რუსთავში BMW-ებმა, ლეგენდებმა და ფორმულებმა იფრინეს
რუსთავში BMW-ებმა, ლეგენდებმა და ფორმულებმა იფრინეს
03.10.2016
კვირას, 2 ოქტომბერს, რუსთავის ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპის ორი რბოლა გაიმართა. ჩემპიონატს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია კომპანია „ვისოლის“ მხარდაჭერით ატარებს. „ვისოლი“ ფორმულის კლასში საკუთარი გუნდითაა წარმოდგენილი.

Auto Bild

შეჯიბრი სამ სხვადასხვა კლასში გაიმართა - ფორმულა, ლეჯენდს ქარი და BMW კომპაქტი. ჯამში საქართველოს ჩემპიონატში სამოცამდე მრბოლელი მონაწილეობს, რომლებიც ჩემპიონის ტიტულისთვის საჭირო ქულების დაგროვებას კიდევ ორ ეტაპზე შეეცდებიან.

Auto Bild

რბოლის დღეს რუსთავის ავტოდრომის მცირე ტრასაზე გაიმართა შეჯიბრი დრიფტში, მხოლოდ პროფესიონალების კლასში, რომელიც საქართველოს დრიფტის ფედერაციამ წარმოადგინა. ავტოდრომის VIP-პარკინგი კი „პორშე კლუბს“ დაეთმო, სადაც კლუბის წევრებმა თავიანთ ავტომობილები განათავსეს.

Auto Bild

ღონისძიების ბოლოს მაყურებლებისთვის პრიზები გათამაშდა - 300 ლიტრი საწვავი „ვისოლისგან“, ოფ-როუდ ტური ოთხ ადამიანზე კუმისის ტბაზე კომპანია „ვესტ-ისტ თრეველისგან“, ფორმულა ტაქსით გასეირნება და ექსტრემალური მართვის გაკვეთილები რუსთავის ავტოდრომისგან.

წრიული რბოლების გამარჯვებულები:

ლეგენდებიAuto Bild
1. გოგა არჯევანიძე
2. გიორგი ბეჟიტაშვილი
3. დავით კაკაბაძე

ფორმულები
1. სანდრო თავართქილაძე
2. დავით რამიშვილი
3. გიორგი ბეჟიტაშვილი

BMW Compact
1. ირაკლი კუხიანიძე
2. ვასიკო ჭონიშვილი
3. სანდრო ლომაძე
ბეჭდვა
article image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
article image
Cat Image
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
article image
Cat Image
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სხვა სიახლეები
24.03.2017
ამიხსენით, ყველას სამკვდრო-სასიცოცხლო საქმე როგორ აქვს? თუ, საქართველოში ყველა საქმე სამკვდრო-სასიცოცხლოა?
სრულად
23.03.2017
2017 წელს, ფორმულა 1-ში სულ 20 ეტაპი გაიმართება - ერთით ნაკლები, ვიდრე 2016 წელს. ჩემპიონატი 26 მარტს, ავსტრალიაში აიღებს სტარტს
სრულად
22.03.2017
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სრულად
ახალი ნომერი