საქართველოს ჩემპიონის ვინაობა წრიულ რბოლაში 6 ნოემბერს გაირკვევა
საქართველოს ჩემპიონის ვინაობა წრიულ რბოლაში 6 ნოემბერს გაირკვევა
03.11.2016
კვირას, 6 ნოემბერს, წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეშვიდე, დასკვნითი ეტაპი გაიმართება. ტრადიციულად, წლის სეზონის ბოლო შეჯიბრი საერთაშორისო რბოლაა სახელწოდებით – Rustavi International Challenge, რომლის ფარგლებშიც საქართველოში საერთაშორისო ეტაპის მონაწილე უამრავი მრბოლელი ჩამოდის სხვადასხვა მეზობელი ქვეყნიდან - მათ შორის, უკრაინა, ლატვია, გერმანია, რუსეთი და სხვა.

Auto Bild

წელს განსაკუთრებით დაძაბული ბრძოლა იქნება ლეჯენდსის კლასში, სადაც მონაწილეობას ყველაზე ძლიერი კონკურენტი ქართველ მრბოლელებს რუსული გუნდის სახით ჰყავს. გუნდი ხუთი მრბოლელითაა წარმოდგენილი. ასევე დაძაბული რბოლები იქნება ფორმულას, BMW კომპაქტისა და “ჰონდა სივიკის” კლასებში. ჯამში შეჯიბრში მონაწილეობას 30–მდე მრბოლელი იღებს.

6 ნოემბერს გაირკვევა საქართველოს ჩემპიონის ვინაობაც ყველა კლასში. ფორმულას კლასში ფავორიტია სანდრო თავართქილაძე, “ვისოლის” სარბოლო გუნდიდან, რომელსაც გასული ექვსი ეტაპის ჯამში ყველაზე მეტი ქულა აქვს.

Auto Bild
ფორმულას კლასში ფავორიტი სანდრო თავართქილაძეა

შეჯიბრის დღეს, საქართველოში მოქმედი საავტომობილო კლუბების მიერ მოეწყობა განსაკუთრებით მდიდრული და ლამაზი ავტომობილების გამოფენა, ასევე სხვადასხვა საავტომობილო შოუ. მაყურებლებისთვის კი გათამაშდება პრიზები, რომელთა მოგების შემთხვევაში, ადრენალინი და სისწრაფე მათთვის კიდევ უფრო ახლო და მშობლიური გახდება – გასეირნება ფორმულა ტაქსით, ექსტრემალური მართვის გაკვეთილები, ტური საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო მოტოციკლეტებით, ბაგებით და ა.შ.
ფოტოები: რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი, რეზი ყენია

Auto Bild

ასევე იხილეთ:
ქართველი მრბოლელები სომხეთიდან
გამარჯვებულები დაბრუნდნენ!

Auto Bild


რუსთავში BMW-ებმა, ლეგენდებმა და ფორმულებმა იფრინეს
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
article image
Cat Image
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
article image
Cat Image
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სხვა სიახლეები
24.03.2017
ამიხსენით, ყველას სამკვდრო-სასიცოცხლო საქმე როგორ აქვს? თუ, საქართველოში ყველა საქმე სამკვდრო-სასიცოცხლოა?
სრულად
23.03.2017
2017 წელს, ფორმულა 1-ში სულ 20 ეტაპი გაიმართება - ერთით ნაკლები, ვიდრე 2016 წელს. ჩემპიონატი 26 მარტს, ავსტრალიაში აიღებს სტარტს
სრულად
22.03.2017
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სრულად
ახალი ნომერი