალოდ 15-ჯერერთი წამის განმავლობაში. შედეგად, ავტომობილი მართვადია ექსტრემალური დამუხრუჭების დროსაც. თანამედროვე ავტომობილების უმრავლესობაში ABS სხვადასხვა დამხმარე სისტემითაა წარმოდგენილი.

Auto Bild
ABS-ის რეგულატორი - Mercedes CLS 320 CDI V6

EBD (Electronic Brake Distribution) არეგულირებს სამუხრუჭე ძალის განაწილებას თითოეული საბურავისათვის. BA (Brake Assist) ექსტრემალურ სიტუაციებში თავად უზრუნველყოფს დამატებით დატვირთვას მუხრუჭზე და ავტომობილის მყისიერ გაჩერებას.

ESP (Electronic Stability Program) ავტომობილის დინამიკური სტაბილიზაციის პროგრამა. სხვადასხვა კომპანიები ამ პროგრამას სხვადასხვა სახელითა და შესაბამისად, სხვადასხვა აბრევიატურით მოიხსენიებენ - ESC, VDC, VSC, DSC, DSTC.

Auto Bild
Sport Plus რეჟიმი BMW M 135i-ში - ESP გამორთულია

თუმცა აზრი ყველგან ერთი და იგივეა. იგი რთულ სიტუაციებში ეხმარება მძღოლს, თავიდან აიცილოს ავტომობილის მოსრიალება. ESP-მ ყოველთვის ”იცის” ავტომობილის მიმდინარე სიჩქარე, თვლების ბრუნთა რიცხვი, საჭის მოხვევის კუთხე და წნევის სიდიდე საბურავებში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა სიტუაციაში: ამცირებს ძრავის ბრუნთა რიცხვს, საწვავის მიწოდების შემცირებით; ბლოკავს ან განბლოკავს მუხრუჭს ABS-ის დახმარებით, ირჩევს დასამუხრჭებელ საბურავს და ა.შ. ESP მჭიდრო კავშირშია ABS-თან, საერთო ჯამში ეს ერთიანი სისტემაა, რომელიც საავარიო სიტუაციების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

საბოლოო ჯამში, ABS-ის და ESP-ს ყველაზე მთავარი ამოცანა ის არის, რომ აქტიური უსაფრთხოების ამ სისტემებით აღჭურვილი ავტომობილი ექსტრემალურ სიტუაციებში მართვადი იყოს.
მირიან იობაშვილი

ასევე იხილეთ:
უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
11.01.2017
მეორადი ავტომობილების ბაზარზე უდიდესი არჩევანია. რომელი ავტომობილია ყველაზე გამძლე და ხარისხიანი?
სრულად
11.01.2017
დღეისათვის სუპერავტომობილების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი ჰიტი ”მერსედესის” მომავალი ჰიპერავტომობილია, რომელიც ფორმულა 1-ის ძრავით უნდა აღიჭურვოს.
სრულად
04.01.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, რომლის ერთ-ერთ სიახლეს 100-ქულიანი სისტემის შემოღება წარმოადგენს
სრულად
ახალი ნომერი