TCR რუსთავში: ბილეთების ფასები ცნობილია, გაყიდვა დაიწყო!
TCR რუსთავში: ბილეთების ფასები ცნობილია, გაყიდვა დაიწყო!
03.03.2017
მალე საქართველო საერთაშრისო სერიის რბოლებს უმასპინძლებს - 2 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე TCR-ის საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპის ორი რბოლა გაიმართება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force და რუსთავის ავტოდრომი დიდი მონდომებით ემზადებიან, რათა ტრასამ საერთაშრისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოს. რა თქმა უნდა, ავტოსპორტის ქართველი მოყვარულების განსაკუთრებულ ინტერესს, TCR-ის რბოლაში ქართველი პილოტის, დათა ქაჯაიას გამოსვლა იწვევს, რომელმაც ავტომობილი შეიცვალა და ახალი სეზონიდან, „ალფა რომეო ჯულიეტათი“ იასპარეზებს.

Auto Bild

ამასთან დაკავშირებით, Mia Force-მა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციამ სპეციალური პრეს კონფერენცია გამართეს, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი და რუსთავის ავტოდრომის მფლობელი შოთა აფხაზავა, დათა ქაჯაია და Mia Force-ის წარმომადგენელი რატი ზაუტაშვილი მასპინძლობდნენ. მათ მედიას TCR-ის საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპისთვის მზადების პროცესი გააცნეს.

► ბილეთების შესაძენად გადადით ამ ბმულზე

რბოლების ტრანსლაცია ტელეარხ „იმედის“ ეთერში გადაიცემა. TCR-ის სერიის მოთხოვნით, რბოლის ტელეტრანსლაციისთვის ტრასაზე ერთდროულად 10 კამერა იმუშავებს, რომელთა ხედვაშიც, ტრასის ყველა მონაკვეთი მოხვდება და მაყურებელს რბოლის უწყვეტად ხილვის საშუალება მიეცემა. საქართველოს გარდა, რბოლის ტრანსლაცია სხვა ქვეყნების და საერთაშორისო ტელეარხებზე, მათ შორის, „ევროსპორტზეც“ გადაცემა.

► სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი TCR.GE, სადაც ყველა საჭირო ინფორმაცია ქართულ ენაზეა მოცემული.

დათა ქაჯაია იტალიური ავტომობილით კმაყოფილია. თუმცა არის ერთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, გამარჯვებისთვის ბრძოლა გაურთულოს. „ალფა რომეო ჯულიეტა“ 1.7-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი. მეტოქეების განკარგულებაში კი 2.0-ლიტრიანი ძრავები და შესაბამისად, მეტი ცხენის ძალებია. გარდა ამისა, „ალფას“ ძრავას აქვს ერთი მინუსი - ძრავის დაბალ ბრუნვებზე ტურბინა სრული სიმძლავრით ვერ მუშაობს, რის გამოც, ნელი მოსახვევებიდან გამოსვლისას, მანქანა აჩქარებას შედარებით გვიან იწყებს. სხვათა შორის, „ალფა რომეო“ 2.0-ლიტრიან ძრავაზე მუშაობს, რაშიც მას „ფერარის“ სპეციალისტებიც ეხმარებიან. თუმცა სეზონის დასაწყისისთვის მისი მომზადბა ვერ ესწრება.

Auto Bild

რუსთავის TCR-ის რბოლისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო ვებგვერდ tkt.ge-ზე და „სმარტის“ სუპერმარკეტების სალაროებში. სულ 7 000 ბილეთი გაიყიდება, რომელთაგან 3 000 ძირითადი ტრიბუნისაა, 4 000 ბილეთი მფლობელს პიტლეინზე გავლის უფლებას მისცემს, კიდევ რამდენიმე ათეული ბილეთი კი VIP კატეგორიისაა და მათი მფლობელებისთვის, ძირითადი ბოქსების თავზე, კომფორტული ტრიბუნა განლაგდება.

► რაც შეეხება ფასებს - ბილეთების ფასი 25 ლარიდან იწყება, რაც ასეთი ღონისძიებისთვის ძალზე მისაღები ფასია.

იყიდება ორი კატეგორიის ბილეთები - B კატეგორიის ბილეთი 25 ლარი ღირს, ხოლო A კატეგორიის ბილეთი კი - 45 ლარი. ასევე ფასიანია პარკინგიც და ავტომობილის გასაჩერებელი ადგილის ბილეთის ყიდვაც tkt.ge-ზეა შესაძლებელი - ფასი: 5 ლარი.

► ბილეთების შესაძენად გადადით ამ ბმულზე


TCR-ის შედარებით ახალი სარბოლო სერიაა და ის ტურინგის კლასის ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატის (WTCC) დამაარსებელმა მარჩელო ლოტიმ ჩამოაყალიბა. TCR-ის საერთაშორისო სერიის მნიშვნელობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მისთვის ავტომობილებს სპეციალურად ამზადებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „ჰონდა“, „ფოლკსვაგენი“, „სეატი“, „ალფა რომეო“, „პეჟო“, „სუბარუ“ და „აუდი“.

Auto Bild
დათა ქაჯაია და შოთა აფხაზავა პრესკონფერენციაზე

შოთა აფხაზავას ვკითხეთ, ფორმულა 3-თან დაკავშირებულ გეგმებზე. როგორც ცნობილია, მისმა გუნდმა „არტლაინმა“ ორი წლის წინათ, საკუთარი კოსნტრუქციის ბოლიდი მოამზადა, თუმცა იმის გამო, რომ ტექნიკური რეგლამენტი იცვლებოდა, პროექტის განვითარება შეწყდა. აფხაზავამ განაცხადა, რომ ახალი რეგლამენტის შესაბამისად, სარბოლო ავტომობილი 2020 წლის სეზონისთვის მომზადდება.

რაც შეეხება „ლამბორგინი სუპერ ტროფეოს“ სერიაში მისი გამოსვლების გაგრძელებას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას, რადგან ის მთლიანად დაკავებულია რუსთავის ავტოდრომის მოდერნიზაციით და მისთვის FIA-ს ლიცენზიის მოპოვებით, რასაც ბევრი დრო მიაქვს. ამიტომ, ამ ეტაპზე, „ლამბორგინის“ მონო სერიის რბოლებში მონაწილეობა მის დღის წესრიგში არ დგას.
მერაბ ლორთქიფანიძე

ასევე დაგაინტერესებთ:
დათა ქაჯაია ალფა რომეოთი იასპარეზებს!
Auto Bild


AUTO BILD-ის წლის საპატიო ”ოქროს საჭე”
დათა ქაჯაიას გადაეცა

Auto Bild


არჩილ თალაკვაძე: ეს მხოლოდ დასაწყისია,
ვეცადოთ მეტი და მივიღოთ მეტი!

Auto Bild

ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
როცა ქართველ მრბოლელებს საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საშუალება ეძლევათ, თითქმის ყოველთვის ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს!
სრულად
17.05.2017
Land Rover-ის ავტომობილების ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში "ჯი თი მოტორსმა" საზოგადოებას ახალი, შვიდადგილიანი Land Rover დისქავერი წარუდგინა.
სრულად
17.05.2017
დღეს დილიდან, წამყვანი ბრიტანული გამოცემების ვებ-გვერდებზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინეთ!
სრულად
ახალი ნომერი