აუდიმ საოცარი მინი-SUV შექმნა! (+ VIDEO)
აუდიმ საოცარი მინი-SUV შექმნა! (+ VIDEO)
31.08.2016
ახალი Audi Q2 თვით A3-ზე პატარაა, მაგრამ უფრო ძვირად აფასებენ. ღირს თუ არა მინი-SUV-ში კომპაქტზე მეტის გადახდა?

მსოფლიო შეიშალა. იმ დროს, როცა ზოგიერთი ავტომობილი იმიტომაა წარმატებული, რომ დაბალი ფასი აქვს და მომხმარებელს კონკურენტზე მეტს სთავაზობს, SUV-კლასის ავტომობილებში ზუსტად პირიქითაა. გასაგებია, მაღლა ჯდომა მოდაშია და დიდ, საშუალო თუ პატარა SUV-ებს უკვე ყველა ქუჩაზე ვხვდებით. ახლა კი საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ ლამისაა, SUV-ებმა ისეთი კლასიკური ტიპები ჩაანაცვლონ, როგორებიცაა კომბი (უნივერსალი) და კომპაქტები. აგერ, მაგალითად, ახალი Audi Q2. მართალია, ინგოლშტადტელებს ამ მანქანით, პირველ რიგში, BMW-ს ოჯახის წევრ Mini Countryman-ზე სურთ იერიშის მიტანა, მაგრამ ნუ გამორიცხავენ, რომ ამ მანქანამ თვით Audi A3-ს წაართვას კლიენტები.

Auto Bild
”აუდისთვის” ახალი Q2 დიზაინის თვალსაზრისით ახალი ერის დასაწყისია

პირველ რიგში დიზაინის გამო. საქმე იმაშია, რომ იმ დროს, როცა ”აუდის” კომპაქტი ახლახან ჩატარებული ფეისლიფტის შემდეგ მაინც საკმაოდ ნაცნობი ტიპია, რადგან მის ვიზუალში ბევრი არაფერი შეცვლილა, ქროსოვერი Q2 დიზაინის თვალსაზრისით სრულიად ახალ გზას დაადგა. მოხდენილად გამოიყურება, ექსტრემალურად კომპაქტურია და თავისი ახალი სახით ”აუდის” სამოდელო რიგში სიცოცხლე შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მისი უკანალი გემოვნების ამბავია და VW Polo-ს უკანალს ჰგავს. თუმცაღა ინგოლშტადეტელბმა თავიანთი ტრადიციული შტრიხებიც არ დაივიწყეს - სახელდობრ, C-საყრდენების ასეთ შეფუთვას პირველი Audi R8-დან ვიცნობთ. ახლა კი ეს Q2-საც უხდება. მოკლედ, ეს არის ”აუდის” პატარა SUV სრულიად ახალი ფორმატით.

Auto Bild

დიზაინი ერთია, ამ SUV-ის ზომები კი - მეორე. და თამამად ვიტყვით: მოსალოდნელზე გაცილებით დიდია იმის შანსი, რომ ამ მანქანის გამოჩენის შემდეგ კლასიკური კომპაქტი აღარავის მოუნდეს და მოენატროს. დაპარკინგება? 4,19-მეტრიანი სიგრძით Q2 გოლფ-კლასის ძველ ფორმატთან ძალიან ახლოსაა. ამრიგად, დაპარკინგება ძალიან ადვილი იქნება - მიუხედავად იმისა, რომ განიერი C-საყრდენის გამო უკან ხილვადობა საკმაოდ შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ასეთი პატარაა, დიდივით ინტერიერი აქვს: Q2 რეალურად სერიოზულ ტევადობას გვთავაზობს.

Auto Bild

სიმაღლეში ორი მეტრი ვარ და უკანა სავარძელზე კომფორტულად... ჰმ... უფრო სწორად, საკმაოდ კარგად ვთავსდები. ყოველ შემთხვევაში, არც ჭერს ვადებ თავს და არც წინა სავარძლის საზურგეს - მუხლებს. შედარებისთვის, Mercedes GLA-ში ასე ჯდომა შეუძლებელია - მიუხედავად იმისა, რომ ეგ მოდური ”ბენცი” სიგრძეში 4,42 მეტრია და ამ ”აუდიზე” მნიშვნელოვნად გრძელი გამოდის. Q2-ის საბარგული 405 ლიტრს იტევს, რაც ყოველდღიურობისთვის საკმარისია. ყოველ შემთხვევაში, ორი დიდი ჩემოდანი ან მთელი კვირის სამყოფი სურსათი უპრობლემოდ ჩაეტევა.

