იცოდით? სუბარუს 12-ცილინდრიანი ოპოზიტი კიონიგსეგისთვის
იცოდით? სუბარუს 12-ცილინდრიანი ოპოზიტი კიონიგსეგისთვის
09.01.2017
ეს ისტორია ძველია - ისეთი ძველი, რომ ალბათ ბევრმა არც იცის! ის „სუბარუს“ და „კიონიგსეგის“ თანამშრომლობას ეხება. შვედური კომპანია დღეს ცნობილია, როგორც ძალიან ძვირადღირებული ჰიპერავტომობილების მწარმოებელი, მაგრამ თავის დროზე, თავისი პირველი ავტომობილის შემუშავებას მთელი 10 წელი მოანდომა.

იმ ავტომობილზე მუშაობის საწყის ეტაპზე, „კიონიგსეგს“ სურდა, რომ 12-ცილინდრიანი ტურბო ძრავა გამოეყენებინა. თანაც, აგრეგატს ცილინდრების ოპოზიტური განლაგება უნდა ჰქონოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში, ასეთ ძრავას (ოღონდ, ტურბოს გარეშე) „სუბარუ“ ფორმულა 1-სთვის, თავის იტალიელ პარტნიორ „მოტორი მოდერნისთან“ ერთად, გუნდ „კოლონისთვის“ ამზადებდა.

Auto Bild

ძრავა მეტისმეტად მძიმე და დიდგაბარიტიანი გამოვიდა, რის გამოც, „კოლონი“ მაჩანჩალების მარაქას ვერ გასცდა. გუნდის პილოტებმა ერთხელაც ვერ შეძლეს საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვა. მართალია, ფორმულა 1-ში ამ ძრავამ ვერ ივარგა, მაგრამ მისით მაინც დაინტერესდა შვედური კომპანიის დამაარსებელი კრისტიან ფონ კიონიგსეგი. მისი არჩევანის მთავარი მიზეზი, ოპოზიტური ძრავისთვის დამახასიათებელი, დაბალი სიმძიმის ცენტრი იყო.

ფონ კიონიგსეგი დაუკავშირდა „მოტორი მოდერნის“ და სთხოვა, აღნიშნული ძრავის საგზაო ვერსია შეემუშავებინათ. ძრავის მუშა მოცულობა 3.5-დან 3.9 ლიტრამდე გაიზარდა. მუხლა ლილვის ბრუნთა მაქსიმალური რიცხვი კი წუთში 9 000-მდე შემცირდა. რაც მთავარია, აგრეგატი ორი ტურბოკომპრესორითაც აღიჭურვა. საბოლოოდ, ძრავის სიმძლავრე მხოლოდ 580 ცხენის ძალის დონეზე დაფიქსირდა. ფონ კიონიგსეგს კი მეტი სურდა!

Auto Bild

ძრავის სრულყოფაზე მუშაობის დაწყებიდან მოკლე ხანში, „მოტორი მოდერნი“ გაკოტრდა. „კიონიგსეგმა“ თავისი ძალებით სცადა აგრეგატის სრულყოფა, რისთვისაც იტალიური კომპანიის დანადგარები და ძრავის პროექტი გამოისყიდა. სამუშაო პროცესში, ძრავის სიმძლავრის 750 ცხენის ძალამდე გაზრდა მოხერხდა, მაგრამ ეს მის სამუშაო რესურსზე უარყოფითად აისახა. თანაც, ფონ კიონიგსეგს ამაზე მეტი ცხენის ძალები სურდა.

საბოლოოდ, მან უარი თქვა თავის ახირებაზე და ოპოზიტური ძრავის ნაცვლად, თავისი პირველი ავტომობილი „ფორდის“ წარმოების 4.7-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვა, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურებოდა. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...

ასევე იხილეთ:
6-ბორბლიანი ჰამერი ლენდ როვერის ძრავით
გაიცანით: Bureko 6×6

Auto Bild

6-ბორბლიანი Ford Raptor 600 ცხენის ძალით
Auto Bild


ლენდ კრუიზერი 6-ბორბლიან მონსტრად გადააკეთეს!
Auto Bild


ჰიტლერის მერსედესი, რომელიც ადოლფმა
ესპანეთის სამეფო ოჯახს აჩუქა

Auto Bild


ყველაზე გამორჩეული 8-ბორბლიანი ავტომობილები
Auto Bild
article image
2017-01-10 11:12:03
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.
article image
Cat Image
2017-01-09 12:09:06
ახალი ცხვირი, ახალი ტექნიკა: ”მერსედესმა” თავისი კომპაქტური SUV, პოპულარული GLA განაახლა.
article image
Cat Image
2017-01-04 12:02:45
”კიამ” ახალი ”პიკანტოს” პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნდა, რომლებზეც კორეელთა მცირელიტრაჟიანი
სხვა სიახლეები
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა
სრულად
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად
17.03.2015
სადარბაზოსთან ტაქსი მელოდებოდა. ”მერსედესი”. C კლასი
სრულად
ახალი ნომერი