როგორი შეიძლება იყოს ახალი ქართული ჯავშანმანქანა ”ბასიანი”
როგორი შეიძლება იყოს ახალი ქართული ჯავშანმანქანა ”ბასიანი”
16.03.2017
ყველაფერი 2011 წელს დაიწყო. 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა ქართული მრავალფუნქციური შეჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება ”დიდგორი 1” და ”დიდგორი 2”. ეს იყო სიამაყის და თავდაჯერებულობის პირველი მომენტი, რომლის შემდეგ, ნებისმიერი იდეის წარმოდგენა და განხორციელება შესაძლებელი გახდა.

ქართული ჯავშანტრანმანქანა არაფრით ჩამოუვარდება კონკურენტებს და ზოგიერთ ასპექტში უკეთესიცაა. მოგვიანებით, 2016 წლის იანვარში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ”დელტას” მიერ წარმოებული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანები ექსპორტზე გავიდა. ამით ბევრისათვის წარმოუდგენელი იდეა სრულიად რეალური გახდა. დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზას Auto Bild-იც უერთდება სრულიად ახალი კონცეპტუალური და რაც მთავარია ქართული ჯავშანმანქანით!
  • ”დიდგორის” განხორციელებამ ძლიერი ბიძგი მისცა ახალ იდეებს. საამაყოა, როცა შენს სამშობლოში იქმნება ამ ტიპის ტრანსპორტი. ჩემი შთაგონებაც სწორედ ”დიდგორი” გახდა, რადგან არაფერი ისე არ მოქმედებს ადამიანზე, როგორც კარგი მაგალითი და აი, ისიც - Basiani Rider!

Auto Bild
  • ეს არის ქართული ჯავშანტრასპორტიორის იდეის განვითარება და მისი მომავლის კონცეპტუალური ხედვა.
პროექტზე მუშაობისას გასათვალისწინებელი იყო უამრავი ტექნიკური საკითხი, რომელიც ასეთი სახის ტარანსპორტის დაპროექტებას უფრო ართულებს. ზოგადად, ჯავშანტრასპორტიორების შექმნისას ვიზუალურ მხარეს ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუმცა სწორედ შერჩეული ფორმები მისი წარმატების და უსაფრთხოების გარანტიას ნამდვილად იძლევა. ფორმა ყოველთვის მისდევს ფუნქციას - ეს არის ”ბასიანის” დიზაინის მთავარი მიმართულება, რადგან თუ პროდუქტმა თავისი ფუნქცია არ შეასრულა, მისი ვიზუალი მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში სრულიად წარუმატებელი ნაბიჯი.

Auto Bild

დასაწყისისათვის საჭირო იყო შესაბამისი სახელის მოფიქრება. ”დიდგორს” სახელი 1121 წელს, დავით აღმაშენებლის მეთაურობით ჩატარებული სახელგანთქმული ბრძოლის აღსანიშნავად დაერქვა. ახალი ქართული მრავალფუნქციური დაჯავშნული კონცეპტის სახელი კი 1202 წლის ბასიანის ბრძოლის აღსანიშნავად შევარჩიე, რომელიც თამარის მეფობის პერიოდში იყო. ბასიანის ბრძოლამ კიდევ უფრო განამტკიცა იმ დროის საქართველოს ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში. ჯავშანტრანმანქანის ლოგოც კი ძველი ქართული ფარის შთაგონებით შეიქმნა. Rider კი ინგლისურიდან ქართულად მხედარს ნიშნავს. Basiani Rider-ის ანუ ”ბასიანის მხედრის” მთავარი მიზანია, ეკიპაჟის უსაფრთხო გადაადგილება, სამხედრო ოპერაციის ჩატარება სხვადასხვა პირობებში და დაზვერვითი სამუშაოების განხორციელება.

Auto Bild
  • ”ბასიანს” აქვს მუშაობის ორი ძირითადი რეჟიმი: აქტიური და ჩასაფრება.
აქტიური რეჟიმის დროს ავტომობილის ინტერიერიდან შესაძლებელია გარემოზე დაკვირვება ორმაგად დაჯავშნული ფანჯრებიდან. მოულოდნელი ცეცხლის დროს ირთვება ჩასაფრების რეჟიმი, რომლის გააქტიურებისას, ავტომობილის ძარის ზედა ნაწილი 110 მილიმეტრით ქვემოთ ჩადის და მართვა მთლიანად კამერების მიხედვით ხდება.