Auto Bild
თავისი კლასის კვალობაზე ხარისხი გასაოცარია. ინტერიერი იდეალურადაა შესრულებული და ლამაზიცაა

და ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეს ჩვენი Q2 მართლაც კარგად დადის. ეს არცაა გასაკვირი, რადგან კანტებიანი ძარის მიღმა იგივე პლატფორმაა, რომელსაც ”ფოლკსვაგენის” კონცერნი, Seat Leon-დან ვიდრე Skoda Superb-მდე, განივად განლაგებული ძრავების მქონე ყველა მოდელში იყენებს. ოღონდ, რა თქმა უნდა შესაბამისადაა შემოკლებული და მისი თვლების ბაზა 3-კარიანი A3-ისას შეესაბამება. დიახ, Q2 კომპაქტ A3-ზე მაღალია, მაგრამ საჭესთან ამას თითქმის ვერ გრძნობ. ინგოლშტადტელთა მინი-SUV თავისი ახალი, პროგრესივ-მოხვევის სისტემის წყალობით მარდად დადის და მას სიმშვიდეს სერიოზული ორმოებიც კი ვერ აკარგვინებენ. ამიტომაც ვბედავ იმის დამტკიცებას, რომ Audi Q2 პირველი მინი-SUV-ია, რომელიც მართლაც კარგად დადის.

Auto Bild
ასეთი C-საყრდენი ვიზუალურად ძალიან უხდება, ხილვადობას კი ზღუდავს

მისი გაყიდვები ოფიციალურად ნოემბრიდან იწყება და, რა თქმა უნდა, რამდენიმე ძრავით იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენს სატესტო მოდელს კი შუათანა აგრეგატი ჰქონდა: ბენზინის 1,4-ლიტრიანი Turbo-ძრავა 150 ცხენის ძალით - კომბინირებული 7-საფეხურიან DSG ავტომატიკასთან და უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის მთლად იდეალური ამძრაობა. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ისე, როგორც ”ფოლკსვაგენის” კონცერნის ყველა ის მოდელი, სადაც Turbo და DSG მუშაობენ, მყისიერი აჩქარებისას Q2-საც სჭირდება დაფიქრების საკმაოდ გრძელი წამი. აი, ამ პაუზის შემდეგ კი სასიამოვნოდ ჩქარდება (ზედმეტი ხმაურის გარეშე) და მანქანაც მარდია. არც ესაა გასაკვირი, რადგან Q2 მხოლოდ 1240 კილოგრამს იწონის. ანუ, Q3-ზე 200 კილოგრამით მსუბუქია.

Auto Bild

ინტერიერის შესრულებაში ”აუდისთვის” დამახასიათებელი ხარისხიანი მიდგომა იგრძნობა. რბლი მასალები, მყარი და ხარისხიანი ჩამრთველ-გადამრთველები, კარის დახურვისას ისეთი ხმაა, თითქოს მდიდრულ ავტომობილთან გვქონდეს საქმე. ერთი სიტყვით, ეს პატარა ინგოლშტადტელი ერთობ ძვირფასი ტიპია. დამატებითი ოფციების სახით ხელმისაწვდომია ციფრული ინსტრუმენტები, შესანიშნავი ნავიგაცია, Head-up-დისპლეი და სხვა ასეთი რამე-რუმეები, რასაც სხვა შემთხვევაში მხოლოდ მაღალი კლასის ავტომობილში ნახავთ. არც ეს გვიკვირს, რადგან რაკი ”აუდიმ” ტექნიკა A3-დან აიღო, ფული საკმარისად დარჩა საიმისოდ, რომ Q2 ხარისხიანად მოეწყოთ.

