მაღალტექნოლოგიური პრემიუმ ზეთი ჯი-ენერჯი
მაღალტექნოლოგიური პრემიუმ ზეთი ჯი-ენერჯი
21.09.2016
უახლესი მანქანები უფრო და უფრო რთული აგებულების ხდება და ზეთის შერჩევა მათთვის არცისე მარტივი საკითხია. მწარმოებელი კომპანიები განვითარდნენ და 100-ზე მეტი დასახელების ზეთს აწარმოებენ, ძრავის ზეთებს, გადაცემათა კოლოფის, საწვავის დანამატებს, გაგრილების დანამატებს, ავტომობილის, მოტოციკლის, საზღვაო ტრანსპორტისა და ინდუსტრიული ბაზრისთვის. “ჯი-ენერჯი სერვისი” კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა განავითარო მაღალი ხარისხის პროდუქტი ბაზარზე.

Auto Bild

“ჯი ენერჯი სერვისთან” დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ “ვისოლ ავტო ექსპრესის” დირექტორს, გიორგი შამათავას.Auto Bild

1. გიორგი, როგორც ვიცით “ჯი-ენერჯი” ახალი მოთამაშეა ბაზარზე - მაღალი ხარისხის ზეთებით. როგორია ამ კომპანიის განვითარების გეგმა დღევანდელი მომენტისთვის?

- საერთაშორისო ბრენდი ”ჯი-ენერჯი სერვისი” 2015 წელს შემოვიდა საქართველოს ბაზარზე - პრემიუმ ხარისხის იტალიაში წარმოებული ზეთებით. ამ მომენტისთვის ჩვენ ვფლობთ 2 სერვისცენტრს და წლის ბოლომდე იგეგმება 4 ახალი სერვისცენტრის გახსნა.

2. საქართველოში ზეთის ბაზარი ძალიან კონკურენტულია, რა ექსკლუზიურ პროდუქტებსა და სერვისს სთავაზობს ”ჯი-ენერჯი სერვისი” მომხმარებლებს? როგორ ცდილობს მომხმარებლის ლოიალურობის შენარჩუნებას?

- ”ჯი-ენერჯი სერვისში” ყველაფრის მოძებნა შეიძლება, რაც თქვენს ძრავს სჭირდება. მაღალი ხარსიხი და სწრაფი მომსახურება განაპირობებს ჩვენი მომხმარებლების ლოიალურობას ბრენდის მიმართ.

3. ბრენდის განვითარებისთვის, ”ვისოლთან” ერთად ”ჯი-ენერჯი სერვისმა” მაშტაბური აქცია შესთავაზა მომხმარებლებს, თუ შეიძლება გვითხარით ამის შესახებ.


- 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ”ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველი 30 ლარის ღირებულების საწვავის შეძენისას, მომხმარებელი საჩუქრად იღებს ”ჯი-ენერჯის” ვაუჩერს. დაგროვილი ვაუჩერების გადაცვლას კი შეძლებს ”ჯი-ენერჯის” იტალიური წარმოების პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთებში. ”ვისოლის” და ”ჯი-ენერჯის” ერთობლივი აქციის დროს მიღებულ 20 სასაჩუქრე ვაუჩერს მომხმარებელი გაცვლის ძრავის ოთხ ლიტრ მინერალურ ზეთში, 25 ვაუჩერს - ნახევრად სინთეტიკურ ზეთში, 30 ვაუჩერს კი - სინთეტიკურ ზეთში. ვაუჩერების გადაცვლის შემთხვევაში მომხმარებელი ”ჯი-ენერჯის” მომსახურების ცენტრებში ზეთს შეცვლის უფასოდ. ამას გარდა, თითოეული ვაუჩერი უდრის 1% ფასდაკლებას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ მოახერხებს 20, 25 ან 30 ცალი ვაუჩერის შეგროვებას. ვაუჩერების განაღდება შესაძლებელია არა მხოლოდ ”ჯი-ენერჯის” მომსახურების ცენტრებში, არამედ ავტომომსახურების ქსელ ”ვიანორის” ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლის 20 დეკემბრამდე. მინდა შევახსენო მომხმარებლებს, რომ გაანაღდონ მიღებული ვაუჩერები და გამოიყენონ ეს შანსი.