ამ დროს, ფანჯრების 80 პროცენტი ძარის დაცულ ნაწილში იმალება. ეს უზრუნველყოფს ეკიპაჟის წევრების მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ორივე რეჟიმის დროს შესაძლებელია ავტომობილის ინტერიერიდან ცეცხლის გახსნა სპეციალურად დატოვებული 4 პატარა სარკმელიდან. ძარა ისეა დაპროექტებული, რომ მისი ზედაპირის დახრილი ფორმები აქტიური ცეცხლის დროს მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტყვიების ასხლეტვას.
  • ”ბასიანის” ბორტზე შესაძლებელია 6 ჯარისკაცის განთავსება.
მათგან ერთი დისტანციურად მართავს ცეცხლსასროლ მოწყობილობას, რომელიც ავტომობილის სახურავზეა განთავსებული. Rider-ის ინტერიერში მოხვედრა შესაძლებელია უკანა კარით, ხოლო მეტი უსაფრთხოებისათვის, დამატებით აქვს ორი გვერდითი კარი. ისინი აფეთქების საფრთხისას ავტომობილიდან სწრაფად ევაკუაციისათვისაა.

Auto Bild

ჯავშანტრანმანქანის შექმნისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსკერს, რადგან მან უნდა შეძლოს ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში ეკიპაჟის წევრების დაცვა. Rider-ის ფსკერი V ფორმის და 3 ფენიანი სენდვიჩის ტიპისაა. პირველი ხელს უწყობს ნაღმის აფეთქებისას ნამსხვრევების ასხლეტვას და გაფანტვას, მეორე კი ნაღმის აფეთქების პირველ ტალღას იღებს და ავტომობილს ტოვებს საბრძოლო მდგომარეობაში.

”ბასიანის” განათების სისტემა წინ და უკან ჩამალულია ძარის სიღრმეში, რაც ტყვიით მისი დაზიანების ალბათობას ამცირებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თავდამსხმელებმა მაინც მოახერხეს განათების დაზიანება, ეკიპაჟი სიბნელეში მოძრაობას განაგრძობს ფართო კუთხის ღამის ხედვის კამერებით.

”ბასიანის” ძრავის გაგრილებისათვის საჭირო გახდა საჰაერო ნაკვეთურები, რაც ავტომობილის სუსტი წერტილი გახდებოდა. იქ მოხვედრილ ტყვიას შეეძლო ძრავის დაზიანება და ჯავშანტრანსპორტიორი ვეღარ შეძლებდა გადაადგილებას. სწორედ ამიტომ, ნაკვეთურები ჯავშნის ფირფიტებითაა დაფარული.

ყველა ფუნქციასთან ერთად, ”ბასიანი” საკმაოდ კომპაქტურია ამ ტიპის სხვა ავტომობილებთან შედარებით, რაც ხელს უწყობს შეზღუდულ სივრცეში ოპერაციის ჩატარებას. ჯავშანმანქანის ზომებიდან და მისიიდან გამომდინარე, 8 ცილინდრიანი ძრავა საკმარისი იქნება კარგად მანევრირებისათვის. მისი ტექნიკური მონაცემების და სავარაუდო წონის გათვალისწინებით, Rider-ის მაქსიმალური სიჩქარე 120-140 კმ/სთ-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს, რაც თანამედროვე სტანდარტებით საკმაოდ კარგი მონაცემია.

Auto Bild

საქართველოს საუკუნეების განმავლობაში დიდი ისტორიული გამოცდილება დაუგროვდა. ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ამიტომ საჭიროა დაწყებულის განვითარება და მისი მუდმივი დახვეწა. პროექტზე მუშაობის დროს შეიქმნა ”ბასიანის” 14 სამუშაო ვარიანტი, მათ შორის საუკეთესო თქვენს წინაშეა.

ეს არის ერთი დიზაინერის იდეა, თუ როგორი შეიძლება იყოს ქართული ჯავშანმანქანა მომავალში. საინტერესო პროექტები არც უცხოელებისათვის რჩება შეუმჩნეველი. 2016 წლის დეკემბერში პროექტი ”ბასიანი” A'Design Awards დაჯილდოვების ჩამონათვალში მოხვდა.
გიორგი თედორაძე

Auto Bild
გიორგი თედორაძე ინდუსტრიული დიზაინერია. 2007 წლიდან აქტიურად მუშაობს ავეჯის, შეფუთვის, პროდუქტის და ტრანსპორტის დიზაინზე

ასევე დაგაინტერესებთ:
KIA-ს ქართული მომავალი
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-03-27 08:46:10
წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, ”ჰონდას” კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა
article image
Cat Image
2017-03-27 06:42:59
”ლენდ როვერმა” ახალი Discovery გამოუშვა და მსოფლიოში საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებს. ცხადია, ჩვენ ეს უნდა გადაგვემოწმებინა...
article image
Cat Image
2017-03-22 06:54:50
”ფორდის” ლეგენდად ქცეული 3-ცილინდრიანი ძრავის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - ეს აგრეგატი ”ფოკუსს” განსაკუთრებით უხდება
სხვა სიახლეები
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა
სრულად
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად
17.03.2015
სადარბაზოსთან ტაქსი მელოდებოდა. ”მერსედესი”. C კლასი
სრულად
ახალი ნომერი