კიამ ახალი პიკანტო გაგვაცნო
კიამ ახალი პიკანტო გაგვაცნო
04.01.2017
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი სპორტული ვიზუალური კომპლექტაციითაა (GT Line) წარმოდგენილი. თეთრი ფერი, წითელი აქცენტები, დიდი საჰაეროები, ორი მაყუჩი - ფოტოების დათვალიერებისას ”პიკანტოს” დიდი ძმა, Kia pro cee'd GT გაგახსენდებათ.

Auto Bild

2017 წლის მეორე კვარტალში ”პიკანტოს”, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ვერსიაც გამოვა. ახალი მოდელი წინა მხრიდან უფრო დიდ ”კია რიოს” მოგაგონებთ. მიუხედავად იმისა, რომ ზომები არ გაზრდილა (სიგრძე: 3,60 მეტრი), ახალ ”პიკანტოს” 15 მილიმეტრით გრძელი თვლების ბაზა აქვს, რაც ინტერიერში სულ ოდნავ მეტ სივრცეს ნიშნავს.

Auto Bild

ინტერიერის, კერძოდ კი კოკპიტის დიზაინიც ”კია რიოსკენაა” ორიენტირებული. შუაში დიდი სენსორული ეკრანია დასმული. კორეელები ახალ ”პიკანტოში” ინდივიდუალიზაციის მეტ შესაძლებლობებს, მეტ ტექნიკას, უკეთეს კომფორტს და გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას გვპირდებიან.
Auto Bild
პირველ ფოტოებზე მხოლოდ 5-კარიან ვერსიას ვხედავთ. გამორიცხული არ არის, რომ ”კიამ” საერთოდ უარი თქვას ”პიკანტოს” 3-კარიან ვერსიაზე. ძრავებს კი, ”კიას” ახალი მცირელიტრაჟიანი თანაკონცერნელი Hyundai i10-სგან მიიღებს - ეს იქნება ბენზინის 1-ლიტრიანი და 1,2-ლიტრიანი აგრეგატები. შესაძლოა, კორეელებმა ”პიკანტოშიც” შემოგვთავაზონ 3-ცილინდრიანი ტურბო-ძრავა. ახალი ”პიკანტოს” პრემიერა ევროპაში ჟენევის ავტოშოუზე (9-19 მარტი) შედგება.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
ახალი Kia Rio ახალი სახით
Auto Bild


ეს კია კარგად სრიალებს! (+ VIDEO)
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მშვიდი ადამიანების მანქანა
Auto Bild


შრაიერი: კიას უკვე ევროპული ალღო აქვს!
Auto Bild


ახალი სორენტო სრული სვლით
Auto Bild


ჯერ არასდროს არ ყოფილა კია ასე იტალიური
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
article image
Cat Image
2017-04-24 06:59:58
„ჩელენჯერ დემონი“ - ასე ჰქვია „დოჯის“ უჩვეულოდ მძლავრ ”მასქლ ქარს”, რომელიც თავად ფილმ „ფორსაჟის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ვინ დიზელმა წარადგინა.
article image
Cat Image
2017-04-19 09:13:41
განახლების შემდეგ, Mercedes ”S-კლასმა” ახალი ძრავები და ასისტენტ-სისტემები მიიღო. ყველაფერი ფეისლიფტის შესახებ!
სხვა სიახლეები
25.05.2015
”მერსედესმა” M-კლასი გადაამუშავა და GLE დაარქვა. სიახლეა Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც
სრულად
17.04.2015
Active Tourer დააგრძელეს და ესეც ასე: BMW-ს პირველი ვენი მზადაა!
სრულად
03.04.2015
საინტერესო დიზაინი, თანამედროვე ტექნიკა, მისაღები ფასი - ახალი Superb შეტევაზე გადადის!
სრულად
ახალი ნომერი