ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
ნინო კასრაძე: ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ადამიანობას ვკარგავთ...
13.02.2017
მსახიობი ნინო კასრაძე ჰიბრიდულ Toyota RAV4-ს მართავს და ამ ავტომობილის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა

“მას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა ევასეული წარმომავლობის დასამტკიცებლად. ის ერთი გამოხედვით თუ მოძრაობით ახერხებს ამას!” - ვკითხულობთ რეჟისორ რეზო შატაკიშვილის ბლოგში ნინო კასრაძის შესახებ, - ”ადის სცენაზე და მისი შარმიც კვადრატში ადის. ის ნინო კასრაძეა. არამარტო რუსთაველის თეატრის, საერთოდ, თაობის პრიმა. ის არ ეკუთვნის არც ერთ არტისტულ დინასტიას. აღიზარდა ტექნიკური ინტელიგენტის ოჯახში, სადაც არ სუფევდა დანაშაულებრივი ფუფუნება. მას სხვა ფუფუნებით ანებივრებდნენ - სიყვარულით.”

”არ ეტყობა: წლები. ეტყობა: ინტელექტი. ის ყოველთვის გაურბის იაფფასიან პოპულარობას, ყვითელ პრესას, არ საუბრობს პოლიტიკურ შეხედულებებზე, არ ცვლის წიგნს კომპიუტერზე, არ აქვს ”ფეისბუქი” - მაუსის ტრიალში არ ლევს წუთისოფელს!” - ესეც ამონარიდია. ასევე რეზო შატაკიშვილის სტატიიდან.

Auto Bild

ბევრი ვიფიქრეთ, როგორ დაგვეწყო სტატია ნინო კასრაძის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირაა, ახალი, ჰიბრიდული Toyota RAV4-ით გადაადგილდება. ეს საავტომობილო ჟურნალია, ჩვენ ავტოჟურნალისტები ვართ და როცა ამა თუ ავტომობილის შესახებ წერას ვიწყებთ, ბევრი ფიქრი არასდროს გვჭირდება ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ფიქრი დაგვჭირდა. დიდხანს ფიქრი. და მაინც ვერაფერი მოვიფიქრეთ. იმიტომ, რომ ნინო კასრაძე უბრალოდ მსახიობი არ არის. არც უბრალო მსახიობია.

ნინო კასრაძეს ჩვენც ვიცნობთ და არ განვეკუთვნებით იმ კატეგორიას, ვინც ის მხოლოდ ტელესერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაიცნო - სცენაზეც გვინახავს და ეკრანზეც. თანაც, ჯერ კიდევ ფილმ ”ორფეოსის სიკვდილში”, რომელიც 1996 წელსაა გადაღებული.

Auto Bild

ჩვენმა ერთგულმა მკითხველებმა იციან, რომ AUTO BILD-ის გარეკანზე ადამიანი, თუნდაც ცნობადი სახე, ძალიან იშვიათად ხვდება. იმიტომ, რომ ეს საავტომობილო ჟურნალია და ჩვენთვის ”სელებრითები” პირველ რიგში ავტომობილებია. ყოფილა გამონაკლისი შემთხვევები, გვყოლია გარეკანზე Tesla-ს შეფი ელონ მასკი, ჩვენი მევლუდ მელაძე და ჩვენი დათა ქაჯაია, ახლა კი, AUTO BILD-ის პირველი გვერდი ნინო კასრაძემ დაამშვენა - ერთ-ერთმა ყველაზე პოზიტიურმა სახემ სრულიად საქართველოს ცნობად სახეებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და პროგრესულ, ეკოლოგიურ ავტომობილთან, ჰიბრიდულ Toyota RAV4-თან ერთად.

► ”რამდენიმე კვირაა, რაც ჰიბრიდული RAV4-ით დავდივარ და, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. მომწონს არა მხოლოდ თვითონ მანქანა, არამედ მომწონს საკუთარი თავიც ამ მანქანის საჭესთან, რადგან ასეთი ეკოლოგიური ავტომობილის მფლობელი გარემოზე ზრუნავს, გაცილებით ნაკლებად აბინძურებს მას..."


"...მას მერე, რაც ჰიბრიდუოლ RAV4-ს ვმართავ, თითქოს სხვა ადამიანი გავხდი და სწორედ ეს მომწონს ჩემში - გარემოზე მზრუნველის როლი,” - გვითხრა ნინომ და ზუსტად ისე გაგვიღიმა, როგორც სჩვევია - გულრწფელი, ნამდვილი ღიმილით. მანამდე კი, ფოტოსესიის დროს, როცა ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე გაღიმებას სთხოვდა, გვეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ, ყალბი ღიმილი არ შემიძლია, თუ როლში არ ვარ და არ ვთამაშობ, ვერ ვიღიმიო.

