მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია” - ალფა რომეოს SUV ახლო ხედით
მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია” - ალფა რომეოს SUV ახლო ხედით
13.03.2017
”ალფა რომეოს” უმთავრესი მოდელით პირველმა გასეირნებამ გვიჩვენა, რომ იტალიელები საუკეთესო გერმანელს უტევენ!

ულამაზეს ”ჯულიას” ახლა თავიანთი პირველი SUV-იც მოაყოლეს და სწორედ ამ მანქანით სურთ იტალიელებს პროგრესის ახალ საფეხურზე ასვლა. იცნობდეთ, მისი სახელია Stelvio და ახლა უკვე სწორედ ეს არის ”ალფა რომეოს” უმთავრესი მოდელი, რომელსაც ”ალფას” შეფმა რობერტო ფედელიმ ფარდა ლოს ანჯელესში გადახადა.

Auto Bild
მშვენიერი ”სტელვიო” და ტრადიციული კითხვა: სად დავამაგროთ სანომრე ნიშანი?

ჩვენ კი ეს ავტომობილი უკვე გავტესტეთ კიდეც - მოდენაში. სატესტო მოდელი სერიული წარმოების ეგზემპლარი გახლდათ - ოღონდ, რა თქმა უნდა, შენიღბული. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როცა ტესტ-დრაივის წინ, Stelvio-სთან ერთად, იქვე BMW X3 და Porsche Macan დამიყენეს. BMW ჰო, მაგრამ ”მაკანი”? ეს ერთი და იგივე ლიგაა? ”აბსოლუტურად! - თავი დამიქნია ”ალფას” ბოსმა, - თავისი 510 ცხენის ძალით, განსაკუთრებით Quadrifoglio გახლავთ ამის საუკეთესო მაგალითი!”
Auto Bild
ეს 2 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი აგრეგატია, Quadrifoglio კი 510-ცხენისძალიანი V6-ით იწონებს თავს

პირველი შთაბეჭდილება: ”ალფას” ქროსოვერი ისე გამოიყურება, როგორც ”ჯულია”, ისეთი ხმა აქვს, როგორიც ”ჯულიას” და ისე დადის, როგორც ”ჯულია”. უფრო ზუსტად, Giulia Veloce, რომელსაც იდენტური 280-ცხენისძალიანი ბენზინის ძრავა აქვს, როგორიც Stelvio-ს სატესტო პროტოტიპს ჰქონდა.

Auto Bild

ეს მოდელი ”ალფა რომეოს” ისტორიაში ალბათ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, რადგან Stelvio ”ალფას” პირველი SUV-ია. ესეც რომ არ იყოს, Stelvio გახლავთ იტალიელების მეორე ნაიბიჯი იმ მიზნისკენ, რასაც ”ალფა რომეოს”, როგორც მარკის თავიდან დაბადება ჰქვია. პირველი ასეთი ნაბიჯი Alfa Giulia გახლდათ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ევროპის წლის ყველაზე ლამაზი ავტომობილის სტატუსი მოიპოვა და ”ოქროს საჭე” დაისაკუთრა. Alfa Romeo Stelvio-ს პრემიერა ლოს ანჯელესის ავტოშოუზე შედგა (18-27 ნოემბერი), გაყიდვები კი 2017 წლიდან იწყება.

ისევე, როგორც ”ჯულია”, ”სტელვიოც” ახალ, ე.წ. Giorgio-პლატფორმაზეა აგებული, რომელიც საკმაოდ მოქნილი პლატფორმაა და სხვადასხვა ტიპის მოდელებს ერგება. დიზაინის თვალსაზრისით, ”ალფას” SUV მეტწილად ”ჯულიას” მსგავსია (რამდენადაც ეს შესაძლებელია): სპორტული ხაზები, ტიპური სკუდეტო, მაშუქების ფორმა - მსგავსებას ბევრს აღმოაჩენთ.

