ლუის ჰემილტონმა მოიგო 2016 წლის სეზონის ფინალური რბოლა, მაგრამ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ნიკო როსბერგი მეორე მივიდა ფინიშთან და კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

Auto Bild

► პირველად ისტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვერ მოიგო პილოტმა (ლუის ჰემილტონი), რომელმაც სეზონში 10 გრანპრიში გაიმარჯვა.

► ნიკო როსბერგი თავისი მამის - კეკე როსბერგის ჩემპიონობიდან 34 წლის თავზე გახდა საუკეთესო.

► როსბერგი მეორე პილოტია დეიმონ ჰილის შემდეგ, რომლის მამაც ფორმულა 1-ის ჩემპიონი იყო. საინტერესოა, რომ ჰილიც მამის ტრიუმფიდან 34 წლის შემდეგ გახდა ჩემპიონი.

► გუშინ, აბუ დაბის პოდიუმზე ასულ პილოტებს ერთად რვა საჩემპიონო ტიტული აქვთ მოპოვებული.

► "ფორს ინდიამ" კონსტრუქტორთა თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც საუკეთესო შედეგია მის ისტორიაში.

სტარტს, რომლის წინაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა, ტიტულის პრეტენდენტებს ეს არ ეხებოდათ - მათ შეინარჩუნეს სასტარტო პოზიციები. პირველი მოსახვევის შემდეგ, მაქს ფერსტაპენი მოცურდა და ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდა.

Auto Bild

შემდეგმა რამდენიმე წრემ მშვიდად ჩაიარა. ჰემილტონი თანდათან დაშორდა როსბერგს, რომელიც, თავის მხრივ, სტაბილურად ზრდიდა ჰანდიკაპს რაიკონენთან, რაც შეეხება ფერსტაპენს, ის ერთი მეორეს მიყოლებით უსწრებდა მეტოქეებს და წინ მიიკვლევდა გზას.

პიტსტოპების პირველი სერია მეშვიდე წრიდან დაიწყო. ლიდერთაგან პირველი ახალი საბურავებისთვის ჰემილტონი წავიდა, როსბერგი კი ერთი წრის შემდეგ გაჩერდა. საინტერესოა, რომ ორივეს პიტსტოპი ოდნავ გაიწელა - ორივე შემთხვევაში, "მერსედესის" მექანიკოსებს ლოდინი მოუწიათ, სანამ "ფერარის" პილოტები პიტლეინზე გაივლიდნენ. მაგრამ, თუ ამას ლუისის შემთხვევაში არანაირი გავლენა არ ჰქონია, ნიკო ტრეკზე ფერსტაპენის უკან დაბრუნდა. როსბერგი ასე იოლად არ აპირებდა ჰოლანდიელისთვის პოზიციის დათმობას, მაგრამ არც მოვლენათა ფორსირებას ჩქარობდა.

მე-13 წრეზე, დაკიდების მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, დისტანციას ჩამოშორდა ჯენსონ ბატონი და ასე ნაღვლიანად დასრულდა მისი კარიერა ფორმულა 1-ში.

ამასობაში, მე-20 წრისთვის ლიდერთა ჯგუფში ბრძოლა ოდნავ გამოცოცხლდა. როსბერგი კვალში ედგა ფერსტაპენს, მაგრამ გასწრება მხოლოდ მაშინ გაბედა, როცა ამის შესახებ გუნდმა მიუთითა. მერვე მოსახვევის წინ, დამუხრუჭებისას გერმანელი შეტევაზე წავიდა, ფერსტაპენმა, როგორც ჩვევია, ბოლომდე იბრძოლა და საქმე კინაღამ კონტაქტამდე მივიდა, მაგრამ, საბოლოოდ, ჩემპიონატის ლიდერმა გატეხა ჰოლანდიელის წინააღმდეგობა.

Auto Bild

ნიკომ თავისუფლება იგრძნო და რამდენიმე საუკეთესო წრე აჩვენა, რითაც სხვაობა ჰემილტონთან 3.5 წამამდე შეამცირა. მაგრამ მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო მდევრების უკან ჩამოტოვება, მით უმეტეს, რომ ფერსტაპენი ერთი პიტსტოპის ტაქტიკაზე წავიდა. ჰოლანდიელი ახალი საბურავებისთვის 22-ე წრეზე შევიდა ბოქსებში და ფინიშამდე აღარ გაჩერებულა.

