საბჭოთა მანქანები და ქუთაისური კოლხიდა სულ სხვა სტილში
საბჭოთა მანქანები და ქუთაისური კოლხიდა სულ სხვა სტილში
19.12.2016
საბჭოთა ადამიანს ავტოინდუსტრიის ისეთი საინტერესო მიმართულებაც გამოატოვებინეს, როგორიცაა ჰოთ როდინგი. ესეც ერთგვარი ტუნინგია, უფრო უცნაური და ხშირად თავშესაქცევი მიმართულებებით. მაგრამ რაც მთავარია, ძალიან პოპულარულია ამერიკაში, ავსტრალიაში და ბოლო დროს, ევროპაშიც მკვიდრდება. რაც მთავარია, ჰოთ როდებში ენთუზიასტს ყველაზე თამამი იდეების განხორციელება შეუძლია და ამისთვის არავინ დაძრახავს.

სხვა თუ არაფერი, ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა, სადაც მილიარდობით დოლარი ბრუნავს და რომელსაც ყოველწლიურად, მსოფლიოში (ალბათ) უდიდესი, ლას ვეგასის სპეციალური ეკიპირების შოუ (SEMA) ეძღვნება. სხვათა შორის, ამ მიმართულებას თავად ამერიკული კომპანიებიც დიდ ყურადღებას აქცევენ.

მაგრამ საბჭოთა კავშირში კერძო ბიზნესი არ არსებობდა და შესაბამისად, საკუთარი ავტოს ინდივიდუალიზაციისთვს, ადამიანს ნაკლები გასაქანი ჰქონდა. რა თქმა უნდა, რკინის ფარდის აქეთაც იყვნენ ენთუზიასტები, რომლებიც სიმწრით ნაშოვნ თანხებს არ იშურებდნენ იმისთვის, რომ საკუთარი ერთგული ბორბლიანი მეგობარი გაეკოხტავებინათ, ან სხვებისგან განსხვავებულად გამოეწყოთ. ისეთებიც იყვნენ და არიან (მათ შორის საქართველოშიც), ვინც ”ჟიგულის” ბაზაზე საკუთარი დიზაინის ავტომობილს ამზადებდა. მაგრამ ასეთებს მთელს კავშირში თითზე თუ ჩამოთვლიდი.

Auto Bild

უკრაინელი დიზაინერი ანდრეი ტკაჩენკო თავის ჰოთ როდებს ფოტოშოპში ხატავს. დონორად საბჭოურ ავტომობილებს იყენებს, რომლებსაც ძირითადად ამერიკული ჰოთროდინგის სტილში აფორმებს. მისი ნამუშევრების მიხედვით, არაერთი კლასიკური ”ასფალტის მწველის” დამზადება შეიძლება. ასეთია მაგალითად, უნივერსალი ”გაზ-22”. მაქსიმალურად დაწეული საკიდარით, კაპოტში ამოსული კარბურატორის ჰაერის ამღებებით და მათი ხუფით, ასევე გვერდზე გამოტანილი გამოსაბოლქვი მილით, ეს კლასიკური ჰოთ როდია. მხოლოდ ერთი ნიუანსი მოუხდებოდა - დადაბლებული შუშები.

Auto Bild

რიგის ქარხნის მიკროავტობუსის ბაზაზე, ტკაჩენკომ ნამდვილი მონსტრი შექმნა, რომელიც გარეგნულად დროზე რბოლებისთვისაა. სახელად ”რაფ-977” შეურჩია, რითაც ”პორშე 911-თან” ასოცირდება. მას ბაზაში აეროდინამიკის შესაფერისი მონსტრი ძრავა აქვს, რაზეც გარეთ გამოსული ოთხი გამოსაბოლქვიც მეტყველებს (ასეთები ალბათ მეორე მხარესაცაა). მოკლედ, ეს მანქანა დროის ხარჯვად ღირდა...

