ამერიკელები პრემიუმ-ბენზინში ფულს ტყუილად იხდიან!
ამერიკელები პრემიუმ-ბენზინში ფულს ტყუილად იხდიან!
26.09.2016
ავტომობილში პრემიუმ-ბენზინის ჩასხმა კარგია და აუცილებელია - ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ავტომობილს მართლაც ასეთი საწვავი სჭირდება. არსებობენ მანქანები (განსაკუთრებით ამერიკაში და, შესაბამისად, ამერიკიდან ჩამოყვანილი მეორადები), რომლებსაც ამ ხარისხის საწვავი არ სჭირდებათ და ასეთ ავტომობილებში ”პრემიუმის” ჩასხმა უბრალოდ ზედმეტი ხარჯია.

აშშ-ის საავტომობილო ასოციაციის (American automotive association, AAA) უკანასნელი კვლევის თანახმად, ბოლო 12 თვეში ამერიკელებმა პრემიუმ-ბენზინში აბსოლუტურად ტყუილად დახარჯეს თითქმის 2 მილიარდი დოლარი. ცუდი არაფერია იმაში, რომ ავტომფლობელს სურდეს, თავისი მანქანა კარგი ხარისხის საწვავით გამოკვებოს, მაგრამ ხსენებული ასოციაციის დასკვნაში წერია, რომ ”პრემიუმის” ამერიკელ მომხმარებელთა 84 პროცენტი ფულს ტყუილად ხარჯავს. მიზეზი ის გახლავთ, რომ იმ ავტომობილებიდან, რომლებიც აშშ-ში იყიდება, მხოლოდ 16 პროცენტს სჭირდება ”პრემიუმი”, დანარჩენ შემთხვევებში ამ საწვავის გამოყენებას მათთვის უბრალოდ აზრი არ აქვს.

AAA-ს დასკვნაში ნათქვამია, რომ თუ ავტომობილს პრემიუმ-ბენზინი არ სჭირდება, ასეთი საწვავის ჩასხმა არ ზრდის ავტომობილის სიმძლავრეს და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ამცირებს საწვავის ხარჯს. თანაც, ასეთი საწვავი აშშ-ში ჩვეულებრივზე 23 პროცენტით ძვირია. გამოდის, რომ ამერიკელმა ავტომოყვარულებმა ორი მილიარდი დოლარი ტყუილად დახარჯეს.

ქართველმა მომხმარებლებმა იციან, რომ ამერიკიდან ჩამოყვანილი მეორადი ავტომობილების უმეტესობას პრემიუმ-ხარისხის საწვავი არ სჭირდება, მაგრამ მაინც: ყველას ვურჩევთ, გადაამოწმეთ ავტომობილის ქარხნული მოთხოვნები საწვავის შესახებ, რადგან ხშირად ჩვენს მანქანას მართლაც მხოლოდ ”პრემიუმი” სჭირდება (ეს უმეტესად ევროპიდან და იაპონიიდან ჩამოყვანილ მეორად ავტომობილებს ეხება) და ასეთ დროს მართლაც აუცილებელი და მომგებიანია პრემიუმ-ბენზინის გამოყენება.

ასევე იხილეთ:
მაღალტექნოლოგიური პრემიუმ ზეთი ჯი-ენერჯი
Auto Bild


რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
Auto Bild


უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild


რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს
Auto Bild
article image
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
article image
Cat Image
2017-02-15 06:00:46
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს
article image
Cat Image
2017-02-13 06:02:39
AMG-მ ”E-კლასს” 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა
სხვა სიახლეები
22.02.2017
„აუდი“ ჟენევის ავტოშოუზე რამდენიმე სპორტული ქროსოვერის წარდგენას გეგმავს. მათ შორის იქნება არამხოლოდ RS Q5, რომელზეც ინფორმაცია ადრე გავრცელდა, არამედ ასევე უფრო დიდი, კონცეპტუალური RS Q8
სრულად
22.02.2017
„იტალდიზაინმა“ გამოაცხადა, რომ ჩამოაყალიბა ახალი სუბ-ბრენდი, სახელად Italdesign Automobili Speciali, რომლის პრემიერაც მალე, ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება.
სრულად
22.02.2017
„ბუგატის“ უკვე დაწყებული აქვს 1500-ცხენისძალიანი „შირონის“ წარმოება. მალე შეკვეთების შესრულებასაც შეუდგება.
სრულად
ახალი ნომერი