ჰიბრიდული Toyota RAV4 - ინოვაციური, კომფორტული, ეკოლოგიური
ჰიბრიდული Toyota RAV4 - ინოვაციური, კომფორტული, ეკოლოგიური
20.10.2016
მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, ”ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”

Toyota RAV4-ის ისტორია 1994 წელს იწყება, როდესაც იაპონელმა ავტომწარმოებლებმა უგზოობის და მსუბუქი ავტომობილის მახასიათებლების შეზავებით, საფუძველი ჩაუყარეს, ახალ კლასს ავტო ინდუსტრიაში - კომპაქტურ ქროსოვერს. ამრიგად, პირველი RAV4-ით, სწორედ ”ტოიოტაა” იმ კლასის ფუძემდებელი, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში.

ამ 22 წლის განმავლობაში იაპონელებმა RAV4-ის (Recreational Active Vehicle 4-Wheel Drive) ოთხი თაობა გამოუშვეს და ყოველ მათგანს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, გამძლე, ხარისხიანი და ეფექტიანი ქროსოვერის სახელი აქვს. სწორედ ამიტომ, RAV4 თავისი კლასის ერთ-ერთი ბესტსელერია და აქვს ყველაზე მაღალი ნარჩენი ღირებულება, რადგან მეორად ბაზარზეც უდიდესი მოთხოვნით სარგებლობს.

დღესდღეობით, ”ტოიოტა” მომხმარებელს მეოთხე თაობის RAV4-ს თავაზობს, რომელიც 2013 წლიდან იწარმოება. 2016 წლიდან კი, RAV4-ის ჰიბრიდულ ვერსიაც გამოჩნდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური, კომფორტული და ეკოლოგიური ქროსოვერია.

Auto Bild

უმთავრესი ინოვაცია, რა თქმა უნდა, ”ტოიოტას” გამოცდილი, ერთ-ერთი მოწინავე და სანდო ჰიბრიდრული სისტემაა. ჰიბრიდული სისტემა შედგება ბენზინის 2,5-ლიტრიანი ძრავისგან (114 კვტ, 155 ცხენის ძალა) და ელექტრომოტორისგან (55 კვ), რომლებიც საერთო ჯამში 197 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 8,3 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სისწრაფე (ელექტრონულად შეზღუდული) კი 180 კმ/სთ-ია.

”ტოიოტას” პოპულარული კომპაქტური SUV აღჭურვილია 4x4 სისტემით. ამ სისტემას უკანა ღერძზე დამატებითი ელექტრომოტორი აქვს, რომელიც საქმეში საჭიროების შემთხვევაში ერთვება. ჰიბრიდული RAV4-ის საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 5,7 ლიტრია.

ჰიბრიდული RAV4 ელექტრონული, უსაფეხურო გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. უკანა თვლები ამძრაობაში მოჰყავს ელექტრომოტორს, რომელიც უკანა ღერძზეა განთავსებული. გარდა ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობისა, რაც ასე მნიშვნელოვანია დღესდღეობით ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის, RAV4 Hybrid, რა თქმა უნდა, გამოირჩევა ყველა იმ თვისებით, რის გამოც მომხმარებელს Toyota RAV4-ის ჩვეულებრივი ვერსია უყვარს. ეს არის ქალაქის კომფორტული და პრაქტიკული ქროსოვერი (საბარგულის მოცულობა: 501 ლიტრი), თანამედროვე ტექნიკის სრული არსენალით, ბოლო თაობის მულტიმედია სისტემებითა და ”ტოიოტას” მარკის ნებისმიერი ავტომობილისთვის დამახასიათებელი ღირსებებით - საიმედოობა, გამძლეობა და ფასი/ხარისხის საუკეთესო ბალანსით.

თუ გსურთ, რომ შეიგრძნოთ ”ტოიოტას” ნამდვილი ხარისხი და შეძლოთ, გამოიყენოთ თქვენი ავტომობილის შესაძლებლობის მაქსიმუმი, აუცილებელია, რომ ავტომობილი შეიძინოთ „ტოიოტას“ ოფიციალური დილერისგან: ”ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”.

Toyota RAV4 Hybrid-ის ღირებულება ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან 30,400 აშშ დოლარია.

ასევე იხილეთ:
ახალი ტოიოტა ფორტუნერი -

თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე
Auto Bild


ახალი ტოიოტა კოროლა,
მსოფლიო ბესტსელერი სპეციალურ ფასად

Auto Bild


Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად
და განსაკუთრებული საჩუქრებით

Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 საქართველოშია!
Auto Bild


ამერიკელმა ტოიოტას პიკაპით
1,6 მილიონი კილომეტრი ურემონტოდ გაიარა!

Auto Bild


ტოიოტა ისევ ნომერ პირველი კონცერნია!
Auto Bild


ლენდ კრუიზერი 6-ბორბლიან მონსტრად გადააკეთეს!
Auto Bild


TopGear Top 5: ყველაზე პრაქტიკული ყველგანმავლები
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 ჰიბრიდული სისტემით
Auto Bild


წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild


ლეგენდარული „გზის მეფე“
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
როცა ქართველ მრბოლელებს საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საშუალება ეძლევათ, თითქმის ყოველთვის ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს!
სრულად
17.05.2017
Land Rover-ის ავტომობილების ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში "ჯი თი მოტორსმა" საზოგადოებას ახალი, შვიდადგილიანი Land Rover დისქავერი წარუდგინა.
სრულად
17.05.2017
დღეს დილიდან, წამყვანი ბრიტანული გამოცემების ვებ-გვერდებზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინეთ!
სრულად
ახალი ნომერი