Auto Bild

”გაზ-20 პობედა ტროფი რეიდ კონცეპტიც” სარბოლოა და სახელით მიგვანიშნებს, რომ რალი რეიდებისთვის ”გამოდგება”. ბორბლებიც შესაფერისი აქვს და ზურგზე მოგდებული სათადარიგო ბორბალიც დაკარის მონსტრების სტილშია. ოღონდ, კაპოტში ვერჩატეული კარბურატორები თანამედროვე ტექნოლოგიებს არ შეესაბამება. თუმცა არაუშავს, ”იმ დროს” დაკარი თუ არ ტარდებოდა, ბახას ტიპის რბოლებს უფრო დიდი ისტორია აქვს...

Auto Bild

ტრაქტორი ”სტალინეცი” ფოტოშოპის მიუხედავადაც ნამდვილი ანომალიაა და ისეთ ”სარბოლო” კლასსაც ძნელად შეეფერება, როგორიცაა ”ტრაქტორ პულინგი”. უკან ფრთა რისთვის სჭირდება? ალბათ მხოლოდ იმისთვის, რომ მის სარბოლო წარმომავლობას გაესვას ხაზი...

Auto Bild

სატვირთო ავტომობილების რალი-ქროსი ალბათ ბევრს ემახსოვრება. ასეთი რბოლები საბჭოეთში ტარდბოდა. და ეს ”გაზ-52” სწორედ ამ რბოლებს მოგვაგონებს. თუმცა ავტორი მასაც რალი რეიდებს მიაწერს. პრნციპში, ამისთვისაც გამოდგება, თუ შესაფერისი ძრავითაც აღიჭურვება.

Auto Bild

”ზაპოროჟეცი” იაპონურ სტილში. ტიპიური ჰოთ როდი, დონორის ელეგანტური ვერსია, რომელიც ალბათ მცირესერიულ წარმოებაშიც გამოდგებოდა. ძალიან უხდება განიერი თაღები და ზორბა ბორბლები, რომ არაფერი ვთქვათ დაგრძელებულ კუდზე და დამოკლებულ სალონზე.

Auto Bild

როგორი იქნებოდა ლე მანის სტილის საბჭოთა სარბოლო პროტოტიპი? ალბათ ისეთი, როგორიცაა ეს ”ჩაიკა გაზ-13”. მას ყველაფერი ჟანრის შესაფერისი აქვს. ”ჩაიკასთან” მის ნათესაობას კი ისეთი ელემენტებით მიგვახვედრებს, როგორიცაა ფსევდო-რადიატორის ცხაურა და მასში მოთავსებული ორი ჰაერის ამღები.

Auto Bild

ტკაჩენკომ არც ქათაისური ”კოლხიდა” დაივიწყა და მის ბაზაზე, სარბოლო ავტომობილების მზიდი ”კაზ-607 კოლხიდა” შემოგვთავაზა. ვერაფერს იტყვით, ქართულ ავტომობილს საპატიო მისია დაეკისრა, რომელსაც ალბათ თავს გაართმევდა.

Auto Bild

”ლადა 2106” კი 70-იანი წლების სარბოლო ავტომობილების სტილშია შესრულებული და მოწონებას იმსახურებს. გაგანიერებული ავტომობილი მრავალი ჰაერის ამღებით, უკანა დიდი ანტიფრთით და ელერონით, სპლიტერით და სხვა აეროდინამიკური ელემენტებით, თუ ძლიერი ძრავიც ექნებოდა, საკმაოდ წარმატებული იქნებოდა... ალბათ...

Auto Bild

”რედ როკეტი” ”გაზ-21-ის” ბაზაზე შემუშავებული პიკაპია, რომელსაც ქალაქგარეთ მოტოციკლის გადასატანად გამოიყენებდა კაცი. საინტერესოდაა გადაწყვეტილი მისი ”გაბერილი” კაპოტი. რაც მთავარია, ჰოთ როდის სტილში დადაბლებული საკიდარი აქვს, ბორბლები კი ძარის ქვეშ ღრმადაა ჩამალული.

