როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი თოვლსა და ყინვაში? Top Gear-ის რჩევები
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი თოვლსა და ყინვაში? Top Gear-ის რჩევები
25.11.2016
ზამთარი მოვიდა. ამბობენ, ეს ზამთარი ბოლო ამდენ და ამდენ წელიწადში ყველაზე ცივი იქნებაო. მოკლედ, დაზამთრდა და ალბათ თქვენც დაფიქრდით იმაზე, რომ ინტერნეტში მოიძიოთ სხვადასხვა ავტოექსპერტების რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი ავტომობილი თოვლსა და ყინვაში ისე, რომ არც თქვენ დაზიანდეთ და არც სხვა დააზიანოთ.

ზამთრის რჩევები მუდმივად ერთნაირია ხოლმე - თბილად ჩაიცვითო; გაითვალისწინეთ, რომ სამსახურამდე მისასვლელად მეტი დრო დაგჭირდებათო, გზაზე მეტი სიფრთხილე გმართებთო, დისტანცია დაიცავითო, ”სლიკები”* არ გინდათო და ა.შ.

*შენიშვნა: „სლიკი“ - უპროტექტორო საბურავი (ზოგიერთი სარბოლი ავტომანქანის ფართო პრიალა საბურავი; აგრ. racing slick, slick tyre).

რაკი ახლა სწორედ ის დროა, როცა ყველა ავტოექსპერტი ზამთრის რჩევებს იძლევა, Top Gear-შიც დაფიქრდნენ ამაზე.

1: დარჩი სახლში!

მართლა! გარეთ თოვლი და მოყინული გზებია? ნუ წახვალ. დააყენე გათბობა ყველაზე მაღალ საფეხურზე, მოამზადე ჩაი, ჩაუჯექი წიგნს ან ფილმს და ა.შ. შენი სამსახური არცისე მნიშვნელოვანია, როგორც გგონია. ერთი დღე იქ არავის მოენატრები - თუ, რა თქმა უნდა, ტვინის ქირურგი (თუ რაც ჰქვია) არ ხარ. თუ ასეთი მნიშვნელოვანი ექიმი ხარ, მაშინ სამსახურში მაინც უნდა წახვიდე და ასეთ შემთხვევაში...

2: დაიქირავე მძღოლად ფინელი!

Auto Bild

რა თქმა უნდა, შენც შეგიძლია, ინტერნეტში რჩევები მოიძიო, მაგრამ მოდი, გულახდილად ვთქვათ: მსოფლიოში არ არსებობს თეორია, რომელიც მოყინულ გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილებას ისე გასწავლის, როგორც ეს რალის ფინელ მრბოლელებს შეუძლიათ. ფინელები სისხლში ყინულით იბადებიან. და არყით ”ბარდაჩოკში”. მათ არც თოვლის ეშინიათ, არც ყინულის და არც ცხენ-ირმების. ფინელი მძღოლი საუკეთესო გამოსავალია. თუ ვერ იპოვნი, ნორვეგიელი ან შვედიც წავა. თუ არა და...

3: იყიდე Avtoros Shaman

ნაკლებად სანდო ზამთრის მრჩევლები აუცილებლად გეტყვიან, რომ ტუნდრის ნებისმიერ თოვლიან ლანდშაფტსაც კი გადალახავ, თუკი Peugeot 107-ზე ზამთრის საბურავებს დააყენებ... გვერწმუნე, ვერ გადალახავ! ჰო, ზამთრის საბურავები კარგია, მაგრამ შენს ”პეჟო 107-ს” ოფროუდის მონსტრად ზამთრის საუკეთესო საბურავიც ვერ გადააქცევს.

Auto Bild

ამრიგად, თუ გინდა, რომ თოვლი დაამარცხო, უფრო შესაბამისი მანქანა გჭირდება. Top Gear-ის საუკეთესო რჩევა 4,8-ტონიანი Avtoros Shaman-ია. სულ რაღაც 125 000 ევროდ ზამთარში ისე ივლი, რომ მარტო თოვლს კი არა, ატომურ ბომბსაც ფეხებზე დაიკიდებ. თუ Avtoros Shaman-ს ვერ იშოვი, მაშინ Mercedes G 63 AMG 6x6-იც საკმარისი იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფული გაკლდება, მაშინ...

4: უბრალოდ ნუ ივლი მანქანით!

თუ ინტერნეტში ასეთ რჩევებს ეძებ, ესე იგი, არ იცი, როგორ უნდა მართო ავტომობილი თოვლსა და ყინვაში უსაფრთხოდ, არ გაქვს გამოცდილება და საკუთარი თავის იმედი. ჰოდა, ჩვენი რჩევა იქნება: წადი სამსახურში ისე, როგორც გინდა, ოღონდ არა საკუთარი ავტომობილით.
წყარო: TopGear

ყოველი შემთხვევისთვის, ნახეთ ეს ვიდეო:



ასევე დაგაინტერესებთ:
რა არის და როგორ მუშაობს ABS და ESP?
Auto Bild


უცხოეთის ქვეყნების უცნაური საგზაო წესები
Auto Bild


როდის და როგორ უნდა გამოიყენოს მძღოლმა მუხრუჭი
Auto Bild


რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გასწრების დროს?
Auto Bild


ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


რა უნდა შევუმოწმოთ მანქანას შორ გზაზე წასვლის წინ
Auto Bild


მანქანის ჩუსტებით, ”შლოპანცებით”
ან ფეხშიშველი მართვა ცუდი იდეაა!

Auto Bild


საბურავი არ გაპატიებთ!
Auto Bild


ნუ დაიხშობთ ყურებს საჭესთან!
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild


რჩევები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს
Auto Bild

article image
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
article image
Cat Image
2017-02-15 06:00:46
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს
article image
Cat Image
2017-02-13 06:02:39
AMG-მ ”E-კლასს” 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა
სხვა სიახლეები
22.02.2017
„აუდი“ ჟენევის ავტოშოუზე რამდენიმე სპორტული ქროსოვერის წარდგენას გეგმავს. მათ შორის იქნება არამხოლოდ RS Q5, რომელზეც ინფორმაცია ადრე გავრცელდა, არამედ ასევე უფრო დიდი, კონცეპტუალური RS Q8
სრულად
22.02.2017
„იტალდიზაინმა“ გამოაცხადა, რომ ჩამოაყალიბა ახალი სუბ-ბრენდი, სახელად Italdesign Automobili Speciali, რომლის პრემიერაც მალე, ჟენევის ავტოშოუზე გაიმართება.
სრულად
22.02.2017
„ბუგატის“ უკვე დაწყებული აქვს 1500-ცხენისძალიანი „შირონის“ წარმოება. მალე შეკვეთების შესრულებასაც შეუდგება.
სრულად
ახალი ნომერი