Auto Bild
ნაღდი იტალიური, ”ალფასთვის” დამახასიათებელი სპორტული გარემო მძღოლის სამუშაო მაგიდაზე

ძარის ფორმა კი, რა თქმა უნდა, ახალია: ”სტელვიო” სიგრძეში 4,68 მეტრია, სიმაღლეში 1,65, ხოლო სიგანეში კი - 2,16 მეტრი. პირველი შეთვალიერების შემდეგ ბევრი იტყვის, რომ ეს უფრო ჰეჩბექია, ვიდრე SUV და თუ კლასიკური გაგებით ვიმსჯელებთ, ამ მოსაზრებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, მაგრამ თანამედროვე გაგებითა და ავტომობილის ზომების გათვალისწინებით, Alfa Stelvio სწორედ SUV-კლასში გადის.

Auto Bild

დიდი ჰაერის შემშვებები, ოთხი მაყუჩი და სახურავის კანტის სპოილერი იმაზე მიუთითებს, რომ იტალიელებმა აქცენტი ”ალფასთვის” დამახასიათებელ უპირატესობაზე, სპორტულობაზე გააკეთეს. სპორტულად გამოიყურება კოკპიტიც. ზუსტად ისე, როგორც ”ჯულიაში”, ძრავის სტარტის ღილაკი საჭეზეა განთავსებული. სხვა არაერთი ფუნქციაც, მათ შორის სვლის რეჟიმების გადამრთველი, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ავტომობილი იმისათვის შეიქმნა, რომ მძღოლი ასიამოვნოს. ასევე შთამბეჭდავია კარბონი და ხის მასალები ინტერიერში.

ასევე დაგაინტერესებთ:
გადაწყდა: ალფა რომეო BMW X5-ს და Mercedes GLE-საც შეუტევს!


დასაწყისისთვის ”ალფა რომეომ” პირდაპირ ”სტელვიოს” ყველაზე მძაფრი ვერსია წარმოადგინა - Stelvio Quadrifoglio, რომლის 2,9-ლიტრიანი V6 ძრავა 510 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაკი აგრეგატი სრულიად ალუმინისგანაა შექმნილი, არ აქვს დიდი წონა და, შესაბამისად, წინა ღერძზე ზეწოლა შემცირებულია. ამასთან, ავტომობილს აქვს ცილინდრების გათიშვის ელექტრონულად რეგულირებული ფუნქცია - ამით ”ალფა რომეო” ეკონომიურობასაც გვპირდება.

Auto Bild
მღერის, როგორც ”ჯულია”, დადის, როგორც ”ჯულია”...

ხსენებული ძრავა ZF-ის 8-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან თანამშრომლობს (საჭის ბერკეტები Quadrifoglio-ში სერიულია) - ეს ავტომატიკა კი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი საუკეთესოა. ხელმისაწვდომია 280-ცხენისძალიანი ვერსიაც, რაშიც 2 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი Turbo იგულისხმება. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 400 ნიუტონმეტრი გახლავთ.

ასევე იხილეთ:
ალფა ჯულიამ ნიურბურგრინგი დაიპყრო! (+ VIDEO)


ჩვეულებრივ ვერსიას უკანა ამძრაობა აქვს, ტოპ-მოტორიზებულს კი სრული. სრული ამძრაობის დროს, საჭიროების შემთხვევაში, სისტემას ძალის 60 პროცენტამდე წინა ღერძისკენ გადანაწილება შეუძლია. გარდა ამისა, ე.წ. Torque Vectoring-გამანაწილებელი გადაცემის დამსახურებით, ძალა უკანა ღერძის დიფერენციალზე თვლებზე ცალცალკე ნაწილდება, რაც სტაბილურობას ამაღლებს. ავტომობილს აქვს ელექტრომექანიკური სამუხრუჭე სისტემა და ელექტრონულად რეგულირებადი ამორტიზატორები.

