TOYOTA C-HR - წარმატების ბრწყინვალე გაგრძელება
TOYOTA C-HR - წარმატების ბრწყინვალე გაგრძელება
08.12.2016
ახალი Toyota C-HR უკვე საქართველოშია! მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, ”ტოიოტა ცენტრი თბილისში” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”

C-HR-ის ისტორია 2014 წლის პარიზის ავტოგამოფენიდან იწყება, სადაც ამ ავტომობილის პირველმა კონცეპტუალურმა მოდელმა ავტომოყვარულებში უაღრესად დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ უკვე 2 წელიწადში ამ მოდელის სერიული წარმოება დაიწყო, თანაც ისე, რომ ქარხნული ვერსია თავდაპირველი კონცეპტისგან დიდად არ განსხვავდება.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მოდელით ”ტოიოტამ” ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში. ამაზე ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ავტომობილის დიზაინი შეიცავს როგორც კუპეს, ასევე ქროსოვერის ელემენტებს. უფრო კონკრეტულად: მანქანის ძარის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ქროსოვერს, ხოლო სახურავით თუ ვიმსჯელებთ, ეს მოდელი ცალსახად კუპეა. გარდა ამისა, უკანა კარის ორიგინალურად განლაგებული სახელურები ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნით, თითქოს ამ მოდელს მართლაც 2 კარი აქვს.

ავტომობილზე მუშაობისას იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია ბრილიანტი იყო. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. ბრილიანტის წახნაგოვანი ფორმები ავტომობილს აგრესიულ და სპორტულ იერს აძლევს. C-HR-ის ექსტერიერის კიდევ ერთი თვალშისაცემი დეტალია მისი უზარმაზარი და ძალიან დახვეწილი წინა LED DRL ფარები.

იაპონელებმა განსაკუთრებული მონდომებით იმუშავეს ავტომობილის ინტერიერზე. მაჩვენებელთა დაფა, მულტიმედიის ეკრანი და სხვა დამატებითი ღილაკები თავისი განლაგებით მძღოლისკენაა ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის მართვის დროს შეგიძლიათ ყველა ზემოთ ნახსენები ფუნქცია ისე გამოიყენოთ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული დარჩეთ ავტომობილის მართვაზე. ამას ემატება თანამედროვე სპორტული სავარძლები, რომლებიც თქვენი კომფორტული გადაადგილების გარანტიაა ნებისმიერ სიჩქარეზე. გარდა ინტერიერის პრაქტიკული უპირატესობებისა, C-HR-ის სალონში ნახავთ ისეთ დახვეწილ ვიზუალურ დეტალებს, როგორებიცაა ლურჯი კანტი ინსტრუმენტების პანელის მთელ გაყოლებაზე, LED-განათებები და ბრილიანტის ფორმის ჭრილები.

საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც C-HR-ის გაყიდვები დაიწყო. შედარებისთვის: დიდ ბრიტანეთში ამ მოდელის გაყიდვები 2017 წლის 1 იანვრიდან იწყება.

ქართველი მომხმარებლებისთვის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ბენზინის 1.2-ლიტრიანი ტურბირებული ძრავით აღჭურვილი მოდელი, რომელიც 116 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აღნიშნული ვერსიის საწვავის შერეული ხარჯი 100 კილომეტრზე 6.6 ლიტრს შეადგენს, რაც, გარდა ძრავისა, უსაფეხურო ავტომატური გადაცემათა კოლოფის დამსახურებაცაა. ეს მონაცემი მართლაც შთამბეჭდავია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტომობილი სრულამძრავიანია (4x4).

ქალაქის პირობებისთვის საჭირო კომპაქტურობა, თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიურობა, სრული ამძრაობის უაღრესად ჭკვიანური სისტემა, ულტრათანამედროვე ტექნიკა და ”ტოიოტას” მარკის ნებისმიერი ავტომობილისთვის დამახასიათებელი ღირსებები (საიმედოობა, გამძლეობა და ფასი/ხარისხის საუკეთესო ბალანსი) - ეს არასრული ჩამონათვალია იმ არგუმენტებისა, რის გამოც ახალი Toyota C-HR ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თანამედროვე მომხმარებლისთვის.

თუ გსურთ, რომ შეიგრძნოთ ”ტოიოტას” ნამდვილი ხარისხი და შეძლოთ, გამოიყენოთ თქვენი ავტომობილის შესაძლებლობის მაქსიმუმი, აუცილებელია, რომ ავტომობილი შეიძინოთ „ტოიოტას“ ოფიციალური დილერებისგან: ”ტოიოტა ცენტრი თბილისი” და ”ტოიოტა ცენტრი თეგეტა”. დეტალური ინფორმაციის მისაღებად კომპლექტაციებისა და ფასების შესახებ, მიმართეთ მხოლოდ ”ტოიოტას” ოფიციალურ დილერებს.

ასევე იხილეთ:
ჰიბრიდული Toyota RAV4
ინოვაციური, კომფორტული, ეკოლოგიური

Auto Bild


ასევე იხილეთ:
ახალი ტოიოტა ფორტუნერი -

თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე
Auto Bild


ახალი ტოიოტა კოროლა,
მსოფლიო ბესტსელერი სპეციალურ ფასად

Auto Bild


Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად
და განსაკუთრებული საჩუქრებით

Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 საქართველოშია!
Auto Bild


ამერიკელმა ტოიოტას პიკაპით
1,6 მილიონი კილომეტრი ურემონტოდ გაიარა!

Auto Bild


ტოიოტა ისევ ნომერ პირველი კონცერნია!
Auto Bild


ლენდ კრუიზერი 6-ბორბლიან მონსტრად გადააკეთეს!
Auto Bild


TopGear Top 5: ყველაზე პრაქტიკული ყველგანმავლები
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 ჰიბრიდული სისტემით
Auto Bild


წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild


ლეგენდარული „გზის მეფე“
Auto Bild

article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
19.01.2017
”ყვითელი შუმახერები” - ასეთი სახელწოდება აქვს ამ პატარა დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ასახავს იმას, რაც უამრავ ქართველ მძღოლს აწუხებს.
სრულად
11.01.2017
მეორადი ავტომობილების ბაზარზე უდიდესი არჩევანია. რომელი ავტომობილია ყველაზე გამძლე და ხარისხიანი?
სრულად
11.01.2017
დღეისათვის სუპერავტომობილების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი ჰიტი ”მერსედესის” მომავალი ჰიპერავტომობილია, რომელიც ფორმულა 1-ის ძრავით უნდა აღიჭურვოს.
სრულად
ახალი ნომერი