აუდიმ Q8 წარმოადგინა - ყველაფერი მომავალი SUV-კუპეს შესახებ
აუდიმ Q8 წარმოადგინა - ყველაფერი მომავალი SUV-კუპეს შესახებ
10.01.2017
BMW-მ X6-ით დაიწყო, ”მერსედესმა” GLE Coupe-თი გააგრძელა - ”აუდის” კი თავისი SUV-კუპე აქამდე არ ჰყავდა. ზოგი იტყვის, კიდევ კარგი, რომ არ ჰყავდაო, რადგან ასეთი ავტომობილები, ანუ, კუპესებრი გიგანტი SUV-ები ბევრ ავტომოყვარულს არ ეპიტნავება. მაგრამ ფაქტია, რომ SUV-კუპეებზე დიდი მოთხოვნაა და აი, ასეთი ნაბიჯი ”აუდიმაც” გადადგა.

Auto Bild

ინგოლშტადტელებმა დეტროიტის ავტოშოუზე Q8-ს სტუდიური მოდელი წარმოადგინეს, ოღონდ, მათივე თქმით, ეს მოდელი ძალიან ახლოსაა სერიულ ვერსიასთან და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ Audi Q8 სწორედ ასეთი იქნება. ავტომობილი საკმაოდ სპორტულად გამოიყურება - მიუხედავად იმისა, რომ სიგრძეში 5 მეტრზე მეტია.

Auto Bild

”აუდიმ” სტუდიური მოდელი Plug-In-ჰიბრიდული ვერსიის სახით წარადგინა, რომელიც ჩვეულებრივი დენის წყაროდან იმუხტება. ბენზინის სამლიტრიანი ძრავისა და ელექტრომოტორის კომბინაციით, დეტროიტში ნაჩვენები Q8-ს სიმძლავრე 448 ცხენის ძალაა.

Auto Bild

ინგოლშტადტელთა დაპირებით, ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 5,4 წამზე ჩქარდება, მაქსიმუმ 250 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია, 100 კილომეტრზე ოდენ 3 ლიტრ საწვავს მოიხმარს (Plug-in-ჰიბრიდი) და მხოლოდ ელექტროსვლით 60 კილომეტრის გავლა შეუძლია.

Auto Bild

ინტერიერზე ამ დროისთვის ბევრი ლაპარაკი არ ღირს, რადგან სერიულ ვერსიაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. საბარგულის მინიმალური მოცულობა 630 ლიტრია. მართალია, დეტროიტში ნაჩვენები სტუდიური მოდელი ძალიან ახლოსაა სერიულ ვერსიასთან, მაგრამ Audi Q8 რეალურად 2018 წლის ზაფხულში გამოვა.

Auto Bild

იხილეთ ვიდეო:


ასევე იხილეთ:
სუპერსპორტულების დუელი:
Audi R8 VS Porsche 911 (+ ვიდეო)

Auto Bild


აუდიმ საოცარი მინი-SUV შექმნა! (+ VIDEO)
Auto Bild


აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
Auto Bild


როგორ დადის განახლებული Audi A3? (+ VIDEO)
Auto Bild


Audi A3 ახალი ბრწყინვალებით
Auto Bild


გაიცანით სამეფო აუდი
Auto Bild


ასეთი იქნება მომავალი Audi A8-ს ინტერიერი
Auto Bild


მანქანა, რომელსაც უკან სვლა არ ჭირდება!
Auto Bild


ბევრი BMW ახალ A4-ში!
Auto Bild


გაიცანით: შეჯავშნული Audi A8 L
Auto Bild


მანქანები ისეთი კაცებისთვის,
რომლებიც მკერდზე თმას არ იპარსავენ...
Auto Bild


ახალი Audi R8 და ჩემი 24 წუთი ლე მანზე
Auto Bild


ახალი Audi S8 Plus 605 ცხენის ძალით
Auto Bild


ახალი Audi A4 უფრო მსუბუქი,
მძაფრი, დიდი და მდიდრულია!

Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
article image
Cat Image
2017-03-17 09:18:38
ჟენევაში ჩასვლამდე, „ლამბორგინიმ“ თავის სუპერქარ „ურაკანის“ უახლესი, ყველაზე ტემპერამენტიანი ვერსია, მეტსახელად „პერფორმანტე“ (შემსრულებელი) ნურბურგრინგის ტრეკზე გაიყვანა
article image
Cat Image
2017-03-14 06:43:42
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა
სხვა სიახლეები
26.03.2017
დასაწყისიც ასეთი უნდა! ფორმულა 1-ის ახალი სეზონის პირველი გრანპრი სებასტიან ფეტელმა (ფერარი) მოიგო!
სრულად
25.03.2017
ფორმულა 1-ის ახალი სეზონის პირველი ეტაპის კვალიფიკაცია დასრულდა: ავსტრალიის გრანპრის სტარტზე, ხვალ, პირველი
სრულად
24.03.2017
ჩინეთში ავტომობილების ინტერნეტით შეძენის უპრეცედენტო სისწრაფე დაფიქსირდა: სულ რაღაც 33 წამში 350 „ალფა რომეო ჯულია“ გაიყიდა!
სრულად
ახალი ნომერი