პლეიბოის მოდელის ფორმულა 1: მეგობრობა ჩემპიონთან
პლეიბოის მოდელის ფორმულა 1: მეგობრობა ჩემპიონთან
28.02.2017
ჯერ ერთი წელი არაა, რაც ფორმულა 1-ის 2009 წლის ჩემპიონი ჯენსონ ბატონი და ”პლეიბოის” მოდელი ბრიტნი უორდი ერთად არიან. 37 წლის ბატონმა ახლახან დაასრულა თავისი სარბოლო კარიერა, 25 წლის ბრიტნი კი საკუთარი კარიერის ზენიტშია.
Auto BildAuto Bild
ახლახან სოციალურ მედიაში უორდის ახალი ფოტოები გავრცელდა. ბოლო დროს ბევრი ბრენდი თავის საცურაო ფორმის ზედას და ქვედას ცალ-ცალკე ყიდის - ასე მყიდველს მეტი მრავალფეროვნების და საკუთარი გემოვნებით შეხამების საშუალება ეძლევა. და სწორედ ასეთი შერეული ფორმის სარეკლამო ფოტო სესიისთვის იხმეს უორდი.

რაც შეეხება ჯენსონ ბატონს, ფორმულა 1-ში მისი კარიერა 2000 წელს დაიწყო. ბრიტანელმა მრბოლმა „მაკლარენის“, „ბრაუნ GP-ს“, „BAR ჰონდას“, „ბენეტონის“, „რენოს“ და „უილიამსის“ ბოლიდებით, სულ 305 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, მათგან 15 მოიგო, 50-ჯერ ავდა კვარცხლბეკზე, 8 რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო, 8 რბოლაში უსწრაფესი წრე დააფიქსირა და სულ 1235 ქულა დააგროვა.

ბატონმა 2014 წელს ჯესიკა მიჩიბატაზე იქორწინა, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა, მაგრამ ერთად მხოლოდ ერთი წელი გაძლეს. დაშორებიდან სამი თვის შემდეგ კი ჯენსონი ბრიტნის დაუმეგობრდა... ახლა კი გაიცანით ბატონის გოგო უფრო ახლოს.

დაათვალიერეთ ბრიტნი უორდის საუკეთესო ფოტოები
იხილეთ ფოტოგალერეა: ბატონის გოგო

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
ახალი ნომერი