„რენო კაპტური“ საქართველოშია!
„რენო კაპტური“ საქართველოშია!
14.12.2016
„რენოს“ ოფიციალურმა დილერმა საქართველოში, კომპანია „ფრანს ავტომ“, თავის მყიდველს პოპულარული სუბკომპაქტური ქროსოვერი „კაპტური“ (Captur) შესთავაზა. ავტომობილის პრეზენტაცია 3 დეკემბერს, თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში გაიმართა.

ავტომობილი უკვე დგას კომპანიის შოურუმსა და თბილისი მოლის ჰოლში. „კაპტურის“ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად, „ფრანს ავტო“ პოტენციურ მყიდველებს ავტომობილის ტესტ-დრაივის საშუალებას აძლევს.

„რენო კაპტური“ სუბკომპაქტური ქროსოვერების შედარებით ახალი და სწრაფად მზარდი სეგმენტის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ის ბაზირებულია მეოთხე თაობის „კლიოს“ პლატფორმაზე, თუმცა გაბარიტებით მასზე დიდია. ახალი ავტომობილის პრემიერა ჟენევის 2013 წლის ავტოშოუზე გაიმართა. ორი წლით ადრე კი, იმავე ჟენევის შოუზე, მისი კონცეპტუალური ვერსია ვიხილეთ.

„კაპტურის“ დიზაინი „რენოს“ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ თავისი მთავარი დიზაინერის, ლორენს ვან დენ აკერის ხელმძღვანელობით შეიმუშავა. ამასთან, კომპანია მყიდველს როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის ინდივიდუალიზაციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

Auto Bild
ავტომობილის პრეზენტაცია 3 დეკემბერს, თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში გაიმართა

ეს არის ძალიან პრაქტიკული ავტომობილი, რომელიც ქალაქში პატარა ჰეჩბექივით სხარტი და კომფორტულია და საკმაოდ რბილი საკიდარის მიუხედავად, მოსახვევებში მდგრადობით გამოირჩევა. ცუდ გზებზე კი კარგი გამავლობით გაგაოცებთ, რაშიც მაღალი კლირენსი ეხმარება.

„კაპტურის“ ძრავების გამაში ორი აგრეგატი შედის. ბენზინის (ტურბო) 1.2-ლიტრიანი TCe ძრავა - 116 ცხენის ძალით და დიზელის ძრავა, რომელიც 1.5-ლიტრიანია და 90 ცხენის ძალას და 220 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. დიზელის აგრეგატი კომბინირებულ რეჟიმში 100 კილომეტრზე 3.9 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო ბენზინის ძრავის ხარჯი კი - 5.4 ლიტრია. გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი ავტომატიკაა.

„რენო კაპტური“ საფრანგეთის საავტომობილო პრესის ასოციაციის გამოკითხვით, 2013 წლის საუკეთესო ავტომობილი გახდა. საქართველოში ამ სუბკომპაქტური ქროსოვერის ფასი 17 200 დოლარიდან იწყება და საჩუქრად 1 წლიანი ავტოდაზღვევა მოყვება.

ასევე იხილეთ:
რენოს ახალი, სერიოზული სედანი (+ VIDEO)
Auto Bild
article image
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
article image
Cat Image
2017-02-15 06:00:46
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს
article image
Cat Image
2017-02-13 06:02:39
AMG-მ ”E-კლასს” 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა
სხვა სიახლეები
24.02.2017
ჟურნალმა ”AUTO BILD საქართველომ” წლის საუკეთესო ავტომობილები და საპატიო ”ოქროს საჭის” მფლობელი წლის ადამიანი გამოავლინა.
სრულად
23.02.2017
დღეს ჟურნალი ”AUTO BILD საქართველო” წლის საუკეთესო ავტომობილებს გამოავლენს. „ოქროს საჭის” დაჯილდოების ცერემონიალს
სრულად
21.02.2017
აპრილის პირველივე შაბათ-კვირას, 1 და 2 აპრილს საქართველო უმაღლესი დონის საერთაშორისო საავტომობილო ღონისძიებას უმასპინძლებს
სრულად
ახალი ნომერი