Auto Bild
არა, ეს არ არის VW Polo SUV, მაგრამ Q2-ის უკანალი ვოლფსბურგელი ბიძაშვილისას ნამდვილად ჰგავს

და აი, ფინანსების თემასაც მივადექით. ჰო, Q2 იაფი არ არის. საბაზო ვერსიის (3-ცილინდრიანი ძრავა, 115 ცხენის ძალა) საწყისი ფასი დაახლოებით 22 000 ევრო იქნება. რაც არ უნდა კარგად დადიოდეს, ასეთი პატარა ავტომობილის საბაზო ვერსიისთვის ეს მაინც დიდი ფულია. ხომ გითხარით, მსოფლიო შეიშალა-მეთქი.

Audi Q2 1.4 TFSI COD*

ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; ძრავის მოცულობა: 1395 სმ3; სიმძლავრე: 110 კვტ (150 ცხ. ძ.)/5000; მაბრუნი მომენტი: 250 ნმ/1500; მაქს. სიჩქარე: 208 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 8,5 წამში; ამძრაობა: წინა/7-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4191/1794/1508 მმ; საბარგულის მოცულობა: 405-1050 ლ; წონა: 1240 კგ; ფასი: დაახლოებით 22 000 ევროდან.
* Cylinder on demand (ცილინდრის გათიშვა ნაწილობრივი დატვირთვისას)

Auto Bild

დასკვნა
ძალიან ძნელია, რომ Q2 არ მოგეწონოს. ეს არის სუპერკომპაქტური და მიუხედავად ამისა, მაინც ძალზე ტევადი SUV. და ამასთან ერთად, მართლაც ძალიან კარგად დადის - უკეთ, ვიდრე მისი კონკურენტები. ინგოლშტადტელებს ფასის გამოთვლისას ცოტა უფრო მეტი თავმდაბლობა რომ გამოეჩინათ, Q2 იდეალური ავტომობილის სტატუსთან საკმაოდ ახლოს იქნებოდა.
შტეფან ფოსვინკელი

მთავარი კონკურენტი: MINI COUNTRYMAN

Auto Bild

BMW-ს შვილობილი Mini 2010 წელს პირველი პრემიუმ-მწარმოებელი იყო, რომელმაც პატარა SUV გამოუშვა. ეს გახლდათ Mini Countryman, რომლის სიგრძე 4,10 მეტრია და, ამრიგად, ახალ Audi Q2-ზე მოკლე ავტომობილი გახლავთ. თუმცა აქტუალური Countryman უკვე მოძველდა და წლის ბოლოს ახალი მოდელი გამოდის, რომელიც წინამორბედზე 10 სანტიმეტრით გრძელი იქნება.

იხილეთ ვიდეოები




ასევე დაგაინტერესებთ:
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
Auto Bild


როგორ დადის განახლებული Audi A3? (+ VIDEO)
Auto Bild


Audi A3 ახალი ბრწყინვალებით
Auto Bild


გაიცანით სამეფო აუდი
Auto Bild


ასეთი იქნება მომავალი Audi A8-ს ინტერიერი
Auto Bild


მანქანა, რომელსაც უკან სვლა არ ჭირდება!
Auto Bild


ბევრი BMW ახალ A4-ში!
Auto Bild


გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L
Auto Bild


მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...
Auto Bild


ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე
Auto Bild


ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით
Auto Bild


ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი,
მძაფრი, დიდი და მდიდრულია!

Auto Bild


აუდის ყველაზე დიდი Q
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
18.01.2017
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ”მერსედესი” G-კლასის პიკაპზე მუშაობს, რომელიც G 500 4x4²-ის ბაზაზე შეიქმნება.
სრულად
18.01.2017
ლას ვეგასში გამართულ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES), „ჰიუნდაიმ“ თავისი მომავლის ინტერიერი ორიგინალურად, საცხოვრებელი შენობის ნაწილად წარადგინა.
სრულად
18.01.2017
ლეგენდარული გერმანული ტრეკის აბსოლუტური რეკორდი ამჟამად სწორედ „რადიკალის“ მოდელს ეკუთვნის
სრულად
ახალი ნომერი