ფორმულა 1 უფრო ხმაურიანი და სწრაფი იქნება!
ფორმულა 1 უფრო ხმაურიანი და სწრაფი იქნება!
09.01.2017
ეს ამბავი ფორმულა 1-ის მოყვარულებს ძალიან გაახარებს!
Auto Bild
26 მარტს, ავსტრალიის განპრით სამეფო კლასის ახალი სეზონი დაიწყება, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონ ნიკო როსბერგის შემცვლელი უნდა გამოავლინოს და უკვე ცნობილია, რომ ფორმულა 1-ის მომავალი ჩემპიონი უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე მოქმედი, გერმანელი ჩემპიონი.

საქმე ისაა, რომ ხანგრძლივმა კრიტიკამ შედეგი გამოიღო და 2017 წლის სეზონიდან ახალი წესები იმოქმედებს. ბოლიდები უფრო განიერები იქნებიან, უფრო აგრესიულ გარეგნობას მიიღებენ და უფრო მეტ სისწრაფესაც განავითარებენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ახალ სეზონში ბოლიდები უფრო რთულად დასამორჩილებლებიც იქნებიან, რაც პილოტებს საქმეს გაურთულებს, რბოლებს კი უფრო საინტერესოს გახდის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ”პირელიმ” სრულიად ახალი, უფრო განიერი საბურავები მოამზადა!

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, 2017 წელს ფორმულა 1-ის ბოლიდები ერთ წრეს საშუალოდ 3-დან 5 წამამდე უფრო სწრაფად გაივლიან - ასეთია წინასწარი ვარაუდები.

”თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება უდიდესი გამოწვევა პილოტებისთვის,” - აცხადებს ”მერსედესის” შეფი ნიკი ლაუდა, რომელიც კონტრაქტს 2020 წლამდე აგრძელებს. გერმანული პრესის ცნობით, უცვლელი მხოლოდ ძრავები იქნება (V6 ჰიბრიდი).

ტოპ-გუნდები, ”მერსედესი” (23 თებერვალს) და ფერარი (24 თებერვალს) თავიანთ ახალ ბოლიდებს მალე წარმოადგენენ. გაზეთმა ”ბილდ ამ ზონთაგმა” შემოგვთავაზა ფოტო, თუ როგორი შეიძლება იყოს სებასტიან ფეტელის ახალი ბოლიდი (იხილეთ მთავარი ფოტო სტატიის დასაწყისში).

პირველი ტესტები 27 თებერვალს, ბარსელონაში გაიმართება.


შუმახერი ფეისბუქზეა
Auto Bild


ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს...
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


პლანეტის ყველაზე სექსუალური ავტომრბოლი ქალები
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
article image
Cat Image
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
article image
Cat Image
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სხვა სიახლეები
26.03.2017
დასაწყისიც ასეთი უნდა! ფორმულა 1-ის ახალი სეზონის პირველი გრანპრი სებასტიან ფეტელმა (ფერარი) მოიგო!
სრულად
25.03.2017
ფორმულა 1-ის ახალი სეზონის პირველი ეტაპის კვალიფიკაცია დასრულდა: ავსტრალიის გრანპრის სტარტზე, ხვალ, პირველი
სრულად
24.03.2017
ჩინეთში ავტომობილების ინტერნეტით შეძენის უპრეცედენტო სისწრაფე დაფიქსირდა: სულ რაღაც 33 წამში 350 „ალფა რომეო ჯულია“ გაიყიდა!
სრულად
ახალი ნომერი