ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
02.11.2016
თუკი რომელიმე ავტომობილზე შეიძლება ითქვას, რომ 90-იან წლებში სიმახინჯის თვალსაზრისით მეორე თაობის ”ფორდ სკორპიოს” ღირსეული კონკურენტი იყო , პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, Fiat Multipla-ზე ითქმის.

Auto Bild

ამ მართლაც ძალიან უცნაური დიზაინის მქონე კომპაქტ-ვენის დებიუტი 1998 წელს შედგა და ამ ავტომობილს ერთი დიდი ნიჭი ჰქონდა: ყველგან, სადაც ეს მანქანა გამოჩნდებოდა, დრო ჩერდებოდა - ხალხი მანქანას აწყდებოდა და ათვალიერებდნენ. იდეაში ეს ავტომობილი საკმაოდ კარგი მანქანის, 1956 წლის Fiat 600 Multipla-ს შთამომავალი გახლდათ, მაგრამ იმდენად მახინჯი გამოვიდა, რომ ბევრი ავტომოყვარული მას ყველა დროის ყველაზე უშნო ავტომობილად მიიჩნევს. მაგრამ ”მულტიპლამ” შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა ზემოთ ხსენებულმა მეორე თაობის ”ფორდ სკორპიომ” – ”მულტიპლა” ხალხში სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევდა!

Auto Bild

Fiat Multipla-ზე დიდი მოთხოვნა არსად ყოფილა (ყოველ შემთხვევაში, იტალიის საზღვრებს გარეთ), მაგრამ ამ მანქანას ყველგან ამჩნევდნენ და მისკენ თითს ყოველთვის იშვერდნენ.

Auto Bild

ავტომობილის სახე მუწუკებით გატანჯული თინეიჯერის სახეს მოგაგონებთ. სამაგიეროდ, ”მულტიპლა” გამოირჩეოდა შესაშური ხილვადობით, რაც უდიდესი ფანჯრების დამსახურება გახლდათ. ზოგადად, მისი ინტერიერი საკმაოდ პრაქტიკულია - ავტომობილი ხომ 6-ადგილიანია.

Auto Bild

შესაძლებელია წინ, შუაში დაჯდომა - ცალკე სავარძელზე. უკანა სავარძლები კი თითქმის ყველა მიმართულებით მოძრაობს. შესაძლებელია უკანა სავარძლების მარტივად მოხსნა და ასეთ შემთხვევაში ”მულტიპლაში” გაცილებით მეტ ხარახურას მოათავსებთ, ვიდრე მაგალითად იმდროინდელი Mercedes E-კლასის უნივერსალში. დიდი ფანჯრები განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონდათ.

Auto Bild
Auto Bild

2004 წელს ”ფიატმა” ”მულტიპლას” ფეისლიფტი ჩაუტარა, რის შემდეგაც ეს მოდელი თითქმის ჩვეულებრივი მანქანა გახდა - ნაკლებად უშნო, მაგრამ ნაკლებად საინტერესოც. განახლებამდე ის მართალია, მახინჯი იყო, მაგრამ ჭკვიანიც და პრაქტიკულიც გახლდათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Fiat Multipla-ს თამამად შეიძლება ეწოდოს უნიკალური ავტომობილი.

Auto BildAuto Bild

ასევე იხილეთ:
ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild


BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
40 ავტომობილი, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
საუკეთესო კლასიკური ავტომობილები

Auto Bild
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
18.01.2017
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ”მერსედესი” G-კლასის პიკაპზე მუშაობს, რომელიც G 500 4x4²-ის ბაზაზე შეიქმნება.
სრულად
18.01.2017
ლას ვეგასში გამართულ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES), „ჰიუნდაიმ“ თავისი მომავლის ინტერიერი ორიგინალურად, საცხოვრებელი შენობის ნაწილად წარადგინა.
სრულად
18.01.2017
ლეგენდარული გერმანული ტრეკის აბსოლუტური რეკორდი ამჟამად სწორედ „რადიკალის“ მოდელს ეკუთვნის
სრულად
ახალი ნომერი