ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
28.12.2016
რამდენად სწრაფია? რამდენად ეკონომიური? როგორ ამუხრუჭებს? ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხებს ტესტ-დრაივის დროს ვპოულობთ ხოლმე. ახლა კი გაგაცნობთ საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის

თქვენ გინდათ, რომ ყველაფერი ძალიან ზუსტად იცოდეთ? ჩვენც! ვარაუდები სხვების საქმეა, ჩვენ ყველაფერს აბსოლუტურად ზუსტად ვითვლით. სატესტო ავტომობილებს მილიმეტრული სიზუსტით ვზომავთ ხოლმე, სამუხრუჭე მანძილს - წამის მეათედებში. შესაბამისად, ბოლოს აბსოლუტური სიზუსტით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ესა თუ ის მოდელი ამა თუ იმ დისციპლინაში საუკეთესოა.

საერთო ჯამში, შეფასების ჩვენი სისტემის მიხედვით, 1200 ავტომობილი შევაფასეთ.

ყველაზე უხმაურო ავტომობილები

Auto Bild
Mercedes S-კლასის ინტერიერი სიმშვიდის ზონაა. საუკეთესო ხმაურიზოლაციის დამსახურებით, მძღოლს და მგზავრებს თითქმის არაფერი ესმით

ელექტრონული სვლა ავტომატურად უხმაუროდ სვლას ნიშნავს? არა. საქმე ისაა, რომ ხმაურს მხოლოდ ძრავა კი არ იწვევს, არამედ ჰაერის ნაკადი, საბურავები და ა.შ. შესაბამისად, ამ სიაში ელექტრომობილი არ ჩანს! ყველაზე უხმაურო ავტომობილი ჩვენს ტესტებში ”მერსედესის” ”S-კლასი” იყო! უფრო ზუსტად: S 500 4Matic. ეს უკანასკნელი 130 კმ/სთ სისწრაფის დროსაც ისეთი ჩუმია, როგორც მცირელიტრაჟიანი 40 კმ/სთ სისწრაფის დროს.

Auto Bild
Audi A8 4.0 TFSI

მოდელი                                                  კვ (ცხ. ძ.)                 დბ

1. Mercedes S 500 4Matic                        335 (455)                  54/60/66

2. Audi A8 4.0 TFSI                                 320 (435)                  54/61/66

2. Audi Q7 3.0 TDI e-tron quattro           190 (258)                  56/61/64

4. Mercedes E 200                                    135 (184)                  54/62/66

4. Audi A4 allroad quattro 3.0 TDI         200 (272)                  54/62/66

4. Bentley Mulsanne Speed                      395 (537)                  56/61/65

7. Audi A4 3.0 TDI                                   200 (272)                  55/62/66

7. Audi A4 Avant 3.0 TDI                        200 (272)                  55/62/66

7. BMW X5 xDrive25d                            160 (218)                  56/61/66

7. Audi A6 2.0 TDI Ultra                         140 (190)                  55/63/66


ასევე იხილეთ:
ავტომობილები მობრუნების საუკეთესო რადიუსით - AUTO BILD-ის TOP 10
Auto Bild


ყველაზე ეკონომიური ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
Auto Bild

article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
18.01.2017
საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ”მერსედესი” G-კლასის პიკაპზე მუშაობს, რომელიც G 500 4x4²-ის ბაზაზე შეიქმნება.
სრულად
18.01.2017
ლას ვეგასში გამართულ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუზე (CES), „ჰიუნდაიმ“ თავისი მომავლის ინტერიერი ორიგინალურად, საცხოვრებელი შენობის ნაწილად წარადგინა.
სრულად
18.01.2017
ლეგენდარული გერმანული ტრეკის აბსოლუტური რეკორდი ამჟამად სწორედ „რადიკალის“ მოდელს ეკუთვნის
სრულად
ახალი ნომერი