მერსედესის სუპერავტომობილი - ქართველი დიზაინერის, ალექს იმნაძის ვერსია
მერსედესის სუპერავტომობილი - ქართველი დიზაინერის, ალექს იმნაძის ვერსია
11.01.2017
დღეისათვის სუპერავტომობილების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი ჰიტი ”მერსედესის” მომავალი ჰიპერავტომობილია, რომელიც ფორმულა 1-ის ძრავით უნდა აღიჭურვოს. შტუტგარტელები ამ მანქანის შესახებ ინფორმაციას ძუნწად, მცირე ულუფებად გვაცნობენ. ერთხელ მისი სილუეტიც გვიჩვენეს, ახლახანს თიზერიც გამოაქვეყნეს, მაგრამ მის გარეგნობაზე ჯერ მხოლოდ წარმოსახვა თუ შეიძლება.

ეს საქმე ყველაზე უკეთ დიზაინერებს ეხერხებათ, რომლებსაც მდიდარი წარმოსახვაც აქვთ და მისი გადმოცემის უნარიც. მათ შორისაა ქართველი დიზაინერი ალექს იმნაძეც, ვისაც არაერთი შესანიშნავი ესკიზური პროექტი აქვს მომზადებული. ახლახან მან მერსედეს-AMG-ს მომავალი ჰიპერავტომობილის თემაზეც შეიმუშავა პროექტი, რომელიც თავისი გარსშემოდენილი ფორმით და სარბოლო პროტოტიპების კლასთან მსგავსებით გამოირჩევა.

Auto Bild

და რა თქმა უნდა, „მერსედესის“ ლოგოს გარდა, ამ კომპანიისადმი კუთვნილების მიმანიშნბელი ისეთი ელემენტიც აქვს, როგორიცაა რადატორის ტიპური ცხაურა. ასეთს სერიულ მოდელებზე ჯერ ვერ ნახავთ, თუმცა შტუტგარტელთა რამდენიმე „მწვანე“ კონცეპტიდან უკვე გვეცნობა და ალბათ, ახალი ქვებრენდის ელექტრულ და ჰიბრიდულ სერიულ მოდელებზეც ვიხილავთ.

Auto Bild

ავტომობილს განსაკუთრებით დახვეწილი აეროდინამიკა აქვს. ჯერ ერთი, მისი ბორბლებიც კი თითქმის მთლიანად დახურულია. უკანა დიფუზორი დიდი გაბარიტებით არ გამოირჩევა. ვერც უკანა ანტიფრთას დაინახავთ. სამაგიეროდ, ავტომობილს კოკპიტის/სანთლის უკანა ნაწილიდან ბოლომდე გაჰყვება თხელი კილი, რომელიც მაღალ სიჩქარეზე ავტომობილის მდგრადობას შეუწყობს ხელს.

Auto Bild

დაბოლოს, ვინც ჯერაც არ იცნობს ალექს იმნძეს: ეს არის ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, რომელმაც ტურინის დიზაინის ევროპული სკოლა აქვს დამთავრებული და თავისი ჯერ მოკლე კარიერის განმავლობაში, მუშაობა მოსაწრო „ბერტონეში“, „მაჰინდრაში“, „ალფა რომეოსა“ და „ფორდში“. მის მიერ ტურინში სწავლისას შესრულებული საკურსო პროექტი, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ნიჭიერი დიზაინერი თავისუფალ დროს საკუთარ კონცეფციებზე მუშაობას უთმობს და შემუშავებული აქვს „მაზერატის“, „ალფა რომეოს“, „ფერარის“, „პორშეს“, „ბუგატის“ და სხვა კომპანიების ვირტუალური პროექტები...

Auto Bild

ასევე იხილეთ:
KIA-ს ქართული მომავალი - გიორგი თედორაძის ხედვა
Auto Bild


ავტოდიზაინის საიდუმლო სამყარო
Auto Bild
article image
2017-02-15 08:00:31
50-იანი წლების ბოლოს, საავტომობილო მსოფლიოს ამერიკელები ბატონობდნენ. მერე ჩავარდნა დაეწყოთ. ძველი დიდების დაბრუნების დროა
article image
Cat Image
2017-02-15 06:00:46
ბრაბუსის ბოროტი ძმები: უმძლავრესი სმარტი ხვდება Rocket-ს, ანუ, სუპერ-S-კლასს
article image
Cat Image
2017-02-13 06:02:39
AMG-მ ”E-კლასს” 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა
სხვა სიახლეები
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა
სრულად
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად
17.03.2015
სადარბაზოსთან ტაქსი მელოდებოდა. ”მერსედესი”. C კლასი
სრულად
ახალი ნომერი