გაიცანით ახალი Toyota Camry - ეს ის ”კამრი” აღარაა!
გაიცანით ახალი Toyota Camry - ეს ის ”კამრი” აღარაა!
10.01.2017
”ტოიოტამ” დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო.

გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ახალი Toyota Camry დეტროიტის ავტოშოუს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლეა, რადგან წლებია, Camry აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი სედანი გახლავთ. ახალ კი გამოვიდა ახალი მოდელი, რომელმაც წინამორბედის წარმატებული გზა უნდა გააგრძელოს. თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, ”ტოიოტა” ისეთი ფორმულით მოქმედებს, აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რომ ეამება: Camry იწარმოება ამერიკაში, ამერიკელების მიერ და ამერიკელებისთვის!

Auto Bild

ახალი, რიგით მე-8 თაობის Camry-ს დიზაინი წინამორბედზე გაცილებით ემოციურია. ავტომობილი ახალ, ე.წ. GA-K პლატფორმაზეა აწყობილი. რაც შეეხება ძრავებს: გამოყენებულია ბენზინის სრულიად ახალი, 2,5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავა და ასევე ახალი 3,5-ლიტრიანი V6 აგრეგატი. სრულიად ახალია CVT გადაცემათა კოლოფიცა (ვარიატორი) და 8-საფეხურიანი ავტომატიკაც.

Auto Bild

ახალი Camry, რა თქმა უნდა, ჰიბრიდული ვერსიის სახითაცაა ხელმისაწვდომი, რომელშიც ბენზინის 2,5-ლიტრიანი ძრავა და ელექტრომოტორი თანამშრომლობენ. კონკრეტული ტექნიკური მონაცემები იაპონელებს ჯერ არ გაუმხელიათ.

Auto Bild

ნაკლები სიმაღლე, მეტი სიგანე - ახალი Toyota Camry უფრი დაჭიმული ჩანს და მისი პროპორციებიც უფრო დინამიკურია. სრულიად ახალია ავტომობილიც ინტერიერის დიზაინიც. სალონში მაშინვე თვალში მოგხვდებათ S-ფორმის ხაზი ცენტრალურ კონსოლზე. ცენტრალური მომსახურების ელემენტი კი დიდი სენსორული ეკრანია. კოკპიტზე კლასიკური ინსტრუმენტებია და ხელმისაწვდომია ოფციური Head-up-დისპლეი. გაუმჯობესებულია სალონში გამოყენებული მასალების ხარისხიც.

Auto Bild

ახალი Camry ოთხი კომპლექტაციითაა ხელმისაწვდომი: LE, XLE, SE და XSE. უსაფრთხოების კომპლექტაციაშია 10 აირბალიში და თანამედროვე ასისტენტ-სისტემების სრული პაკეტი. გასართობ-საინფორმაციო სისტემა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის სმარტფონთან მეგობრობს და გარდა ამისა, ახალ Camry-ში, სურვილის შემთხვევაში, ულტრამდიდრულ აუდიო-სისტემასაც მიიღებთ.

Auto Bild

”ტოიოტას” ახალი Camry-ს ფასი ჯერ არ გაუმხელია. აღსანიშნავია, რომ ეს Camry-ს ამერიკული ვერსიაა და გამორიცხული არ არის, რომ ევროპული ვერსია ოდნავ განსხვავებული იყოს. როგორც იაპონელები აცხადებენ, ახალ მოდელზე მუშაობისას მათი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ.

ასევე იხილეთ:
ტოიტა ცენტრი თეგეტა-ს მრავალფეროვან
მომსახურებებს TOYOTA PLUS დაემატა

Auto Bild


ახალი „ტოიოტა ფორტუნერი“ - საახალწლო შეთავაზება
Auto Bild


TOYOTA C-HR - წარმატების ბრწყინვალე გაგრძელება
Auto Bild


ჰიბრიდული Toyota RAV4
ინოვაციური, კომფორტული, ეკოლოგიური

Auto Bild


ასევე იხილეთ:
ახალი ტოიოტა ფორტუნერი -

თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე
Auto Bild


ახალი ტოიოტა კოროლა,
მსოფლიო ბესტსელერი სპეციალურ ფასად

Auto Bild


Toyota Land Cruiser Prado სპეციალურ ფასად
და განსაკუთრებული საჩუქრებით

Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 საქართველოშია!
Auto Bild


ამერიკელმა ტოიოტას პიკაპით
1,6 მილიონი კილომეტრი ურემონტოდ გაიარა!

Auto Bild


ტოიოტა ისევ ნომერ პირველი კონცერნია!
Auto Bild


ლენდ კრუიზერი 6-ბორბლიან მონსტრად გადააკეთეს!
Auto Bild


TopGear Top 5: ყველაზე პრაქტიკული ყველგანმავლები
Auto Bild


რა შეუძლია ახალ ”ტოიოტა ჰაილუქსს”?
Auto Bild


განახლებული Toyota RAV4 ჰიბრიდული სისტემით
Auto Bild


წყალბად-მობილი Mirai ახალი Prius-ის წინააღმდეგ - მომავალი ამათია!
Auto Bild


ლეგენდარული „გზის მეფე“
Auto Bild


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
article image
Cat Image
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
article image
Cat Image
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სხვა სიახლეები
26.03.2017
დასაწყისიც ასეთი უნდა! ფორმულა 1-ის ახალი სეზონის პირველი გრანპრი სებასტიან ფეტელმა (ფერარი) მოიგო!
სრულად
25.03.2017
ფორმულა 1-ის ახალი სეზონის პირველი ეტაპის კვალიფიკაცია დასრულდა: ავსტრალიის გრანპრის სტარტზე, ხვალ, პირველი
სრულად
24.03.2017
ჩინეთში ავტომობილების ინტერნეტით შეძენის უპრეცედენტო სისწრაფე დაფიქსირდა: სულ რაღაც 33 წამში 350 „ალფა რომეო ჯულია“ გაიყიდა!
სრულად
ახალი ნომერი