Auto Bild

”პობედა” კუპეს ძარით ნამდვილი მიგნებაა! ის აუცილებლად გაახალისებდა საბჭოთა ავტოინდუსტრიას. ყოველ შემთხვევაში, ამერიკაში ამ ტიპის კუპეები პოპულარობით სარგებლობდა.

Auto Bild

დაბოლოს, პატარა კუზიანი - სარბოლო სტილში შესრულებული ”ზაპოროჟეცი”, რომელსაც უზარმაზარი ბორბლები (სლიკებით) და უკანა ანტი ფრთა ამშვენებს. ძარა კი ისეა გაფორმებული, იფიქრებთ, რამდნმე ავტომობილისგანაა შეკოწიწებული - ”კაპოტი” მწვანე აქვს, მარცხენა კარი წითელი და ერთიანად დაჟანგულია. თითქოს, რბოლისთვის მზადებისას, მისმა პატრონმა შეღებვა ვეღარ მოასწრო...

დანარჩენი მოდელები იხილეთ ფოტოგალერეაში:
ფოტოგალერეა: საბჭოთა მანქანები ჰოთ როდების სტილში
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ვაზ 2101-ის ხუთი ტყუპისცალი,
რომლებსაც შესაძლოა არ იცნობდით

Auto Bild


როგორ გავყიდოთ ზაპოროჟეცი 9 000 დოლარად
Auto Bild


ერთადერთი ეგზემპლარი მსოფლიოში:
იცოდით ამ კაბრიოლეტის შესახებ?

Auto Bild


გაგიჟდით?! 1979 წელს გამოშვებულ
”ნოლ შესტს” 80 000 დოლარად ყიდიან!

Auto Bild


გერმანიაში 1992 წელს გამოშვებული ”ნოლ პიატი” ძვირად ფასობს!
Auto Bild


პუტინის ახალი ლიმუზინის პირველი ოფიციალური გამოსახულებები
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რეტრო-ჟიგული - რუსები ახალ ”კაპეიკას” გამოუშვებენ?
Auto Bild


რუსეთში ცოლს პედლები აერია და ქმარს დაარტყა! (+ VIDEO)
Auto Bild


რუსებმა УАЗ ”ბუხანკის” ინტერიერი 52 წლის შემდეგ პირველად განაახლეს
Auto Bild


ვიდეო: პუტინმა УАЗ-ის კარი ვერ გააღო,
რუს გენერალს კი სახელური ხელში შერჩა...

Auto Bild


როგორი იქნება პუტინის ახალი ლიმუზინი?
Auto Bild


როგორი მანქანები უყვარს პუტინს?
Auto Bild


გრძელი ნივის ახალი ვერსია
Auto Bild


რუსული პატარა ”ტანკი” და ნივა - შეხვედრა მთაში
Auto Bild


რუსული სუპერქარი?
Auto Bild


უცნობი რუსული ავტომობილები
Auto Bild


რუსული ტიუნინგის ”მარგალიტები”
Auto Bild


რას წერენ გერმანელები ახალ ნივაზე
Auto Bild


ახალი რუსული მანქანა: რის მაქნისია ეს ლადა?
Auto Bild


ქალი და მანქანა საბჭოთა კავშირში
Auto Bild


რუსი გოგონები ცუდი გზების წინააღმდეგ (+ VIDEO)
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
„მერსედესმა“ თავის ლუქს-კლასის ბრენდ „მაიბახის“ უგზოობის მოდელი „G650 ლანდოლე“ რამდენიმე თვის წინათ გაგვაცნო.
სრულად
22.05.2017
სათაურის წაკითხვის შემდეგ ალბათ იფიქრეთ, რომ ჩინური ელექტრომობილი უნდა გაგაცნოთ, რადგან ყველაზე იაფი ელექტრომობილები სწორედ ჩინეთში იწარმოება, მაგრამ არა
სრულად
22.05.2017
BMW-ს კაბრიოლეტებთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს.
სრულად
ახალი ნომერი