ახალი „ტოიოტა ფორტუნერი“ - საახალწლო შეთავაზება
ახალი „ტოიოტა ფორტუნერი“ - საახალწლო შეთავაზება
14.12.2016
შეხვდით ახალ წელს ახალ „ფორტუნერთან“ ერთად! მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან, ”ტოიოტა ცენტრი თბილისსა” ან ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში”

”ფორტუნერი” ”ტოიოტას” ერთ-ერთი საუკეთესო და უაღრესად პოპულარული ყველგანმავალია. ეს არის მაღალი გამავლობის კომფორტული ოფროუდერი, რომელიც იაპონურმა ავტოგიგანტმა პირველად 2005 წელს წარმოადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ”ფორტუნერმა” ძალიან მალე მოიპოვა უდიდესი პოპულარობა, რაც დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ აღნიშნული მოდელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიკაპის, ”ჰაილუქსის” ბაზაზეა აწყობილი. შესაბამისად, ”ტოიოტას” მარკის ავტომობილებისთვის დამახასიათებელი სხვა პლუსების გარდა, ”ფორტუნერმა” ”ჰაილუქსის” სამაგალითო გამავლობაც და გამძლეობა მიიღო. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ამ მოდელის საერთაშორისო წარმატება.

დღესდღეობით ”ტოიოტას” ოფიციალირი დილერები საქართველოში მომხმარებელს ახალ, მეორე თაობის ”ფორტუნერს” სთავაზობენ. გარდა იმისა, რომ ავტომობილი ვიზუალურად და ტექნიკურად დაიხვეწა, ახალი ”ფორტუნერი”, ისევე, როგორც ახალი ”ჰაილუქსი”, გაცილებით უფრო კომფორტულად სვლით ხასიათდება. ეს არის საოჯახო, კომფორტული ყველგანმავალი, გამავლობის ”ჰაილუქსისეული” ნიჭით.

Auto Bild

ახალი ”ფორტუნერი”, რა თქმა უნდა, სრული ამძრაობით იწარმოება, თუმცა 4x4 სისტემის ჩართვა და გამორთვა ერთი ღილაკის დაჭერით არის შესაძლებელი, რაც საშუალებას გაძლევთ ქალაქის პირობებში საწვავის მოხმარება შეამციროთ. საჭიროების შემთხვევაში კი ”ფორტუნერი” სამაგალითო ყველგანმავალია, რადგან აქვს სრული ამძრაობა დამადაბლებელი გადაცემით და უკანა ღერძი დიფერენციალის ბლოკირების სისტემა, რომლის ჩართვა/გამორთვაც აგრეთვე სალონში არსებული ღილაკით ხდება.

გარდა ამისა, ”ფორტუნერის” შემთხვევაში ”ტოიოტას” ოფიციალური დილერები გვთავაზობენ სპეციალურად ჩვენი ქვეყნის პირობებისთვის ადაპტირებულ სავალ ნაწილს და უამრავ თანამედროვე ასისტენტ-სისტემას. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის უკანა ხედვის კამერა. აღმართის ელექტრონული ასისტენტი, შუქდიოდური (LED) განათება და ა.შ. ინტერიერში შეხვდებით მულტიმედია-სისტემის ახალ ცენტრალურ მონიტორსაც.

ახალი ”ტოიოტა ფორტუნერი” სამაგალითო ყველგანმავალთა კლასის ღირსეული წარმომადგენელია, რომელსაც შეუძლია, გადალახოს ნებისმიერი სახის უგზოობა და იყოს თქვენი თავდაჯერებულობის გარანტი ნებისმიერ გზაზე.

„ტოიოტა ფორტუნერის“ შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან - „ტოიოტა ცენტრი თბილისსა“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“, საახალწლო შეთავაზებით $27,100-ის ნაცვლად $25,900 არის შესაძლებელი. გახსოვდეთ რომ, მხოლოდ ოფიციალურ დილერებთან შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილები, რომლებიც შექმნილია საქართველოს რეგიონალური სპეციფიკის გათვალისწინებით. ასე რომ, თუ გსურთ, რომ შეიგრძნოთ ”ტოიოტას” ნამდვილი ხარისხი და შეძლოთ, გამოიყენოთ თქვენი ავტომობილის შესაძლებლობის მაქსიმუმი, აუცილებლად შეიძინეთ ავტომობილი ოფიციალურ დილერთან.

ასევე იხილეთ:
TOYOTA C-HR - წარმატების ბრწყინვალე გაგრძელება
Auto Bild


ჰიბრიდული Toyota RAV4
ინოვაციური, კომფორტული, ეკოლოგიური

Auto Bild


ასევე იხილეთ:
ახალი ტოიოტა ფორტუნერი -

თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე
Auto Bild


ახალი ტოიოტა კოროლა,
მსოფლიო ბესტსელერი სპეციალურ ფასად

Auto Bild


Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად
და განსაკუთრებული საჩუქრებით

Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 საქართველოშია!
Auto Bild


ამერიკელმა ტოიოტას პიკაპით
1,6 მილიონი კილომეტრი ურემონტოდ გაიარა!

Auto Bild


ტოიოტა ისევ ნომერ პირველი კონცერნია!
Auto Bild


ლენდ კრუიზერი 6-ბორბლიან მონსტრად გადააკეთეს!
Auto Bild


TopGear Top 5: ყველაზე პრაქტიკული ყველგანმავლები
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 ჰიბრიდული სისტემით
Auto Bild


წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild


ლეგენდარული „გზის მეფე“
Auto Bild
article image
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
article image
Cat Image
2017-02-15 06:00:46
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს
article image
Cat Image
2017-02-13 06:02:39
AMG-მ ”E-კლასს” 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა
სხვა სიახლეები
23.02.2017
დღეს ჟურნალი ”AUTO BILD საქართველო” წლის საუკეთესო ავტომობილებს გამოავლენს. „ოქროს საჭის” დაჯილდოების ცერემონიალს
სრულად
21.02.2017
აპრილის პირველივე შაბათ-კვირას, 1 და 2 აპრილს საქართველო უმაღლესი დონის საერთაშორისო საავტომობილო ღონისძიებას უმასპინძლებს
სრულად
21.02.2017
ორიგინალური საგაზაფხულო შემოთავაზება, მხოლოდ „ტოიოტა“-ს ოფიციალურ დილერებთან
სრულად
ახალი ნომერი