4. რას უნდა ელოდონ მომხმარებლები ”ჯი-ენერჯი სერვისისგან”?

- ისინი მიიღებენ უმაღლესი ხარისხის სერვისს პროფესიონალებისგან, რომლებიც განუმარტავენ, თუ რა არის საჭირო მათი ავტომობილისათვის. მიიღებენ უმახლესი ხარისხის ”ჯი-ენერჯის პროდუქციას” მათი ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით.

Auto Bild

ხარისხიანი ზეთის მნიშვნელობასა და როლზე რამდენიმე კითხვა დავუსვით ”ვისოლ ავტო ექსპრესის” იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერს, ბესო წიკლაურს:

1. შეგიძლიათ, მკითხველს აუხსნათ ზეთის როლი ავტომობილისათვის?

- ზეთი ეხმარება ძრავის მეტალის მოძრავ დეტალებს, ამცირებს მათ ცვეთასა და მუშაობის დროს ტემპერატურას. ძრავის მუშაობის ცირკულაციის დროს ხელს უწყობს გაგრილებას და იცავს მას მოსალოდნელი დაზიანებებისაგან.

2. რა უპირატესობა აქვს ხარისხიანი ზეთის გამოყენებას?

- ”ჯი-ენერჯის” მაღალი ხარისხის ზეთი გაძლევთ მეტ ძალას, ამცირებს ძრავის ცვეთას, ადვილად მუშაობს ავტომობილი ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში და ამცირებს საწვავის მოხმარებას.

3. არის რაიმე ფორმულა, რაც განასხვავებს ჯი-ენერჯის სხვა ზეთებისგან რომლებიც საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი?

- ყველა ზეთს შორის არის სხვაობა, რომლებიც მსოფლიოს ბაზარზეა წარმოდგენილი. ჯი-ენერჯი სერვისს გააჩნია უმაღლესი დონის ქარხანა იტალიაში ქალაქ ბარიში, სადაც იგი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ზეთებს, რომლებიც 2 დან 5 პროცენტამდე ამცირებენ საწვავის ხარჯს.

4. რა ზეთი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ძრავისათვის?

- ”ჯი-ენერჯი სერვისში” ძრავის ზეთების ფართო ასორტიმენტია და ჩვენი ტექნიკოსები შესაბამის ზეთს ავტომობილის სპეციფიკაციების მიხედვით შეგირჩევენ.

5. რას ურჩევდით მძღოლებს, ვისაც სურთ მოუარონ საკუთარ ავტომობილს?

- სწორად შერჩეული ხარისხიანი ზეთით, მათ შეეძლებათ, გაიარონ ათასობით კილომეტრი შეუცვლელად. ”ჯი-ენერჯის” ზეთი ამის გარანტიას აძლევს თავის მომხმარებელს. ამ მხრიმ მათ იციან რომ ძრავი დაცულია უმაღლესი ხარისხის ზეთით.

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
article image
Cat Image
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
article image
Cat Image
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სხვა სიახლეები
24.03.2017
ამიხსენით, ყველას სამკვდრო-სასიცოცხლო საქმე როგორ აქვს? თუ, საქართველოში ყველა საქმე სამკვდრო-სასიცოცხლოა?
სრულად
23.03.2017
2017 წელს, ფორმულა 1-ში სულ 20 ეტაპი გაიმართება - ერთით ნაკლები, ვიდრე 2016 წელს. ჩემპიონატი 26 მარტს, ავსტრალიაში აიღებს სტარტს
სრულად
22.03.2017
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სრულად
ახალი ნომერი