როგორ ვითარდებოდა ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭე ნახევარი საუკუნე
როგორ ვითარდებოდა ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭე ნახევარი საუკუნე
05.01.2017
ფორმულა 1 საავტომობილო ინდუსტრიის განვითარების ავანგარდია. სწორედ სამეფო რბოლებში მონაწილე სარბოლო ავტომობილებზე ხდება უახლესი და მოწინავე ტექნოლოგიების გამოცდა, რომელთა უმეტესობაც, შემდგომში სერიულ ავტომობილებზეც ინერგება.

ასეთი სიახლე იყო საწვავის შეფრქვევა, ტურბო კომპრესორი, დაკიდების აქტიური სისტემა, უსაფრთხოების ღვედები, ასევე აეროდინამიკის ელემენტები. ეს ყველაფერი პირველად F1-ში გამოიყენეს, შემდეგ კი მათ სერიულ ავტომობილებზეც გადაინაცვლეს.Auto Bild

F1-ის პირველი ჩემპიონტიდან (1950 წელი) მოყოლებული, სარბოლო ბოლიდები გარეგნულადაც ძლიერ შეიცვალა და დაიხვეწა. ამ ცვლილებათა მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, მეტი ეფექტურობა და უსაფრთხოება იყო. პილოტის სამუშაო პოზიციაც კი რადიკალურად განსხვავებულია - რომ არაფერი ვთქვათ ძალიან კომპაქტურ შეთანწყობაზე. შეიცვალა მასალები, რომლებისგანაც ავტომობილები მზადდება. და ამ მხრივაც, F1 ავტოინდუსტრიის ავანგარდშია - კარბონის კომპოზიტის გამოყენება არამხოლოდ სუპერ ავტომობილების, არამედ სერიული მოდელების კონსტრუქციაშიც დაიწყეს.

ცალკე თემაა სარბოლო ავტომობილების საჭის რგოლი. ის წლების განმავლობაში სულ უფრო პატარავდებოდა და ფორმასაც კი იცვლიდა. თანამედროვე საჭეს აღარ აქვს რგოლის ფორმა, ის უფრო თვითმფრინავის შტურვალს ჰგავს. და რაც მთავარია, მაჩვენებლების დაფის როლსაც ასრულებს და უამრავ გადამრთველსაც იტევს. F1-ის თანამედროვე ბოლიდის საჭე მთელი ინფრასტრუქტურაა, რომლის გამოყენებასაც ცალკე სწავლა სჭირდება.

Auto Bild
აირტონ სენა

ამ ვიდეოზე ნაჩვენებია, როგორი იყო F1-ის სარბოლო მანქანის საჭის რგოლი 1957 წელს და როგორ იცვლებოდა ის დღემდე. თუ პირველი 25 წლის განმავლობაში, საჭეს მხოლოდ ზომა და ფორმა ეცვლებოდა, 1980-იანი წლებიდა მასზე პირველი გადამრთველები და ღილაკები გამოჩნდა. ამასთან, ის მოსახსნელი გახდა, რაც უსაფრთხოების მოთხოვნებით იყო ნაკარნახები. მერე კი, 1990-იანი წლებიდან ის თანდათან დაიტვირთა და უამრავი ფუნქცია შეიძინა...

იხილეთ ვიდეო:
როგორ ვითარდებოდა ფორმულა 1-ის
ბოლიდის საჭე ნახევარი საუკუნე



ასევე დაგაინტერესებთ:
ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს...
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


პლანეტის ყველაზე სექსუალური ავტომრბოლი ქალები
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
article image
Cat Image
2017-04-24 06:59:58
„ჩელენჯერ დემონი“ - ასე ჰქვია „დოჯის“ უჩვეულოდ მძლავრ ”მასქლ ქარს”, რომელიც თავად ფილმ „ფორსაჟის“ მთავარი როლის შემსრულებელმა ვინ დიზელმა წარადგინა.
article image
Cat Image
2017-04-19 09:13:41
განახლების შემდეგ, Mercedes ”S-კლასმა” ახალი ძრავები და ასისტენტ-სისტემები მიიღო. ყველაფერი ფეისლიფტის შესახებ!
სხვა სიახლეები
27.04.2017
გადაწყვეტილი და ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული ამბავია, რომ 2019 წლიდან ”აუდი” Q3-სა და Q5-ს შორის არსებულ სიცარიელეს ახალი მოდელით შეავსებს, რომელსაც, რა თქმა უნდა, Q4 ეწოდება.
სრულად
27.04.2017
ჩინეთი დღეს ყველა საავტომობილო კომპანიისთვის მიმზიდველი ბაზარია. სხვანაირად ვერც იქნება, რადგან იქ მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი იყიდება. მაგრამ ადრე ასე არ იყო
სრულად
27.04.2017
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ „ტოიოტა სუპრას“, რომელზეც იაპონური კომპანია BMW-სთან ერთად მუშაობს, ბავარიელთა მიერ შემუშავებული აგებულება და აღჭურვილობა ექნება.
სრულად
ახალი ნომერი