Auto Bild

”გარდა იმისა, რომ ეს ავტომობილი კარგად გამოიყურება, ეკონომიური და ძალიან ეკოლოგიურიცაა, რაც მისწრებაა ჩვენი დაბინძურებული გარემოსთვის. ყველამ ვიცით, რომ თბილისის ჰაერის დაბინძურებაში 90%-ზე მეტი სწორედ ავტოტრანსპორტზე მოდის და კარგი იქნებოდა, რომ ვისაც შეუძლია, სწორედ ასეთ ეკოლგიურ მანქანებზე შეაჩეროს არჩევანი. თანაც, უკვე თვეზე მეტია, რაც ჰიბრიდული RAV4-ით დავდივარ და მინდა გითხრათ, რომ ყველანაირად მომწონს. ოჯახისთვისაც იდეალურია - კომფორტულია, ტევადი და ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც ოჯახს სჭირდება,” - ესეც ნინოს სიტყვებია.

ავტომობილი დაბრენდილია წარწერებით ”იზრუნე გარემოზე” და ”აირჩიე ჰიბრიდი” - ნინო კასრაძისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარემოზე ზრუნვა სამაგალითო, გადამდები უნდა იყოს.

Auto Bild

”მომავალი ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებისაა! არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთო, რაც, სამწუხაროდ, დღეს საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი სენია. როგორც მსახიობი თამაშობს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ პირველ რიგში სხვებისთვის, ასე უნდა იყო ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და თუ შეგიძლია, რომ ავტომობილის მართვით, თუნდაც გარემოს გაუფრთხილდე და მაგალითი სხვებსაც მისცე, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო!” - მიაჩნია ნინო კასრაძეს.

მანქანას 2007 წლიდან მართავს და მას შემდეგ, მისი ცხოვრების წესი და სტილი მთლიანად შეიცვალა. ავტომობილი მისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის - მანქანა, შეუძლია, სახლსაც კი შეადაროს. მართალია, ფეხით სიარულს მოუკლო და ეს უდავოდ ცუდია, მაგრამ მანქანის გარეშე ცხოვრება და თანაც, მსახიობის ცხოვრება, უკვე ვეღარ წარმოუდგენია.

Auto Bild

37 წლის იყო, როდესაც ავტომობილის მართვა დაიწყო და თავიდან, საკუთარ შესაძლებობებში ეჭვი ეპარებოდა. თუმცა, საჭეს ალღო მალევე აუღო და დღეს უკვე მიიჩნევს, რომ ავტომობილს ბევრზე უკეთ მართავს. მართალია, მისი მეუღლე ფიქრობს, რომ საჭესთან ცოტა გაფანტულია და არც თავად მალავს, რომ მეტი მობილიზება და ყურადღება მართებს, მაგრამ რაც მთავარია, თავდაჯერებული მძღოლია და არა დაბნეული.

Auto Bild

”ვცდილობ, მოძრაობის წესები არ დავარღვიო, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. შესაბამისად, მერე ჯარიმებსაც ვიხდი ხოლმე,” - ყოფილა შემთხვევა, როცა დარღვევისთვის სხვა გაუკიცხავს და სულ მალე, ასეთივე დარღვევაზე საკუთარი თავი დაუჭერია: ”ხანდახან საჭესთან მონსტრებს ვემსგავსებით და ვეღარაფერს ვამჩნევთ, ადამიანობას ვკარგავთ. ეს, რა თქმა უნდა, ყოველდღიური სტრესის და გადატვირთული მოძრაობის ბრალიცაა. მეც აღმომიჩენია საკუთარ თავში ასეთი მონსტრი და მერე ვნანობ ხოლმე. ალბათ სხვებიც ასე არიან. ერთხელ, ერთ კაცს ვეჩხუბე - არადა, თურმე პირიქით, გზას მითმობდა და ისე ზრდილობიანად მითხრა, რა გაყვირებთ ქალბატონო, მე უბრალოდ გითმობთო, რომ ძალიან შემრცხვა და ავტირდი. თვითონაც ძალიან შეწუხდა... ეგ რომ მცოდნოდა, მეც გამოგლანძღავდითო...”
შალვა ბუაჩიძე
ირაკლი გედენიძის ფოტოები

ასევე დაგაინტერესებთ:
ჰიბრიდული Toyota RAV4
ინოვაციური, კომფორტული, ეკოლოგიური

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-03-27 08:46:10
წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, ”ჰონდას” კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა
article image
Cat Image
2017-03-27 06:42:59
”ლენდ როვერმა” ახალი Discovery გამოუშვა და მსოფლიოში საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებს. ცხადია, ჩვენ ეს უნდა გადაგვემოწმებინა...
article image
Cat Image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სხვა სიახლეები
29.03.2017
დათა ქაჯაია ერთადერთი ქართველია, რომელიც TCR-ის საერთაშორისო სერიაში ასპარეზობს, მაგრამ არის კიდევ ერთი მრბოლელი, რომელიც ქართველი არ გახლავთ, მაგრამ
სრულად
24.03.2017
ამიხსენით, ყველას სამკვდრო-სასიცოცხლო საქმე როგორ აქვს? თუ, საქართველოში ყველა საქმე სამკვდრო-სასიცოცხლოა?
სრულად
23.03.2017
2017 წელს, ფორმულა 1-ში სულ 20 ეტაპი გაიმართება - ერთით ნაკლები, ვიდრე 2016 წელს. ჩემპიონატი 26 მარტს, ავსტრალიაში აიღებს სტარტს
სრულად
ახალი ნომერი