ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში - ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში - ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ
06.03.2017
დონალდ ტრამპს ლიმუზინები და სუპერავტომობილები ადრეც არ აკლდა, ახლა კი, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა , მხოლოდ ერთი ავტომობილით ისარგებლებს, რომელიც „მხეცის“ სახელითაა ცნობილი. მისი შექმნა 1.2 მილიონი დოლარი დაჯდა და რატომ ეძახიან მხეცს, აქ სწორედ ამაზე მოგიყვებით და თვალსაჩინოებისთვის, ინფოგრაფიკასაც გამოვიყენებთ.

Auto Bild

„მხეცი“ ორ დიდი ზომის SUV-ზე გრძელია. ის უძლებს როგორც ბომბს, ასევე ქიმიურ შეტევას და თავადაც შეუძლია თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ის არის დაჯავშნული, აქვს დაცული შუშები, მრავალგვარი ელექტრონული სისტემა, გაძლიერებული შასი და საკიდარი, დაჯავშნული ძარა, ღამით ხედვის კამერები და სხვა.

ასევე იხილეთ:
რა ჯდება დონალდ ტრამპის ერთი მგზავრობა?


პრეზიდენტის ავტომობილი სულ 12 ცალი დამზადდა და ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან. ავტომობილები იმ ადგილებში (მთელი მსოფლიოს მასშტაბით) წინასწარ იგზავნება, სადაც პრეზიდენტი ვიზიტს გეგმავს. ავტომობილი „ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ ბრენდ „კადილაკის“ მიერაა შექმნილი. იგეგმებოდა, რომ პირველი ავტომობილი ტრამპის ინაუგურაციისთვის ყოფილიყო მზად, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და პრეზიდენტი მის სახელზე დამზადებულ „ლიმუზინის სერვისს“ (როგორც თავად უწოდებს) ახლა მიიღებს.

Auto Bild

„მხეცი“ რვა ტონას იწონის. მისი ყველა კარის სისქე რვა დუიმია (დაახლოებით 20 სანტიმეტრი). ისინი იმდენივეს იწონიან, რამდენსაც „ბოინგ 757-ის“ პილოტის კაბინის კარი. ავტომობილი უძლებს ქიმიურ და ბიოლოგიურ შეტევებს. წინა საქარე შუშა 44 მაგნუმის ჯავშანგამტანი ტყვიის პირდაპირ მოხვედრას უძლებს. კარის გარდა, ძარის სხვა ნაწილების სისქე ხუთი დუიმია (12.6 სმ). ძარის ყველა ელემენტი სამხედრო დანიშნულების ფოლადისგან არის დამზადებული.

ასევე დაგაინტერესებთ:
ტრამპის ავტომობილები: შეაფასეთ ამერიკის პრეზიდენტის ავტოგემოვნება


ავტომობილის ძირი იმდენად მტკიცეა, რომ ნაღმის აფეთქებას უძლებს. იღება მხოლოდ მძღოლის ფანჯარა და ისიც მხოლოდ 3 დუიმით (7.5 სმ). საბარგულში განლაგებულია ყუთი, რომელშიც საგანგებო საჭიროებისთვის, პრეზიდენტისთვის გადასასხმელი სისხლი ინახება.

Auto Bild

სალონში ინახება ავტომატური შაშხანა იმ შემთხვევისთვის, თუ აქტიური თავდაცვაა საჭირო. ბორბლები კევლარისგან არის დამზადებული და ისინი მაშინაც იმუშავებს, თუ საბურავი დაეშვება. ქიმიური შეტევის შემთხვევისთვის, სალონს აქვს ჟანგბადით ავტონომიური მომარაგების სისტემა. რადიატორის ცხაურაში დამალულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, რომლებითაც ავტომობილს წინ მყოფი ტერორისტებისთვისთვის ცეცხლის გახსნა შეუძლია.

ახლა კი უფრო დეტალურად

Auto Bild

► უკანა განყოფილება: ოთხი სავარძელი. გამოყოფილია შუშის ტიხრით. განლაგებულია განგაშის ღილაკი და აქვს ჟანგბადით ავტონომიური მომარაგება

► საბარგული: ცეცხლსაქრობი. ცრემლმდენი გაზის და კვამლის გამფრქვევი

► ტრამპის სავარძელს აქვს სატელიტური ტელეფონი ვიცე პრეზიდენტთან და პენტაგონთან უშუალო კავშირით.

