ფორმულა 1-ის შეფის ლამაზი ქალიშვილი
ფორმულა 1-ის შეფის ლამაზი ქალიშვილი
04.01.2017
ფორმულა ერთის ჯერაც მთავარ პრომოუტერ ბერნი ეკლსტოუნზე ვერავინ იტყვის, გარეგნობით გამოირჩევაო. უფრო სწორედ, გამოირჩევა, უღონდ უარყოფითი თვალსაზრისით - სიმაღლეში მხოლოდ 159 სანტიმეტრია და ვერც სხვანაირად მოგხიბლავთ.
Auto Bild
თუმცა 32 წლის წინათ ცოლად შეირთო ქალი, რომელზეც ალბთ ბევრი ოცნებობდა. იმ ქალმა - სლავიკა რადიჩმა (ხორვატი) პირველ შეხვედრაზე აინუნშიც არ ჩააგდო თანამედროვე F1-ის მთავარი შემოქმედი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ გუნდ „ბრებჰემის” მფლობელი იყო. მაგრამ შემდეგ „ჰობიტმა“ (ეს მეტსახელი ბერნის ეკუთვნის) შეძლო 188 სანტიმეტრის სიმაღლის მოდელის მოხიბვლა.

მათ ორი შვილი ეყოლათ - ტამარა და პეტრა. ბედად, ორივე სლავიკას დაემსგავსა. ბერნის ოჯახი 2009 წელს დაეშალა, თუმცა შვილები მის გვარს ატარებენ და მათი ყოველი გამოჩენა ორმაგად საყურადღებოა. ორივე სკანდალური პიროვნებაა და ისინი F1-ის პადოკში ხშირად ჩნდებიან ხოლმე. ერთხელ ტამარამ თვით ჯენსონ ბატონიც კი გააკრიტიკა, რომელსაც თავისი საჩემპიონო ტიტული ახალი მოპოვებული ჰქონდა. ტამარამ უცერემონიოდ განაცხადა, რომ ჯენსონი ტიტულს არ იმსახურებს და მასზე უკეთესი პილოტი ლუის ჰემილტონია.

ახლა კი უფრო კარგად გაიცანით ტამარა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინათ, ჟურნალმა FHM, მსოფლოს 50 ყველაზე სასურველ ქალბატონთა სიაში შეიყვანა: დაათვალიერეთ მისი ფოტოები.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ტამარა ეკლსტოუნის საუკეთესო ფოტოები
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
article image
Cat Image
2017-04-24 06:59:58
„ჩელენჯერ დემონი“ - ასე ჰქვია „დოჯის“ უჩვეულოდ მძლავრ ”მასქლ ქარს”, რომელიც თავად ფილმ „ფორსაჟის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ვინ დიზელმა წარადგინა.
article image
Cat Image
2017-04-19 09:13:41
განახლების შემდეგ, Mercedes ”S-კლასმა” ახალი ძრავები და ასისტენტ-სისტემები მიიღო. ყველაფერი ფეისლიფტის შესახებ!
ახალი ნომერი