მაკლარენის უახლესი სუპერავტომობილი გრანდიოზული მონაცემებით
მაკლარენის უახლესი სუპერავტომობილი გრანდიოზული მონაცემებით
14.03.2017
„მაკლარენმა“ ჟენევის ავტოშოუზე, თავისი უახლესი სუპერავტომობილი, 720S წარადგინა , რომლითაც „სუპერ სერიის“ პირველ მოდელს, 650S-ს შეცვლის.

“მაკლარენ ავტომოტივმა“ (McLaren Automotive) სუპერ ავტომობილების წარმოება 2011 წელს დაიწყო, როცა MP4-12C გამოუშვა. შემდგომში, მისი განახლების შემდეგ, ავტომობილს სახელი გამოუცვალეს და 650S უწოდეს. ახლა კი მისი შეცვლის დროც დადგა.

Auto Bild

ახალი სუპერიც კარბონის მონოკოკურ სტრუქტურაზეა აგებული, ძრავა კი ბაზაში, სავარძლების უკან განლაგდა. მონოკოკზე ძრავა და ტრანსმისია სუბ-სტრუქტურით მაგრდება. წინ კი მონოკოკს წინა საკიდარის და საჭის მექანიზმის კვანძის სუბ-სტრუქტურა უკავშირდება.

Auto Bild
  • რაც შეეხება აგრეგატს: ეს არის 4.0-ლიტრიანი წყვილტურბოიანი V8.
ორივე ტურბინა ორხვეულიანია. ეს ძრავა არის 3.8-ლიტრიანის გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც დეტალების 41 პროცენტი ახალი აქვს. ის 720 ცხენის ძალას და 770 ნიუტონმეტრს ავითარებს. ამ მაჩვენებლებით, 720S ჯობნის თავის უშუალო კონკურენტებს მარანელოდან და სანტ’აგატა ბოლონეზედან - „ფერარი 488 GTB-ს“ და „ლამბორგინი ურაკან პერფორმანტეს“.

Auto Bild
  • ახალი სუპერავტომობილის მშრალი წონა 1284 კილოგრამია, რაც 18 კილოგრამით ნაკლებია წინამორბედის წონაზე.
ამ მხრივაც, ის თავის იტალიელ კონკურენტებს სჯობნის. ამას ინჟინრებმა პირველ რიგში, მონოკოკის მსუბუქი კონსტრუქციის წყალობით მიაღწიეს. „მაკლარენი“ ირწმუნება, რომ სიმძლავრის და წონის ფარდობითაც, 720S-ს თავის კლასში ბადალი არ ჰყავს.

Auto Bild
  • ასეთი მახასიათებლების წყალობით, 720S-ს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად 2.9 წამი ჰყოფნის, 200-ს 7.8 წამში აღწევს, 300-ს კი - 21.4 წამში.
ახალი სუპერავტომობილი მეოთხედი მილის (402 მეტრი) გავლას 10.3 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 341 კილომეტრია. ის კიდევ უფრო ეფექტიანია დამუხრუჭებისას - 100-დან გაჩერებას 2.8 წამში ახერხებს, 200 კმ/სთ-იდან გასაჩერებლად კი 4.6 წამი ჰყოფნის. და ეს ყველაფერი ძალიან ახლოსაა ჰიპერ ავტომობილების „ტერიტორიასთან“.

Auto Bild

ასევე იხილეთ:
ფერარის ახალი, სუპერ-სწრაფი კვიცი
Auto Bild


საბავშვო მაკლარენი სმარტფონის ფასად
Auto Bild


ასევე იხილეთ:
5 საუკეთესო ჰიპერქარი დღესდღეობით
Auto Bild


მოთვინიერებული მხეცი: McLaren 570GT
Auto Bild


სპორტქარები 1000-ზე მეტი ცხენის ძალით
Auto Bild


25 საუკეთესო გზა ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის
Auto Bild


პორშეს ცივსისხლიანი ქილერი (+ VIDEO)
Auto Bild


გერმანია, იაპონია, თუ ამერიკა? სამი მონსტრი დრაგზე! (+ VIDEO)
Auto Bild


პირველი პაემანი ახალი ბუგატის 1500 ცხენთან! (+ VIDEO)
Auto Bild


ნისანის მონსტრი განახლებულია: ესეც ახალი GT-R Nismo
Auto Bild


ყველა დროის ყველაზე სწრაფი დრიფტი: Nissan GT-R (+ VIDEO)
Auto Bild


შეიხების უძვირფასესი მანქანები (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild


2000-ცხენისძალიანი დუელი: ფერარიმ ბუგატის გაასწრო! (+VIDEO)
Auto Bild


ახალი რეკორდი: ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი მსოფლიოში (+ VIDEO)
Auto Bild


ახალი Porsche 911-ის 11 საიდუმლო
Auto Bild


ყველა დროის ყველაზე მძლავრი 911 Turbo
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
5 საუკეთესო ჰიპერქარი დღესდღეობით
Auto Bild


ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
25.05.2015
”მერსედესმა” M-კლასი გადაამუშავა და GLE დაარქვა. სიახლეა Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც
სრულად
17.04.2015
Active Tourer დააგრძელეს და ესეც ასე: BMW-ს პირველი ვენი მზადაა!
სრულად
03.04.2015
საინტერესო დიზაინი, თანამედროვე ტექნიკა, მისაღები ფასი - ახალი Superb შეტევაზე გადადის!
სრულად
ახალი ნომერი