► საწვავის ავზს აქვს დაჯავშნული ფენა, შევსებულია ქაფით, რომელიც ჭურვის მოხვედრის შემთხვევაშიც საწვავის აფეთქებას გამორიცხავს

ასევე იხილეთ:
როგორ გადაადგილდება ამერიკის პრეზიდენტის ესკორტი

► ძარა: სამხედრო ჯავშანი. სისქე მინ. 5 დუიმი. შედგება მტკიცე ფოლადის, ალუმინის, ტიტანისა და კერამიკული შრეებისგან

► თავდაცვის აქსესუარები: პნევმატური ავტომატი და ცრემლმდენი გაზის გამფრქვევი, ასევე პრეზიდენტისთვის სისხლის მარაგი

► შასი: ფოლადის ჯავშნიანი ფენა, რომელიც ნაღმის აფეთქებასაც უძლებს

► ბორბლები: კევლარით გაძლიერებული საბურავები. შიგნითაც ფოლადის სარტყლებია განლაგებული, რომლებიც დაშვების შემთხვევაშიც, „მხეცს“ გადაადგილების უნარს უნარჩუნებს

► კარები: დაჯავშნული, 8 დუიმი სისქის. დახურვისას, სალონს სრული იზოლაციით უზრუნველყოფს და მის მგზავრებს ვერც ქიმიური შეტევა დააზიანებს

► მძღოლი: აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის გაწვრთნილი აგენტი, რომელიც ექსტრემალურ მართვაზეა გაწაფული

► ფანჯრები: შუშის და პოლიკარბონატის 5 ფენა. უძლებს ჯავშანგამტან ტყვიებს.

► მძღოლის განყოფილება: მაჩვენებლების დაფა მოიცავს GPS სისტემას და კომუნიკაციის ცენტრს

იხილეთ ვიდეო:


წყარო: dailymail.co.uk

ასევე დაგაინტერესებთ:
ვის უნდა ტრამპის ძველი კადილაკი?
პრეზიდენტის ლიმუზინი იყიდება!

Auto Bild


ასევე იხილეთ:
რა ჯდება დონალდ ტრამპის ერთი მგზავრობა?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
BMW-მ დონალდ ტრამპის მუქარას უპასუხა!
Auto Bild


ტრამპმა ფორდი და შევროლე შეაშინა!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
როგორ გადაადგილდება ამერიკის პრეზიდენტის ესკორტი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ტრამპის ავტომობილები
შეაფასეთ ამერიკის პრეზიდენტის ავტოგემოვნება

Auto Bild


აშშ-ის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ”მხეცი” კადილაკი
Auto Bild


ვის უნდა დედოფლის მძღოლობა? ხელფასი და პირობები
Auto Bild


ჰიტლერის მერსედესი, რომელიც
ადოლფმა ესპანეთის სამეფო ოჯახს აჩუქა

Auto Bild


მეფეების და ტირანების მანქანები
Auto Bild


პუტინის ახალი ლიმუზინის პირველი
ოფიციალური გამოსახულებები

Auto Bild


ვიდეო: პუტინმა УАЗ-ის კარი ვერ გააღო,
რუს გენერალს კი სახელური ხელში შერჩა...

Auto Bild


ბეჭდვა
article image
2017-03-27 08:46:10
წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, ”ჰონდას” კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა
article image
Cat Image
2017-03-27 06:42:59
”ლენდ როვერმა” ახალი Discovery გამოუშვა და მსოფლიოში საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებს. ცხადია, ჩვენ ეს უნდა გადაგვემოწმებინა...
article image
Cat Image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სხვა სიახლეები
30.03.2017
ასეთი დარღვევისთვის, ესოდენ სოლიდური ჯარიმა რეკორდულია!
სრულად
29.03.2017
საბჭოური წარმოების სარბოლო ტექნიკა დასავლეთში იმაზე პოპულარულია, ვიდრე წარმოგვიდგენია.
სრულად
29.03.2017
მალე ფორმულა 3-ის ახალი სეზონი იწყება, რომელშიც, მიხაელ შუმახერის შვილი, 18 წლის მიკ შუმახერი მონაწილეობს.
სრულად
ახალი ნომერი