მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
მერსედესს პიკაპი ადრეც ჰყავდა!
03.11.2016
რამდენიმე დღის წინ ”მერსედესმა” თავისი პიკაპი გვიჩვენა - Mercedes ”X-კლასი”, რომლის სერიული ვერსია 2017 წლიდან გაიყიდება. ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ ეს ავტომობილი ”მერსედესის” პირველ პიკაპად შერაცხა, მაგრამ ეს არ არის ”მერსედესის” პირველი პიკაპი!

Auto Bild

ფოტოებზე ხედავთ 70-იანი წლების დასაწყისში წარმოებულ ”მერსედესს”, რომელიც ასევე პიკაპი გახლდათ. უფრო კონკრეტულად: შვაბებმა მაშინ აიღეს თავიანთი ”E-კლასი” (W115) და მის ბაზაზე მცირე სერიით ასეთი პიკაპები გამოუშვეს. და ეს არ არის სტუდიური ან კოცეპტუალური მოდელი - ეს პიკაპი ”მერსედესის” სადილეროებში ოფიციალურად იყიდებოდა. მართალია, დიდი ტირაჟით არა, მაგრამ მაინც...

Auto Bild

კონკრეტულად ამ ფოტოებზე წარმოდგენილი ეგზემპლარი კი 1972 წელს არგენტინაში გამოშვებული (იწარმოებოდა 1972-დან 1976 წლამდე) მოდელია, რომელსაც სახელიც შესაბამისი აქვს: La pick-up. ავტომობილი თავის დროზე ხელმისაწვდომი იყო როგორც ერთი, ისე ორმაგი კაბინით. ეს მოდელი 220 D გახლავთ - 60 ცხენის ძალით.

Auto Bild

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეს ”უბრალოდ” პიკაპად გადაკეთებული სედანია და არა სრულფასოვანი პიკაპი, როგორც ახალი ”X-კლასი”, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ცუდად არ გამოიყურება, ძალიან პრაქტიკულიცაა და სავარაუდოდ მანამდე ივლის, სანამ დედამიწა იარსებებს.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
ერთი მახინჯი მანქანის ამბავი: Fiat Multipla
Auto Bild


ეს ველური ბენცი სამი AMG GT-ს ფასად გაიყიდა!
Auto Bild


საუკეთესო, ან არაფერი? Mercedes S-კლასი (W 140)
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
Auto Bild


სამთვალა, რომელიც მისტერ ბინს ნერვებს უშლიდა
Auto Bild


ეს სასაცილო მანქანა წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild


BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
40 ავტომობილი, რომელიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
საუკეთესო კლასიკური ავტომობილები

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
24.05.2017
რუსეთის რეგიონებში რომ ძალიან ცუდი გზებია, ამის შესახებ ადრეც ვწერდით. სტილისტმა ანა მოსკვიჩევამ გადაწყვიტა, პროტესტი
სრულად
22.05.2017
„მერსედესმა“ თავის ლუქს-კლასის ბრენდ „მაიბახის“ უგზოობის მოდელი „G650 ლანდოლე“ რამდენიმე თვის წინათ გაგვაცნო.
სრულად
22.05.2017
სათაურის წაკითხვის შემდეგ ალბათ იფიქრეთ, რომ ჩინური ელექტრომობილი უნდა გაგაცნოთ, რადგან ყველაზე იაფი ელექტრომობილები სწორედ ჩინეთში იწარმოება, მაგრამ არა
სრულად
ახალი ნომერი