ახალი ტოიოტა კოროლა, მსოფლიო ბესტსელერი სპეციალურ ფასად
ახალი ტოიოტა კოროლა, მსოფლიო ბესტსელერი სპეციალურ ფასად
30.09.2016
მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, ”ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”

”ტოიოტა კოროლა” ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. ”კოროლას” წარმატების ისტორია ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, 1966 წელს დაიწყო და ათწლეულების მანძილზე უწყვეტმა პოპულარობამ ის ლეგენდარულ მოდელად აქცია. პირველივე ”კოროლას” (E10) სამაგალითო გამძლეობამ განაპირობა ამ მოდელის საერთაშორისო წარმატება.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ”ტოიოტა კოროლა” ბევრჯერ შეიცვალა, დაიხვეწა როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად - უცვლელი დარჩა მხოლოდ მისი სახელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და გამძლე ავტომობილის იმიჯი.

დღესდღეობით, ”ტოიოტა” მომხმარებელს ”კოროლას” მე-11 თაობას თავაზობს (E 170), რომელიც საშუალო კლასის კომპაქტური ავტომობილების კატეგორიაში უპირობო ლიდერია. კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინის, ”ტოიოტას” ბრენდისთვის დამახასიათებელი გამძლეობისა და ფასი/ხარისხის საუკეთესო ბალანსით, მსოფლიო ბესტსელერმა - “ტოიოტა კოროლამ”, საქართველოშიც მალევე მოიპოვა უდიდესი პოპულარობა.

”ტოიოტა საქართველო” თავის მომხმარებლებს ახალ ”კოროლას” უპრეცედენტო ფასად თავაზობს. ”ტოიოტას” ოფიციალურ დილერებთან; ”ტოიოტა ცენტრი თბილისსა” და ”ტოიოტა ცენტრ თეგეტაში” ახალი ”კოროლას” საწყისი ფასი მხოლოდ და მხოლოდ 13 000 დოლარია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, ”კოროლას” აქვს ყველაზე მაღალი ნარჩენი ღირებულება. მაგალითისთვის, სამწლიანი მოხმარების შემდეგ მისი ფასი დაახლოებით 11 პროცენტით იკლებს, ხოლო მისი კონკურენტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მინიმუმ 17-20 პროცენტია. ალბათ ამიტომაც ჰყავს თავის სეგმენტში ყველაზე ლოიალური მომხმარებლები. ”კოროლას” მფლობელების 54% ახალი მოდელის გამოსვლის შემდეგ ისევ ”კოროლას” ირჩევს.

Auto Bild

ახალი ”კოროლა” გამოირჩევა დინამიური სილუეტით, ქრომირებული დეტალების სიმრავლით, შუქ-დიოდური (LED) განათებით, ხარისხიანი მასალებით შექმნილი, ტევადი ინტერიერით, კლასში ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი საბარგულით (452 ლიტრი), კომფორტული სვლით, ეკონომიურობით და, რა თქმა უნდა, ”ტოიოტასთვის” დამახასიათებელი, შეუდარებელი გამძლეობით. გარდა ამისა, ”კოროლა” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ადვილად (იაფად) შესანახი ავტომობილია, რაც უდიდესმა ამერიკულმა ვებ-პორტალმა (YourMechanic.com) საკუთარი სერვისის ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნებისას დაადასტურა.

თუ გსურთ, რომ შეიგრძნოთ ”ტოიოტას” ნამდვილი ხარისხი და შეძლოთ, გამოიყენოთ თქვენი ავტომობილის შესაძლებლობის მაქსიმუმი, აუცილებელია, რომ ავტომობილი შეიძინოთ „ტოიოტას“ ოფიციალური დილერისგან: ”ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”.

ასევე იხილეთ:
Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად
და განსაკუთრებული საჩუქრებით

Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 საქართველოშია!
Auto Bild


ამერიკელმა ტოიოტას პიკაპით
1,6 მილიონი კილომეტრი ურემონტოდ გაიარა!

Auto Bild


ტოიოტა ისევ ნომერ პირველი კონცერნია!
Auto Bild


ლენდ კრუიზერი 6-ბორბლიან მონსტრად გადააკეთეს!
Auto Bild


TopGear Top 5: ყველაზე პრაქტიკული ყველგანმავლები
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 ჰიბრიდული სისტემით
Auto Bild


წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild


ლეგენდარული „გზის მეფე“
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
როცა ქართველ მრბოლელებს საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საშუალება ეძლევათ, თითქმის ყოველთვის ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს!
სრულად
17.05.2017
Land Rover-ის ავტომობილების ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში "ჯი თი მოტორსმა" საზოგადოებას ახალი, შვიდადგილიანი Land Rover დისქავერი წარუდგინა.
სრულად
17.05.2017
დღეს დილიდან, წამყვანი ბრიტანული გამოცემების ვებ-გვერდებზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინეთ!
სრულად
ახალი ნომერი