მალე თბილისში: ვერტიკალური პარკინგი!
მალე თბილისში: ვერტიკალური პარკინგი!
06.03.2017
თბილისში პირველი ვერტიკალური პარკინგის კონსტრუქციის მშენებლობა უახლოეს დღეებში დამთავრდება. როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მალხაზ ცისკარიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, დედაქალაქში პირველი ვერტიკალური პარკინგი შესაძლოა, დაახლოებით 2 კვირის შემდეგ გამოჩნდეს.

„ამ ეტაპზე 4-მანქანიან კონსტრუქციაზე ვასრულებთ მუშაობას, რის შემდეგაც ტესტირების ჩატარებაა საჭირო. ამ ყველაფერს კი დაახლოებით 2 კვირა სჭირდება და ჩვენი ვარაუდით, ვერტიკალური პარკინგები დედაქალაქში სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ გამოჩნდეს“, - აღნიშნა მალხაზ ცისკარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში - ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ


მისივე თქმით, ეს იქნება საცდელი ნიმუში და სანამ საცდელი ნიმუში არ დასრულდება, სერიაში ჩაშვება არ მოხდება. პროექტის ერთ-ერთი ავტორის თქმით, პირველივე ეტაპზე ქალაქს დაახლოებით, ათასი ასეთი კონსტრუქცია სჭირდება.

რაც შეეხება ღირებულებას, როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, მშენებლობისა და გამოცდების დასრულებამდე ზუსტი ღირებულების თქმა ძნელია. მაგრამ მისი თქმით, სერიული ნაწარმი შედარებით იაფი ეღირება.

ცისკარიშვილის ვარაუდით, პირველი ვერტიკალური პარკინგი შესაძლოა დადიანის გამზირზე გამოჩნდეს. მისივე ცნობით, პარკინგები 4, 6, 8, 10 და 12 მანქანაზე იქნება გათვლილი.

სტატიის გაგრძელება
ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
როცა ქართველ მრბოლელებს საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის საშუალება ეძლევათ, თითქმის ყოველთვის ამტკიცებენ თავიანთ შესაძლებლობებს!
სრულად
17.05.2017
Land Rover-ის ავტომობილების ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში "ჯი თი მოტორსმა" საზოგადოებას ახალი, შვიდადგილიანი Land Rover დისქავერი წარუდგინა.
სრულად
17.05.2017
დღეს დილიდან, წამყვანი ბრიტანული გამოცემების ვებ-გვერდებზე ძალიან საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინეთ!
სრულად
ახალი ნომერი