ვინ ჩაიბარებს საავტომობილო ოსკარებს საქართველოში - ”ოქროს საჭე 2016” გადამწყვეტ ფაზაში შედის! (+ VIDEO)
ვინ ჩაიბარებს საავტომობილო ოსკარებს საქართველოში - ”ოქროს საჭე 2016” გადამწყვეტ ფაზაში შედის! (+ VIDEO)
05.12.2016
ევროპის უმთავრესი საავტომობილო კონკურსის, ოქროს საჭე 2016-ის ქართული, ექსკლუზიური ვერსია გადამწყვეტ ფაზაში შედის.
Auto Bild
როგორც იცით, საერთაშორისო გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია (იხილეთ სტატია), ქართული ”ოქროს საჭის” გამოკითხვა კი, რომელიც ქართველი მომხმარებლების არჩევანს გამოავლენს, წლის ბოლომდე გრძელდება (ხმის მიცემის ბმული). საქართველოში ”ოქროს საჭის” გენერალური პარტნიორია კომპანია ”ფრეგო”.

გამოკითხვა, რომელშიც თითოეულ მომხმარებელს მხოლოდ ერთხელ შეუძლია ხმის მიცემა, სექტემბერში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ დროისთვის არჩევანი 20 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გააკეთა და სხვადასხვა კატეგორიებში ასეთი ვითარებაა:

►კომპაქტების კატეგორიაში ლიდერობს Renault Megane. მეორე ადგილზეა Fiat Tipo, ხოლო მესამეზე - Citroen C3.

► კომპაქტური SUV-ების კატეგორიაში ლიდერობს Audi Q2. მეორე ადგილზეა Infiniti QX 30, ხოლო მესამეზე - Volkswagen Tiguan.

► საშუალო და დიდი ზომის SUV-ების კატეგორიაში ლიდერობს Maserati Levante. მეორე ადგილზეა Tesla Model X, ხოლო მესამეზე - Lexus RX.

► კატეგორიაში საშუალო და მაღალი კლასი ლიდერობს Mercedes E-კლასი. მეორე ადგილზეა Alfa Romeo Giulia, ხოლო მესამეზე - Volvo S90.

► სპორტული ავტომობილების კატეგორიაში ლიდერობს BMW M2. მეორე ადგილზეა Porsche 718, ხოლო მესამეზე - Chevrolet Camaro.

► ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების კატეგორიაში ლიდერობს Toyota Prius. მეორე ადგილზეა BMW i3, ხოლო მესამეზე - Hyundai Ioniq.

თუ ჯერ კიდევ არ დაგიფიქსირებიათ თქვენი არჩევანი, ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

იხილეთ Palitra TV-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი:

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
article image
Cat Image
2017-04-24 06:59:58
„ჩელენჯერ დემონი“ - ასე ჰქვია „დოჯის“ უჩვეულოდ მძლავრ ”მასქლ ქარს”, რომელიც თავად ფილმ „ფორსაჟის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ვინ დიზელმა წარადგინა.
article image
Cat Image
2017-04-19 09:13:41
განახლების შემდეგ, Mercedes ”S-კლასმა” ახალი ძრავები და ასისტენტ-სისტემები მიიღო. ყველაფერი ფეისლიფტის შესახებ!
სხვა სიახლეები
23.04.2017
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სრულად
15.04.2017
დათა ქაჯაიასთვის TCR-ის საერთაშორისო სერიის მეორე ეტაპის რბოლები უიღბლო გამოდგა.
სრულად
15.04.2017
ბაჰრეინში TCR-ის საერთაშორისო სერიის მეორე ეტაპის პირველი რბოლა მიმდინარეობს.
სრულად
ახალი ნომერი