მარკ ცუკერბერგი რბოლას სწავლობს!
მარკ ცუკერბერგი რბოლას სწავლობს!
17.03.2017
მარკ ცუკერბერგი ძალინ მდიდარი ადამიანია. როგორც ამბობენ, რამდენიმე წელიწადში 56.7 მილიარდი დოლარის ქონებას მოუყარა თავი. ასეთი სიმდიდრით კი ყველაფრის ყიდვა შეუძლია...

ამის მიუხედავად, ის შედარებით მოკრძალებულად ცხოვრობს და როცა თავისუფალი დრო აქვს, რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციასთან მუშაობს! მაგრამ ხანდახან ნამდვილი დასვენება და ორთქლის გამოშვება სჭირდება.Auto Bild

მანაც აიღო და შარლოტს გაემგზავრა, რათა იქაურ ოვალზე, NASCAR-ის სარბოლო ავტომობილით გაენავარდა და თვით დეილ ერნჰარდტ უმცროსისგან მიეღო რბოლის გაკვეთილი - ხუმრობა ხომ არ არის ავტომობილის მართვა, რომლის კაპოტის ქვეშ 700-ზე მეტი ცხენის ძალა „იმალება“.

სახელოვანმა მრბოლმა მისტერ ფეისბუკს მცირე ინტერვიუ მისცა, რის შემდეგაც, ისინი სპეციალურად მომზადებულ ავტომობილში მოთავსდნენ. მარკმა სთხოვა თავის „მძღოლს“, ეგრევე ნუ ”შეუბერავო”, მანაც დაუჯერა და ტრასაზე ნლა გავიდა, მაგრამ შემდეგ რამდენიმე წრე დაახლოებით იმ ტემპით გაიარა, რომლითაც შარლოტის ოვალზე არაერთხელ უვლია.

ამის შემდეგ, ცუკერბერგის ჯერი დადგა. რა თქმა უნდა, მისი ტემპი შორს იყო უმცროსი ერნჰარდტის ტემპისგან, მის ხელში ძრავაც ისე ვერ ღმუოდა, როგორც შეუძლია, მაგრამ მარკი მაინც ძალიან კმაყოფილი დარჩა. მათ შორის მუდმივი რადიოკავშირი იყო და მოსწავლე მასწავლებელს თავის ემოციებს უზიარებდა. ყველაზე მეტად ის აოცებდა, რომ მოსახვევიდან გამოსვლისას, მანქანა ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა ყვითელ კედელს.

აი, ასეთი საინტერესო დასვენების დღე აჩუქა მისტერ ფეისბუკმა თავის თავს, რაც არცთუ ხშირად ხდება ხოლმე...

იხილეთ ვიდეო:


ასევე იხილეთ:
ჰელენი და ველური შევი
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2017-05-18 06:53:04
პირველი ჯიპი 1940 წელს დაიბადა და მეორე მსოფლიო ომში წავიდა. ხელმეორედ დაბადების მისია მშვიდობიანია
article image
Cat Image
2017-05-03 07:17:11
საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით - ეს Aventador S-ის უმთავრესი სიახლეა, რისი წყალობითაც ”ლამბო” უფრო მძაფრად დადის
article image
Cat Image
2017-04-25 06:00:00
ჟენევის ავტოშოუდან ლონდონის ქუჩებისკენ - AUTO BILD-მა I-Pace-ით ექსკლუზიურად გაისეირნა
სხვა სიახლეები
22.05.2017
„მერსედესმა“ თავის ლუქს-კლასის ბრენდ „მაიბახის“ უგზოობის მოდელი „G650 ლანდოლე“ რამდენიმე თვის წინათ გაგვაცნო.
სრულად
22.05.2017
სათაურის წაკითხვის შემდეგ ალბათ იფიქრეთ, რომ ჩინური ელექტრომობილი უნდა გაგაცნოთ, რადგან ყველაზე იაფი ელექტრომობილები სწორედ ჩინეთში იწარმოება, მაგრამ არა
სრულად
22.05.2017
BMW-ს კაბრიოლეტებთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს.
სრულად
ახალი ნომერი