Auto Bild
კუპესებრი უკანალი იმის მაუწყებელია, რომ უკან მეფურად ვერ დაჯდები - ”სტელვიოს” სტიქია სპორტია

6-ცილინდრიანი ძრავა გამაოგნებენ ხმას გამოსცემს, თუმცა 4-ცილინდრიანის ჟღერადობაც შთამბეჭდავია. ”ჯულიასგან” განსხვავებით, ”სტელვიო” არ იწარმოება მექანიკური გადაცემათა კოლოფით - მას ყოველთვის და ნებისმიერ ვერსიაში ZF-ის ავტომატიკა ემსახურება. BMW X3-ზე გაცილებით მძაფრია, Audi Q5-ზე მოხდენილი უკანალი აქვს და რაც შეეხება Porsche Macan-თან შედარებას: იტალიელის არგუმენტი მისი ფასია. ტოპ-მოდელში 510 ცხენის ძალას ეხუმრებით?

”ალფას” შეფს ერთი საინტერესო კითხვა დავუსვით: აპირებს ”ალფა რომეო” ჰიბრიდული ან სულაც ელექტრო-სტელვიოს გამოშვებას? ”ყველაფერს თავისი დრო აქვს და თავის დროზე ყველაფერი იქნება. ჯერ ადრეა,” - ასეთი იყო რობერტო ფედელის პასუხი.

Auto Bild

► რაც შეეხება ფასს, ”ალფა რომეო” თავისი ახალი ტაქტიკის ერთგული რჩება: BMW-ს მინუს 10 პროცენტი. Stelvio-ს ფასი დაახლოებით 40 000 ევროა.

”ალფა რომეო ჯულია” რომ აბსოლუტურად შემდგარი ავტომობილია, ეს უკვე ყველამ იცის. ”ალფას” სრულფასოვანი დაბრუნებისთვის აუცილებელი იყო, რომ იტალიელების პირველი SUV-იც შესანიშნავი ავტომობილი ყოფილიყო და იტალიელებმა ეს ნამდვილად მოახერხეს! ასე გააგრძელეთ, რაგაცი!
გეორგ კახერი

იხილეთ ვიდეო:


ასევე დაგაინტერესებთ:
გადაწყდა: ალფა რომეო BMW X5-ს და Mercedes GLE-საც შეუტევს!
Auto Bild


ავტობანზე 300-ით - ”ალფა რომეოს” ჯულია (+ VIDEO)
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ალფა ჯულიამ ნიურბურგრინგი დაიპყრო! (+ VIDEO)
Auto Bild


იტალიური BMW - ალფა რომეო ჯულია
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ALFA ROMEO QUADRIFOGLIO
M3-ის კონკურენტი სუპერ-მოჭიდებით

Auto Bild


ალფა დიდ რომეოს ამზადებს, სახელწოდებით ALFETTA!
Auto Bild


იტალიელი გერმანელების წინააღმდეგ:
Alfa Romeo Giulia Quadrifoglio vs. BMW M3 vs. Mercedes-AMG C 63

Auto Bild


იტალიის პოლიციის ახალი, 510-ცხენისძალიანი ალფა
Auto Bild


მანქანები ისეთი კაცებისთვის, რომლებიც
მკერდზე თმას არ იპარსავენ...

Auto Bild


ალფა ცოცხალია, გაუმარჯოს ალფას!
Auto Bild


ძრავის სიმფონია: Alfa Romeo 8C (+ VIDEO)
Auto Bild


თვით სიყვარული - Bella Italia!
Auto Bild


60 წელი იქით, 60 წელი აქეთ
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
„მერსედესმა“ თავის ლუქს-კლასის ბრენდ „მაიბახის“ უგზოობის მოდელი „G650 ლანდოლე“ რამდენიმე თვის წინათ გაგვაცნო.
სრულად
22.05.2017
სათაურის წაკითხვის შემდეგ ალბათ იფიქრეთ, რომ ჩინური ელექტრომობილი უნდა გაგაცნოთ, რადგან ყველაზე იაფი ელექტრომობილები სწორედ ჩინეთში იწარმოება, მაგრამ არა
სრულად
22.05.2017
BMW-ს კაბრიოლეტებთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს.
სრულად
ახალი ნომერი