ახალი ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე
ახალი ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე
05.10.2016
მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, ”ტოიოტა ცენტრი თბილისსა” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”
”ფორტუნერი” ”ტოიოტას” ერთ-ერთი საუკეთესო და უაღრესად პოპულარული ყველგანმავალია. ეს არის მაღალი გამავლობის კომფორტული ოფროუდერი, რომელიც იაპონურმა ავტოგიგანტმა პირველად 2005 წელს წარმოადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ”ფორტუნერმა” ძალიან მალე მოიპოვა უდიდესი პოპულარობა, რაც დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ აღნიშნული მოდელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიკაპის, ”ჰაილუქსის” ბაზაზეა აწყობილი. შესაბამისად, ”ტოიოტას” მარკის ავტომობილებისთვის დამახასიათებელი სხვა პლუსების გარდა, ”ფორტუნერმა” ”ჰაილუქსის” სამაგალითო გამავლობაც და გამძლეობა მიიღო. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ამ მოდელის საერთაშორისო წარმატება.

დღესდღეობით ”ტოიოტა” მომხმარებელს ახალ, მეორე თაობის ”ფორტუნერს” სთავაზობს, რომლის წარმოებაც 2015 წელს დაიწყო. გარდა იმისა, რომ ავტომობილი ვიზუალურად და ტექნიკურად დაიხვეწა, ახალი ”ფორტუნერი”, ისევე, როგორც ახალი ”ჰაილუქსი”, გაცილებით უფრო კომფორტულად სვლით ხასიათდება. ეს არის საოჯახო, კომფორტული ყველგანმავალი, გამავლობის ”ჰაილუქსისეული” ნიჭით.

ახალი ”ფორტუნერი”, რა თქმა უნდა, სრული ამძრაობით იწარმოება, თუმცა 4x4 სისტემის ჩართვა და გამორთვა ერთი ღილაკის დაჭერით არის შესაძლებელი, რაც საშუალებას გაძლევთ ქალაქის პირობებში საწვავის მოხმარება შეამციროთ. საჭიროების შემთხვევაში კი ”ფორტუნერი” სამაგალითო ყველგანმავალია, რადგან აქვს სრული ამძრაობა დამადაბლებელი გადაცემით და უკანა ღერძი დიფერენციალის ბლოკირების სისტემა, რომლის ჩართვა/გამორთვაც აგრეთვე სალონში არსებული ღილაკით ხდება.

გარდა ამისა, ”ფორტუნერის” შემთხვევაში ”ტოიოტა” გვთავაზობს სპეციალურად ჩვენი ქვეყნის პირობებისთვის ადაპტირებულ სავალ ნაწილს და უამრავ თანამედროვე ასისტენტ-სისტემას. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის უკანა ხედვის კამერა. აღმართის ელექტრონული ასისტენტი, შუქდიოდური (LED) განათება და ა.შ. ინტერიერში შეხვდებით მულტიმედია-სისტემის ახალ ცენტრალურ მონიტორსაც.

ახალი ”ტოიოტა ფორტუნერი” სამაგალითო ყველგანმავალთა კლასის ღირსეული წარმომადგენელია, რომელსაც შეუძლია, გადალახოს ნებისმიერი სახის უგზოობა და იყოს თქვენი თავდაჯერებულობის გარანტი ნებისმიერ გზაზე.

Toyota Fortuner-ის შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან - ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრ თეგეტაში $27,200 არის შესაძლებელი. გახსოვდეთ რომ, მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილები, რომლებიც შექმნილია საქართველოს რეგიონალური სპეციფიკის გათვალისწინებით. ასე რომ, თუ გსურთ, რომ შეიგრძნოთ ”ტოიოტას” ნამდვილი ხარისხი და შეძლოთ, გამოიყენოთ თქვენი ავტომობილის შესაძლებლობის მაქსიმუმი, აუცილებლად შეიძინეთ ავტომობილი ოფიციალურ დილერთან.

ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
როცა ქართველ მრბოლელებს საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საშუალება ეძლევათ, თითქმის ყოველთვის ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს!
სრულად
17.05.2017
Land Rover-ის ავტომობილების ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში "ჯი თი მოტორსმა" საზოგადოებას ახალი, შვიდადგილიანი Land Rover დისქავერი წარუდგინა.
სრულად
17.05.2017
დღეს დილიდან, წამყვანი ბრიტანული გამოცემების ვებ-გვერდებზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინეთ!
სრულად
ახალი ნომერი