ქართველი მრბოლელები სომხეთიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ!
ქართველი მრბოლელები სომხეთიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ!
18.10.2016
აღმართის დაძლევის მომდევნო ეტაპი სომხეთში გაიმართა

საავტომობილო სპორტის წლევანდელ სეზონზე, უკვე მეორედ, აღმართის დაძლევის ეტაპი სომხეთში გაიმართა. საქართველოსა და სომხეთის საავტომობილო სპორტის ფედერაციების ორგანიზებით, ღონისძიება 16 ოქტომბერს, ქალაქ ვედის შემოგარენში შედგა და ეს იყო აღმართის დაძლევაში კავკასიის თასის გათამაშების მესამე ეტაპი. რბოლაში მონაწილეობას ორივე ქვეყნის პროფესიონალი მრბოლელები იღებენ. საქართველოს ინტერესებს 12 მრბოლელი იცავდა და მათ, სხვა ქვეყნის მრბოლელების დამარცხება თითქმის ყველა კლასში მოახერხეს.

Auto Bild

კავკასიის თასის გათამაშებას საფუძველი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ ჩაუყარა. წლევანდელი სეზონი ერთგვარი ტესტია ავტოსპორტის ამ საოცარი სახეობისთვის, რომელიც პირდაპირ მორგებულია კავკასიის მთიან ლანდშაფტს, რომელთაგან საინტერესო სარბოლო ტრასები დგება. პირველივე სეზონმა კავკასიის სხვა ქვეყნების ინტერესი გამოიწვია, რაც იმის გარანტიაა, რომ მომავალი სარბოლო სეზონიდან თასისთვის ბრძოლაში სხვა მეზობელი ქვეყნებიც ჩაერთვებიან. წელს თასი 4-ეტაპიანია, ჩემპიონი ოთხივე ეტაპზე დაგროვილი ქულების ჯამით, წლის ბოლოს გამოვლინდება.

გამარჯვებულები სხვადასხვა კლასში გახდნენ: გოგა არჯევანიძე, ერმანიაზ ლუდვიგი, ლექსო მარღანია, შოთა ბაბილოძე და ზუკა ოძელაშვილი.

აღმართის დაძლევაში, კავკასიის თასის დასკვნითი ეტაპი 20 ნოემბერს, საქართველოში, დუშეთის ტერიტორიაზე გაიმართება.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
რუსთავში BMW-ებმა, ლეგენდებმა და ფორმულებმა იფრინეს
Auto Bild
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
11.01.2017
მეორადი ავტომობილების ბაზარზე უდიდესი არჩევანია. რომელი ავტომობილია ყველაზე გამძლე და ხარისხიანი?
სრულად
11.01.2017
დღეისათვის სუპერავტომობილების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი ჰიტი ”მერსედესის” მომავალი ჰიპერავტომობილია, რომელიც ფორმულა 1-ის ძრავით უნდა აღიჭურვოს.
სრულად
04.01.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, რომლის ერთ-ერთ სიახლეს 100-ქულიანი სისტემის შემოღება წარმოადგენს
სრულად
ახალი ნომერი