ჰემილტონმა მეორე პიტსტოპი 28-ე წრეზე შეასრულა. როსბერგმა ეს ერთი წრის შემდეგ გააკეთა. გერმანელი ტრასაზე მეორე პოზიციაზე დაბრუნდა და ფერსტაპენს 3.3 წამს უგებდა.

ლიდერი სებასტიან ფეტელი გახდა - "ფერარიში" გადაწყვიტეს მაქსიმალურად გაეწელათ მეორე პიტსტოპი, რომელიც 37-ე წრეზე განხორციელდა. ფინალური მონაკვეთისთვის გერმანელის მანქანა "ულტრასოფტის" საბურავებით აღიჭურვა.

Auto Bild
ნიკო როსბერგმა მიხაელ შუმახერისგან ბევრი რამ ისწავლა (ფოტო არქივიდან)

ფინიშამდე 15 წრით ადრე, პირველ ათეულში ასეთი სიტუაცია იყო: ჰემილტონი, როსბერგი (+1.4 წამი), ფერსტაპენი (+4,9), რიკარდო (+5,5), რაიკონენი (+13,1), ფეტელი (+18,1), ჰიულკენბერგი (+35,1), პერესი (+36,5), ალონსო (+41,3), მასა (+47,9)...

საუკეთესო წრეების სერიის შემდეგ, ფეტელი რაიკონენს დაეწია და იოლად გაუსწრო მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში. სებასტიანი ლიდერებსაც კი წრეზე ორ წამს უგებდა, მაგრამ საკითხავი ის იყო, რამდენ ხანს გაუძლებდა ულტარბილი საბურავები.

46-ე წრეზე ფეტელი ძალიან იოლად გაცდა რიკარდოს და მისი შემდეგი სამიზნე ფერსტაპენი გახდა. ამან მხოლოდ დაუმატა ინტრიგა რბოლას, რადგან ჰემილტონი სრული ძალით არ მოძრაობდა და ცდილობდა როსბერგის შეყოვნებას. ლიდერებს შორის სხვაობა 0.7-1 წამში მერყეობდა.

Auto Bild

ფინიშამდე ხუთი წრით ადრე, ჰანდიკაპი პირველ ოთხეულში 3.5 წამამდე დავიდა და სწრაფად მცირდებოდა, ამასთან, ფეტელმა ფერსტაპენს გაუსწრო და მესამე ადგილზე გადავიდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ "მერსედესის" ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ ჰემილტონთან კავშირზე გავიდა და ტემპის მომატება სთხოვა. რაღაც მომენტში, ლუისმა მართლაც მოუმატა, მაგრამ მალე ისევ დააგდო სიჩქარე, იმის იმედად, რომ როსბერგს მდევრები შეუტევდნენ.

ბოლოსწინა წრეზე, ფეტელმა მართლაც შეუტია როსბერგს, მაგრამ გასწრება ვერ შეძლო. დაძაბულობა ბოლო მოსახვევამდე იყო შენარჩუნებული, რადგან ფერსტაპენიც ძალიან ახლოს იყო ნიკოსთან, მეოთხე ადგილი კი ამ უკანასკნელს არ ჰყოფნიდა ჩემპიონობისთვის. მაგრამ, სტატუს-ქვო შენარჩუნდა: ჰემილტონმა პირველი ადგილი დაიკავა, როსბერგი კი მეორე იყო და ამან ჩემპიონის ტიტული მოუტანა. გერმანელი რიგით 33-ე ჩემპიონია ფორმულა 1-ის ისტორიაში.Auto Bild
გია თვალაბეიშვილი,
გაზეთი ”ლელო”


კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 765
2. რედ ბული - 468
3. ფერარი - 398
4. ფორს ინდია -173
5. უილიამსი - 138
6. მაკლარენი - 76
7. ტორო როსო - 63
8. ჰაასი - 29
9. რენო - 8
10. ზაუბერი - 2
11. მანორი - 1

Auto Bild
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


სენა ფიქრობდა, რომ უკვდავი იყო...
Auto Bild


შუმახერის მერსედესი იყიდება!
Auto Bild


ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild


ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი შუმის დიდი კარიერიდან
Auto Bild


ფერარის ყოფილი ბოსი: შუმახერი განადგურებულია...
Auto Bild


შუმახერის შვილები მამის კვალზე
Auto Bild


შუმახერის პირადი ფოტოები ბავშვობიდან დღემდე
Auto Bild