შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდას ადაპტირებული ავტომობილით ჩააბარებენ
შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდას ადაპტირებული ავტომობილით ჩააბარებენ
03.12.2016
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის ჩაბარების ინოვაციური სერვისი დაინერგა.

Auto Bild

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გიორგი მღებრიშვილი რუსთავში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში, შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის ადაპტირებული ავტომანქანის პრეზენტაციას დაესწრო.

შს მინისტრმა მართვის მოწმობის ასაღებ იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობა მიიღო და ინოვაციური სერვისის ეფექტურობა პირადად შეაფასა.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სამინისტროს ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მორგებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ამჯერად მათ უპრეცედენტო ინოვაციას ვთავაზობთ. მომსახურების სააგენტოში ისინი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომანქანით შეძლებენ. ვფიქრობ, ეს სიახლე მათ მართვის მოწმობის აღების პროცედურას გაცილებით გაუადვილებს,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

Auto Bild

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ, თუმცა მომავალში ყველა კატეგორიის შშმ პირს მიეცემა საშუალება, მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომანქანით ჩააბაროს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება წარმოადგენს. მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაში შშმ მოქალაქეებისთვის ადაპტირებული გარემოა შექმნილი, რის შედეგადაც ისინი სასურველ მომსახურებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იღებენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
ფოტოები: შსს-ს ფეისბუქის ოფიციალური გვერდი

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
article image
Cat Image
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
article image
Cat Image
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სხვა სიახლეები
24.03.2017
ამიხსენით, ყველას სამკვდრო-სასიცოცხლო საქმე როგორ აქვს? თუ, საქართველოში ყველა საქმე სამკვდრო-სასიცოცხლოა?
სრულად
23.03.2017
2017 წელს, ფორმულა 1-ში სულ 20 ეტაპი გაიმართება - ერთით ნაკლები, ვიდრე 2016 წელს. ჩემპიონატი 26 მარტს, ავსტრალიაში აიღებს სტარტს
სრულად
22.03.2017
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სრულად
ახალი ნომერი